in

როგორ დავბლოკოთ აპლიკაციების ინსტალაცია Windows-ზე?

კომპიუტერში ახალი აპლიკაციების დაინსტალირების შეზღუდვის მიზეზად არაერთი საკითხის დასახელება შეგვიძლია. მათ შორის შეიძლება იყოს ის ფაქტი, რომ არ გინდათ, შვილებმა თქვენს მოწყობილობაში ახალი აპლიკაციები ჩაგიწერონ; ან თანამშრომლებმა სამუშაო ლეპტოპში გარე პროგრამები გამოიყენონ. მსგავსი სიტუაციების გათვალისწინებით, ვინდოუსს შიდა შეზღუდვის ფუნქცია აქვს, რომლის გამოყენების ორ ხერხსაც დღეს გაგაცნობთ.

სტანდარტული ანგარიშის შექმნა

როდესაც შექმნით მომხმარებლის ანგარიშს Windows PC-ზე, თქვენ უნდა აირჩიოთ კონკრეტული პრივილეგიები და ნებართვები თითოეული მომხმარებლისთვის. მაგალითად, თუკი ე. წ. სტანდარტული მომხმარებლის ანგარიშს შექმნით, ნებისმიერი, ვინც მისი მეშვეობით გამოიყენებს მოწყობილობას, ახალი აპლიკაციების დაინსტალირებას ვერ შეძლებს. ამისათვის ადმინისტრატორმა უნდა მიაწოდოს PIN კოდი.

აღნიშნული მეთოდი მუშაობს როგორც Windows 11-ზე, ისე 10-სა და უფრო ძველ ვერსიებზე.

პირველ რიგში, User Accounts-ის პარამეტრების გვერდზე უნდა შეხვიდეთ და ამის გაკეთების უმარტივესი გზაა Win+R ღილაკების დაჭერა. შემდეგ ველში ამ სიტყვას შეიყვანთ: netplwiz და დააჭერთ Enter-ს.

მომხმარებლის ანგარიშების ფანჯრის გახსნის შემდეგ დააწკაპუნეთ ღილაკზე „დამატება“ და აირჩიეთ „შესვლა Microsoft-ის ანგარიშის გარეშე“, რადგან ლოკალური ანგარიშის შექმნა უფრო მართვადია. გამოჩნდება დადასტურების ფანჯარა. გააგრძელეთ „ადგილობრივი ანგარიშის“ ოფციაზე დაწკაპუნებით. აქ უკვე სტანდარტულად შეავსებთ სახელ-გვარს, მონაცემებს და ანგარიშიც შეიქმნება.

კომპიუტერის გადატვირთვის შემდეგ შეგიძლიათ, ამ ახალ ანგარიშზე შეხვიდეთ.

აპების ინსტალაციის შეზღუდვა Microsoft Store-ში

კიდევ ერთი მეთოდი ასეთია: შეგიძლიათ, მოწყობილობაზე იმ აპლიკაციების ან პროგრამების ინსტალაცია შეზღუდოთ, რომლებიც Microsoft Store-დან არ იწერება. ზოგადად, ეს კარგია უსაფრთხოებისთვის, რადგან აქედან გადმოწერილი აპლიკაციები უსაფრთხოა, ვირუსებისგან გადმოწერილი.

გახსენით პარამეტრების აპლიკაცია და შედით აპების განყოფილებაში, სადაც Advanced App Settings-ს აირჩევთ. სწორედ აქედან შეგიძლიათ მხოლოდ Microsoft Store-ის მონიშვნა.

უბრალოდ, პრობლემა ისაა, რომ თუ რამდენიმე ადამიანი იყენებს კომპიუტერს, ნებისმიერს შეუძლია პარამეტრის ავთენთიფიკაციის საჭიროების გარეშე გამორთვა. ამ საკითხის გადაჭრა  Windows-ის Pro ვერსიებზეა შესაძლებელი — ჯგუფის პოლიტიკის რედაქტორი ( Win+R-ის დაჭერით და „gpedit.msc“-ის აკრეფით) და მიჰყევით ამ ნაბიჯებს: Configure App Install Control და აირჩიეთ Enabled. შემდეგ მენიუში მონიშნეთ Allow Apps from Store Only.

3 კითხვა, რომლებიც საუკეთესო ხელმძღვანელად გაქცევთ

უნდა გაუზიაროთ თუ არა სხვებს თქვენი მიზნები?