in ,

როგორ დავწეროთ წარმატებული CV-ი

 

რეზიუმეს წინასწარ მომზადება სამსახურის ძიების პროცესის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, განსაკუთრებით მაშინ როცა განსაზღვრულ პოზიციაზე  შეიძლება იყოს   მრავალი  მსგავსი შესაძლებლობის კანდიდატის განაცხადი. მაშასადამე როგორი უნდა იყოს წარმატებული  რეზიუმე?

აღსანიშნავია, რომ არ არსებობს წარმატებული მოდელი რომელიც ყველა სამუშო სექტორს ერგება, შესაბამისად თითოეული სექტორი მოითხოვს განსახვავებულ  ასპექტსა და  შემადგენლობას.

ცნობილია ზოგადი წესები თუ როგორ უნდა დაიწეროს რეზიუმე და რა ინფორმაციას უნდა შეიცავდეს.

პირველი რაც უნდა გავითვალისწინოთ ეს არის რომ CV- ი უნდა იყოს დაბეჭდილი თუ  ეს შესაძლებელია, უნდა იყოს  მოკლე  არა უმეტეს ორი გვერდისა. კარგი შთაბეჭდილების მოხდენისათვის უნდა ვეცადოთ რომ რეზიუმე  იყოს მაქსიმალურად პოზიტიური, და რომ მასში გადმოცემული იყოს აპლიკანტის ყველა  ძლიერი მხარე.

რეზიუმეს ფორმატის შემადგენელი  ძირითადი ინფორმაცია:

  • პერსონალური ინფორმაცია: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა.
  • აპლიკნატის განათლება, მიღებული ხარისხი, სწავლის პერიოდი.  დაწყებითი  სკოლის მითითება არ არ  სავალდებულო.
  • კარიერული ისტორია, დაწყებული ქრონოლოგიურად ყველზე ახლიდან, მუშაობის დაწყების და დასრულების თარიღების მითითებით.  სასურველია  მითითებული იქნეს  ის სამსახურებიც რომელშიც აპლიკანტი იყო მოხალისის, სტაჟიორის სახით  ან  არასრული განაკვეთით.
  • პერსონალური უნარ-ჩვევები, რომლებიც   ადეკვატურია  სასურველი პოზიზიიცისათვის და აგრეთვე მიღწევები  ამ კონკრეტულ სფეროში.
  • სხვადასხვა  საკვალიფიკაციო ტრეინინგების ჩამონათვალი   ქრონოლოგიურად ყველზე ახლიდან.
  • ინტერესების ჩამონათვალი, თუ ეს ინტერესები შეესაბამება განსაზღვრულ პოზიციას.
  • სხვა სახის  ექსტრა ინფორმაცია,  როგორც არის მაგალითად  ძველ სამსახურში დაკისრებული მოვალეობების აღწერა,  კარიერის შეცვლის ფაქტები ან GAP -ის (GAP სამსახურიდან სხვა სამსახურამდე არსებული  დროის პერიოდი)  მიზეზები კარიერულ ისტორიაში.
  • სასურველია აგრეთვე მითითებული იყოს  მინიმუმ ორი რეკომენდატორის  სახელი და გვარი, თანამდებობა,  საკონტაქტო მონაცემები. უპირატესობა ენიჭება  ბოლო სამუშო ადგილიდან რეკომენდაციას.
  • აუცილებელია აგრეთვე რეზიუმეში მითითებული იქნეს  ენების და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა  დონეების მითითებით.

აღსანიშნავია აგრეთვე ის,  რომ  თუ კანდიდატს არ აქვს რაიმე განსაკუთრებული  ან გამორჩეული ჰობი, არ არის სასურველი მისი მითითება.

რაც შეეხება თავად დოკუმენტის ფორმატს აუცილებელია დაცული იყოს ფორმატის და  ფონტების სისწორე და შემოწმდეს მართლწერა. ხშირად კანდიდატის გამორიცხვის პირველადი მეთოდი არის სწორედ მართლწერა, რაც მიუთითებს აპლიკანტის  დეტალებისადმი უყურადღებობაზე.

აუცილებელი მოვახდინოთ  რეზიუმეს მოდიფიცირება შესაბამისი  ვაკანსიის მოთხოვნების მიხედვით, ზოგიერთი ადამიანი თვლის რომ ერთ CV-ი შეესაბამება ყველა პოზიციას. ეს შეხედულება მცდარია.

უმჯობესია  CV-ი  მიწოდებული იყო PDF ფორმატში. სასურველია აგრეთვე  რეზიუმეს  მომზადებამდე კონკრეტული პოზიციისათვის  ამ კომპანიაზე მაქსიმალურად მეტი ინფორმაციის ფლობა და მისი გათვალისწინება.

შემოქმედებითი  პროფესიის აპლიკანტების  CV-ი   შესაძლებელია იყო  არასტანდარტული ფორმატის, რაც შესაძლებელია მის მეტად კრეატიულობის მანიშნებელად  ჩაითვალოს.   მაგრამ გასათვალისწინებელია  ზომიერების დაცვა.

ავტორი : ნათია გვენეტაძე

5 რჩევა პრესრელიზის დასაწერად,რათა ის სანაგვეში არ მოხვდეს

საწოლი, რომელიც თავისით ალაგებს საკუთარ თავს