in

როგორ დავძლიოთ იმპოსტერის სინდრომი?

M2
M2

იმპოსტერის სინდრომი — განცდა, რომ რა წარმატებასაც მიაღწიე, ეს უფრო შემთხვევითობის ან იღბლის დამსახურებაა, ვიდრე შენი ცოდნისა და უნარ-ჩვევების ლოგიკური შედეგი, იმდენად გავრცელებულია, რომ ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით, ადამიანების დაახლოებით 80%-ს აწუხებს ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე.

შესაძლოა, კარიერის დასაწყისში, შეგაცბუნოთ სახელებმა და ტერმინებმა, რომლებსაც კოლეგები ახსენებენ და თქვენ კი აქამდე არასდროს გსმენიათ. ან მენეჯერის პოზიციაზე მყოფმა, აღმოაჩინოთ, რომ ხელმძღვანელობთ ადამიანებს, რომლებსაც თქვენზე შთამბეჭდავი სერტიფიკატები აქვთ. უნდა დაიწყოთ კითხვების დასმა, რათა გამოავლინოთ, რომ ყველაფრით დაინტერესებული ხართ და ანახოთ სიახლეების ათვისების მზადყოფნა.

რამდენიმე რჩევა იმპოსტერის სინდრომის დასამარცხებლად:

  1. იმის გაცნობიერება, რომ არ შეიძლება ყველა კითხვაზე პასუხი გქონდეს. ჭკვიანი ხალხი გარშემორტყმულია მათზე უფრო ნიჭიერი ადამიანებით. თქვენ ვერ ისწავლით სხვებისგან, თუ ყველა პასუხი უკვე გექნებათ. თქვენი, როგორც მენეჯერის მიზანი არ არის, იყოთ ყველაზე ჭკვიანი ადამიანი ორგანიზაციაში. კარგი მენეჯერობა ნიშნავს, კვალიფიციური კადრების დაქირავებას და მათთვის საჭირო ინსტრუმენტების მიწოდებას წარმატების მისაღწევად.
  2. შექების ფაილის შენახვა. ეს არის გამოცდილი და ჭეშმარიტი კარიერული რჩევა, რომელიც გამოსადეგია სხვადასხვა სიტუაციაში. შეაგროვეთ სასიამოვნო სიტყვები, რასაც თქვენზე კოლეგები და მენეჯერები ამბობენ თქვენზე. თუ ცუდი დღე გექნებათ ან საკუთარ თავში ეჭვი შეგეპარებათ, წაიკითხეთ ეს ტექსტები.
  3. საკუთარ თავში ეჭვის დამარცხება. სტატისტიკის მიხედვით, დაახლოებით 80%-აწუხებს იმპოსტერის სინდრომი, მათ შორის აღმასრულებელ დირექტორებსა და ოლიმპიური ოქროს მედალოსნებსაც კი. ამბიციური მიზნების მიღწევა ნიშნავს თქვენი საზღვრების გაფართოებას და ეს ზოგჯერ დისკომფორტს შეგიქმნით. იმის აღიარება, რომ ყველა პასუხი არ გაქვს, არის სიძლიერე და არა სისუსტე. შეცდომების დაშვება ნიშნავს, რომ სწავლობ და იზრდები.

Crowdstrike ბოდიშს 10-დოლარიანი სასაჩუქრე ბარათით იხდის

ავტომობილის მოვლა ხელოვნებაა – ლევან ზენაიშვილისა და მისი 1992 წლის Toyota Corolla-ს მეგობრობის ისტორია