in

როგორ დავძლიოთ უცნობი შიშები?

ადამიანებს რაღაც უცნობის ეშინიათ… სწორედ ამიტომ, შესაძლოა, გაურკვევლობა თქვენთვის სტრესული, დამღლელი და შემასუსტებელიც აღმოჩნდეს, იქნება ეს მაკრო დონეზე ეკონომიკური, ჯანდაცვის ან გეოპოლიტიკური კრიზისი თუ მიკრო დონეზე წუხილი, მიიღებთ თუ არა სამსახურს? იქნება თუ არა ეს წამოწყება წარმატებული? ან ხართ თუ არა კარიერულად სწორ გზაზე? კონკრეტული რეაქციები კი ადამიანებს მნიშვნელოვანი ფაქტის გამოტოვებისკენ უბიძგებს: ერთი მონეტის ერთ მხარეს გაურკვევლობა, მეორე მხარეს კი შესაძლებლობებია.

pasha-statiebi
pasha-statiebi

გაიხსენეთ მიღწევები, რომლითაც ყველაზე მეტად ამაყობთ, მომენტები, რომლებმაც თქვენი ცხოვრება შეცვალა, ურთიერთობები, რომლებმაც თქვენი ცხოვრება ღირებული გახადა… ფსონის დადება შეიძლება იმაზე, რომ ეს ყველაფერი გაურკვეველი პერიოდების შემდეგ მოხდა — ალბათ, თავიდან სტრესული იყო, თუმცა თქვენ მაინც არ გაჩერდით, სანამ რაღაც ღირებულს არ მიაღწიეთ…

მსგავსი ამბები ჩვენს თანამედროვე გმირებსაც აქვთ. მაგალითად, თავიდან თითქმის ყველას ეგონა, რომ ილონ მასკი და მისი გუნდი წარმატებას ვერ მიაღწევდა, თუმცა მათ რევოლუციური ელექტრო მანქანების წარმოება დაიწყეს და მსოფლიოს ეკომეგობრული მომავლისკენაც უბიძგეს. დიახ, გაურკვევლობების რომ შეშინებოდათ, ამ შედეგს ვერ მიაღწევდნენ.

სწორედ ამიტომ, გაურკვევლობას ჩვენი პარალიზების საშუალება არ უნდა მივცეთ. თანაც, კვლევის თანახმად, გაურკვევლობების მართვა და არსებული შესაძლებლობების გამოყენება ყველას შეუძლია. ამაში კი შემდეგი 4 პრინციპიც გამოგადგებათ:

1. შეცვალეთ თქვენი სიტუაცია

ბევრი ადამიანი წაგებისკენ არის მიდრეკილი და ამას საკმაოდ მწვავედაც განიცდის. მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ ის თუ როგორ აყალიბებთ საგნებს, გადაწყვეტილებების მიღებაზეც მოქმედებს. მაგალითად, თუ წამალს 95% ეფექტურად და 5%-ით არაეფექტურად აღვწერთ, ადამიანები უპირატესობას პირველ მათგანს მიანიჭებენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი მაჩვენებელი იდენტურია. ყველა ინოვაციას, ცვლილებას, ტრანსფორმაციას, იქნება ეს პირადი თუ პროფესიონალური, თავისი პოტენციური დადებითი და უარყოფითი მხარეებიც მოსდევს. ხოლო მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უმეტესობა ინსტინქტურად ამ უკანასკნელზეა ფოკუსირებული, ამის შეცვლა და შიშის შემცირება შესაძლებელია. 

ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გზად ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორის ჯეიმს კარსეს მიდგომა უსასრულო თამაში ითვლება. მისი რჩევაა, შეწყვიტოთ იმ „თამაშის“ წესების, საზღვრებისა და მიზნების დანახვა, რომელსაც თქვენ თამაშობთ. ეს წაგების ან მოგების მენტალიტეტში გაქცევთ, სადაც გაურკვევლობა შფოთვასაც კი აძლიერებს. თუმცა უსასრულო მოთამაშეები გაურკვევლობას თამაშის აუცილებელ ნაწილად მიიჩნევენ, რაც არსებულ სიტუაციას სიურპრიზებსა და შესაძლებლობებს ამატებს. ამასთან, ადამიანებს საშუალებას აძლევს, გამოცადონ თავიანთი პოზიციები და თამაშის პარამეტრები.

უსასრულო მოთამაშედ ივან ჩუინარდი, Patagonia-ს დამფუძნებელი, შეგვიძლია ჩავთვალოთ. იგი სკოლიდან წამოვიდა, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ თავი წარუმატებლად ჩაეთვალა, თავის წიგნში შემდეგი მოსაზრება გაგვიზიარა: ადრეულ ასაკში ვისწავლე, რომ უკეთესია გამოიგონო საკუთარი თამაში. შემდეგ კი ყოველთვის შეძლებ გახდე გამარჯვებული. მსგავსად, მან მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრენდი შექმნა, რომელმაც არაერთი ინოვაციაც დანერგა… დიახ, გაურკვევლობებთან გაბედულად დაპირისპირება და მისგან ენერგიის მიღებაც კი ისწავლა. ის თავის როლს თამაშის გაუმჯობესებაში ხედავს და არა უბრალოდ მასში მონაწილეობით.

ბიზნესმენეჯერებს, რომელთაც შემდეგი 100 წლის მანძილზე ჩვენ ირგვლივ ყოფნა უნდათ, უმჯობესია, ცვლილებები უყვარდეთ. ხოლო როცა კრიზისი არ არის, ბრძენი ხელმძღვანელი მას გამოიგონებს, — ამბობს ჩუინარდი თავის წიგნში.

2. მოამზადეთ საკუთარი თავი ახალი რისკებისთვის

თუ უფრო ჩაუღრმავდებით, როცა ინოვატორები გაურკვევლობაზე საუბრობენ, აქ მათი ჩვევების შესახებაც გაიგებთ. მაგალითად, დიზაინერი პოლ სმიტი ყოველთვის ერთ კონკრეტულ სასტუმროში, კონკრეტულ ოთახში ისვენებს. ზოგიც, ფრენისას თვითმფრინავის იმავე ადგილს ჯავშნის ან მთელი ცხოვრების მანძილზე ერთი დილის რუტინა აქვს, ხშირად ერთ ტანსაცმელსაც კი იცვამენ. ამის მაგალითად, სტივ ჯობსიც შეგვიძლია მოვიყვანოთ, რომელსაც შავი ყელიანი ზედების მარაგი ჰქონდა…

ეს კი საინტერესო იმითაა, რომ მსგავსი ჩვევები ბალანსს უზრუნველყოფს — თქვენი ცხოვრების ერთ ნაწილში გაურკვევლობის შემცირებით, სხვა ნაწილებში მისი ატანა უფრო შესაძლებელი ხდება. ამისთვის, ზოგიერთი ადამიანი სტაბილურ და გრძელვადიან ურთიერთობებსაც კი ამყარებს. 

თქვენ გაურკვევლობებისთვის საკუთარი თავის მომზადება იმ რისკების გაცნობითაც შეგიძლიათ, რომელთა მიმართ არაკეთილგანწყობილი ხართ ან, პირიქით. აქ კი უნდა გაითვალისწინოთ, რომ მრავალი სახის რისკი არსებობს, იქნება ეს ფინანსური, ინტელექტუალური, სოციალური, ემოციური, ფიზიკური თუ სხვა. თუმცა, მნიშვნელოვანია, განსაზღვროთ, რა ტიპის რისკების მოთმენა შეგიძლიათ, რაც დაგეხმარებათ, დაინახოთ, სად შეძლებთ საზღვრების გადაკვეთას და სად, არა. ეს უკანასკნელი მომზადების დროსაც მოგცემთ, რათა შემდგომში მათ უფრო თავდაჯერებულად მიუახლოვდეთ.

აღსანიშნავია, რომ რისკების მიმღებლობის გაზრდა პატარა რისკებზე წასვლითაც შეგიძლიათ, თუნდაც, საერთოდ სხვა სფეროებში. აქ პიტ სილევეის, Amazon-ისა და Philips-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის მაგალითი შეგვიძლია განვიხილოთ. როცა იგი კორპორაციების დატოვებასა და სტარტაპის განხორციელებაზე ფიქრობდა, კიკბოქსინგზე შესვლა გადაწყვიტა. მისი თქმით, ეს მას გაურკვევლობებთან საბრძოლველად კუნთების გაძლიერებაში დაეხმარა. 

სხვა გარემოში არასრულყოფილი ინფორმაციებითაც კი მაღალი რისკის შემცველი გადაწყვეტილებების მიღება უფრო კომფორტული გახდა. როდესაც თქვენ შიშის შემცირებისა და გამბედაობის განვითარების ციკლში ერთვებით, ქმნით წრეს, რომელიც მუდმივი გაუმჯობესების საშუალებას გაძლევთ, — განმარტავს სილევეი.

3. გააკეთეთ რაღაც

გაურკვევლობასთან დასაპირისპირებლად ქმედება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან ყოველი ნაბიჯის გადადგმისას რაღაცას სწავლობთ. მკვლევრები ამბობენ, რომ ყველაზე წარმატებული მიღწევები სწორედ პატარა ნაბიჯების გადადგმით მიიღწევა. მოკრძალებულად დაწყება უფრო ეფექტური და ნაკლებად სტრესულიც შეიძლება იყოს, ვიდრე ყველაფრის ერთდროულად კეთება. 

მაგალითად, Rent the Runway-ის დამფუძნებლებს, როცა ისინი ჰარვარდის ბიზნეს სკოლის სტუდენტები იყვნენ, კაბების გაქირავების იდეა გაუჩნდათ, თუმცა მათ ბიზნესგეგმის წერა ან ფულის შეგროვება არ დაუწყიათ. სანაცვლოდ, ჩაატარეს ექსპერიმენტი — ერთ ოთახში კაბები გამოფინეს და დააკვირდნენ, იქირავებდნენ თუ არა მას ქალები. მსგავსი ექსპერიმენტების ჩატარებით კი დღეს ისინი დიდ და წარმატებულ კომპანიას ფლობენ.

თუმცა ხშირად, საჭიროა, სწრაფად მიიღოთ შესაბამისი ცოდნა, რათა ნისლის გაფანტვა და შემდგომი ნაბიჯების გადადგმაც შეძლოთ. მეწარმეები მსგავს გამოწვევებს ყოველთვის აწყდებიან. ყველაზე ეფექტური სტარტაპ აქსელერატორის კვლევის თანახმად კი, დამფუძნებლების დასახმარებლად საუკეთესო გზა საუბარი რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება მეტ განსხვავებული გამოცდილების მქონე ადამიანთან იქნება. წამყვანი აქსელერატორები ხშირად მეწარმეებს თვეში სულ ცოტა 200 ადამიანთან შეხვედრას აიძულებენ.

უჩვეულო არ არის, რომ შეუფასებელი ინფორმაცია მოულოდნელი კუთხეებიდან მოდის. ამიტომ, უკუკავშირის მოსმენაზე ნებისმიერი ადამიანისგან უარი არასდროს უნდა თქვათ, პირიქით, მსგავსად, სასარგებლო რჩევებიც კი შეგიძლიათ მიიღოთ. 

დაბოლოს, როცა წინ მიიწევთ, ფოკუსირდით ღირებულებებზე და არა, მიზნებზე. მრავალი სტარტაპის ავტორი დევიდ ჰაინემეიერ ჰანსონი მიზნებს შემაფერხებელ ფაქტორადაც კი განიხილავს. სანაცვლოდ კი გვეუბნება, რომ, როცა თქვენი ღირებულებების შესრულებაზე დაიწყებთ ფიქრს, მიიღებთ თავდაჯერებას იმ ცვლილებების განსახორციელებლად, რომლებიც გჭირდებათ. აქ, არ აქვს მნიშვნელობა, მსოფლიო როგორ გიპასუხებთ, რადგან თქვენ განსაზღვრავთ, რას ნიშნავს წარმატება. მაშინაც კი თუ დიდი პროექტი ჩავარდება იმის საშუალება გექნებათ, რომ განვლილ გზას გადახედოთ და ამის გამო თავი მშვენივრადაც იგრძნოთ…

4. მხარი დაუჭირეთ საკუთარ თავს

ნობელის პრემიის მფლობელი ბენ ფერინგა ამბობს, რომ მეცნიერული აღმოჩენები მხოლოდ გაურკვევლობის შემდეგ ხდება. აქ კი იმას გულისხმობს, რომ თქვენ მზად უნდა იყოთ იმ იმედგაცრუებასთან გასამკლავებლად, რომელიც მას თან ახლავს. მისი მიდგომა როგორც ემოციურ მხარეს, ისე რეალობის შემოწმებას მოიცავს, სადაც აღიარებთ, რომ წარუმატებლობა უბრალოდ პროცესის ნაწილია. თუმცა, რადგან ეს მტკივნეულიცაა, ფერინგა თავს უფლებას აძლევს, რამდენიმე დღით მაინც თავი იმედგაცრუებულად იგრძნოს. შემდეგ კი იწყებს ფიქრს, რისი მიღება შეუძლია არსებული სიტუაციისგან? რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯი, რომელზეც იმუშავებს? ეს მას წარუმატებლობების სწორად გაანალიზებაში ეხმარება, თანაც, ისეთი კომპონენტებით, როგორებიცაა, სასწავლო მხარე, ანუ რისი სწავლა შეგიძლიათ მისგან, მადლიერების მხარე, ის, რაც ჯერ გაქვთ და არ დაგიკარგავთ, დროის ნაწილი, რაშიც იგულისხმება, რომ, შესაძლოა, ახლა არ იყოს კარგი დრო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არასდროს დადგება და ბოლო — გამოწვევის ნაწილი, როცა გმირი მხოლოდ დაბრკოლებებთან შეჯახებით ხდებით.

კიდევ ერთი პრაქტიკა, რომელსაც საკუთარი თავის მხარდასაჭერად მეცნიერები, მეწარმეები და შემქმნელები იყენებენ, ადამიანებსა და იმ საკითხებზე ფოკუსირებაა, რომლებიც მათთვის მნიშვნელოვანია. თქვენ ყველაფერთან გამკლავება შეგიძლიათ, არა მარტო პოტენციური დანაკარგების შიშთან, არამედ რეალურ ტკივილთანაც, იმ შემთხვევაში თუ მჭიდროდ ჩაეჭიდებით იმას, რაც მნიშვნელოვანია. 

დიახ, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ გამძლეობა, ანუ დარტყმის მიღების უნარი და კვლავ ფეხზე დგომა, მნიშვნელოვანია. მაგრამ უფრო მეტს ვკამათობთ გაურკვევლობების შესაძლებლობებად გარდაქმნის სწავლაზე… ნებისმიერი ჩვენგანისთვის კი ერთადერთი გზა ახალი შესაძლებლობების მისაღებად უცნობ კარიბჭესთან გადის… და თუ თქვენი ნავიგაციის უნარის გწამთ, ეს არც უნდა იყოს მტკივნეული პროცესი. ხოლო კონკრეტული რჩევების გათვალისწინებით, ცვლილებებით თქვენი ურთიერთობების ტრანსფორმირებასა და სხვების შთაგონებას შეძლებთ, რათა ისინიც ანალოგიურად მოიქცნენ.

წყარო: HBR



როგორ ვიზრუნოთ გარემოზე – რა უნდა გავაკეთოთ რიგითმა მოქალაქეებმა ამისთვის?

Pullman Tbilisi Axis Towers გაიხსნა