in

როგორ დავგეგმოთ კარიერა – ლიკა ზუროშვილი

career2ყველასთვის დაუსვამთ ბავშვობაში კითხვა “რა გინდა რომ გამოხვიდე?” ზოგი რაზე ოცნებობს და ზოგი რაზე, თუმცა “გამოსვლა” არც ისეთი მარტივია, როგორც ეს ბავშვობაში ჩანდა.

კარიერის დაგეგმვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრებაში. ეს არ არის ერთჯერადი ქმედება, როდესაც ვაკეთებთ არჩევანს თუ სად ჩავაბაროთ, ან სად დავიწყოთ პირველი სამსახური. ჩვენს კარიერას მართვა სჭირდება, რომელიც მუდმივად საჭიროებს გადახედვას იმასთან მიმართებაში, თუ რა “გვინდა გამოვიდეთ”.

წარმოგიდნგენთ რამოდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი კარიერის დაგეგმვაში:

  1. დაიწყეთ თქვენი კარიერის დაგეგმვა და მართვა. ყოველი წლის ბოლოს (ან თქვენი მიზნის მიხედვით, უფრო ხშირად) დაფიქრდით და ჩამოწერეთ, თუ რა არის ის, რაც გინდათ მიიღოთ თქვენი კარიერისგან, რას გინდათ, რომ მიაღწიოთ;
  2. გადახედეთ, თუ როგორ განვითარდა თქვენი კარიერა ბოლო დაგეგმვის შემდეგ. რისი შესრულება მოხერხდა, რისი ვერა და რამ შეუშალა შესრულებას ხელი;
  3. დაფიქრდით, თუ რა არის ის, რაც მოგწონთ , არ მოგწონთ და გინდათ გააუმჯობესოთ, შეცვალოთ. დროთა განმავლობაში იცვლება ინტერესები და პრიორიტეტები, ამიტომ უნდა გაიაზროთ, კიდევ არის თუ არა თქვენი კარიერული მიზანი აქტუალური და გინდათ თუ არა ის. თუ გინდათ და მიზანი არ შეცვლილა, ესე იგი სწორად მიდის თქვენი კარიერა. თუმცა, პროგრესს გადახედვა და გააზრება მაინც სჭირდება;
  4. აუცილებელია დასახოთ მოკლე კარიერული მიზნები, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი დიადი მიზნის მიღწევაში, რა გინდათ “რომ გამოხვიდეთ” . ყოველთვის უნდა იცოდეთ, რისი მიღწევა გსურთ რა ვადაში და რა გჭრდებათ ამისათვის;
  5. აუცილებლად უნდა გაიაზროთ თუ რისი სწავლა, რა სამუშაო მიგაახლოებთ თქვენს სასურველ მიზანთან უფრო სწრაფად და ეფექტურად. როგორც კი განვითარების ახალი მიმართულებები გამოჩდება, გადაწყვეტილების მიღება გაგიმარტივდებათ სამსახურის ცვლილებასა თუ სწავლაზე;
  6. ჩამოაყალიბეთ, თუ რა მიმართულება გსურთ მისცეთ თქვენს კარიერას და რა დაგჭირდებათ ამისათვის. როდესაც ფიქრობთ პოზიციის ან საქმიანობის ცვლილებაზე, აუცილებლად ჩამოწერეთ რა დაგჭირდებათ ამის შესასრულებლად, რა უნარების განვითარება და რა ტიპის ახალი ცოდნის შეძენა;
  7. კარგია და დაგეხმარებათ იცოდეთ რა ცოდნას ან პროფესიას ითხოვს დასაქმების ბაზარი. თვალყური ადევნეთ ვაკანსიებს, რომლებიც შესაძლოა საინტერესო იყოს თქვენი კარიერული განვითარებისთვის. იცოდეთ, თუ რას ითხოვენ თქვენთვის სასურველი დამსაქმებლები თქვენთვის სასურველ პოზიციებზე;
  8. მოიძიეთ ინფორმაცია თქვენთვის საჭირო და საინტერესო ტრენინგების შესახებ და შესაბამისად დაგეგმეთ ამ ტრენინგებზე დასწრება.

ნუ გააკეთებთ დიდ ინტერვალებს კარიერის დაგეგმვებს შორის. ეს დაგეხმარებათ მიაღწიოთ წარმატებას, მუდმივად იცოდეთ სად ხართ, საით მიდიხართ და რა გჭირდებათ წარმატების მისაღწევად.

“თუ საჭიროა პრემიერობის კანდიდატიც გაიხდის”

2020 წელს ეკოლოგიურად სუფთა “Coca-Cola” გვექნება