in ,

როგორ დავიბანოთ ხელები?! – კითხვაზე პასუხი ყველა ბავშვს აქვს, მაგრამ ბევრს ამის საშუალება არ გააჩნია

ხშირად ამა თუ იმ საკითხის მხოლოდ თეორიული ცოდნა საქმეს არ შველის ხოლმე. ნებისმიერ ბავშვს რომ ჰკითხოთ, როგორ ხდება ხელების დაბანა, ის აუცილებლად დაწვრილებით, ყველა მცირე დეტალის გათვალისწინებით აგიღწერთ პროცესს. ამასთან, ისიც კარგად იციან, რა დაავადებები შეიძლება გავრცელდეს ორგანიზმში, ხელის დაუნაბლობის გამო. პრინციპში, აქ გასაკვირი არც არაფერია, ხომ ყველამ იცის, როგორ უნდა ხელების დაბანა, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი სხვა კითხვაა: ყველას აქვს იმის საშუალება რომ ხელები დაიბანოს?!

 

სტატისტიკის მიხედვით,  ყოველწლიურად დაახლოებით 1.4 მილიონი ბავში იღუპება ისეთი დაავადებებით, რომელთა პრევენციაც ძალიან მარტივად, ხელების დაბანითაა შესაძლებელი. სწორედ ამ საკმაოდ საგანგაშო პრობლემას უკავშირდება Garnier–სა და UNICEF–ის ერთობლივი კამპანია, რომელიც შესაბამისი დახმარების გაწევას გულისხმობს.

„არ წააგო ბრძოლა საკუთარ თავთან“- თამბაქოს საწინააღმდეგო ტრილოგია ქართული White Shade Films-ისგან

როგორ დავტენოთ ტელეფონი თბილისის ქუჩაში?