in

სადღესასწაულო დღეებში ონლაინ მაღაზიებზე კიბერ თავდასხმები იმატებს, როგორ დავიცვათ თავი კიბერ გრინჩებისგან?

კიბერდანაშაული ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა. თავდასხმების ყველაზე ხშირი ობიექტი ელექტრონული კომერციის ბიზნესია. ცხადია, არ შეგვიძლია, სრულად აღმოვფხვრათ კიბერთავდასხმის რისკი, თუმცა არსებობს გარკვეული მექანიზმები, რომლებიც დაგვეხმარება მისგან თავის არიდებაში.

რა არის ელექტრონული კომერციის უსაფრთხოება

როგორც სახელი გვეუბნება, ელექტრონული კომერციის უსაფრთხოება არის თქვენი ელექტრონული კომერციის ვებსაიტის უსაფრთხოება და დაცვა არაავტორიზებული გამოყენებისგან, წვდომისგან, განადგურებისგან ან ცვლილებისგან. ელექტრონული კომერციის უსაფრთხოება არის სახელმძღვანელო მითითებების ერთობლიობა, რომელიც მიღებულია გლობალურად, რათა მომხმარებელს შესთავაზოს უსაფრთხო შესყიდვის გამოცდილება. ეს მოიცავს როგორც მომხმარებლებს, ასევე ბიზნესებს, რომ ისინი არ გახდნენ კიბერდანაშაულის მსხვერპლნი.

საფრთხეები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ თქვენს ელექტრონული კომერციის მაღაზიაზე

ონლაინ მყიდველების უმეტესობა მოუთმენლად ელის ისეთ მოვლენებს, როგორიცაა შავი პარასკევი, კიბერ ორშაბათი, ახალი წელი და ა.შ. ამ დროს მათ შეუძლიათ ისარგებლონ მრავალი აქციითა და სპეციალური შეთავაზებით. სადღესასწაულო სავაჭრო სეზონზე კიბერთაღლითებიც აქტიურდებიან, ამიტომ მაღაზიები მზად უნდა იყვნენ არა მხოლოდ გაუმკლავდნენ მომხმარებელთა ტრეფიკის ზრდას, არამედ უნდა დაიცვან თავიანთი კლიენტები კიბერკრიმინალებისგან.

ფიშინგი

ფიშინგი არის სოციალური ინჟინერიის ფორმა, რომლის დროსაც კიბერკრიმინალები იყენებენ ელექტრონულ შეტყობინებებს (ელ. ფოსტა, ტექსტი ან ტელეფონი), რათა მოატყუონ თავიანთი სამიზნეები და პერსონალური ინფორმაცია გაასაჯაროებინონ. 

მავნე და გამოსასყიდი პროგრამები

ორივე მათგანი არის მავნე პროგრამული უზრუნველყოფის ფორმა, რომელსაც შეუძლია, ხელი შეგიშალოთ თქვენს მონაცემებსა და სისტემებთან წვდომაში, თუ ისინი თქვენს კომპიუტერში ან ქსელში შედიან. იმისათვის, რომ თქვენი კომპიუტერი ჰაკერებისგან დაცული იყოს, თავიდან უნდა აიცილოთ საეჭვო ბმულებზე დაწკაპუნება ან პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, რომელიც არ გაქვთ გამოკვლეული.

SQL ინიექცია

თუ თქვენი ელექტრონული კომერციის ვებსაიტი დაუცველ SQL მონაცემთა ბაზას იყენებს მომხმარებელთა ინფორმაციის შესანახად, შესაძლოა, თქვენი კლიენტები რისკის ქვეშ დააყენოთ. მავნებლურმა ბრძანებებმა, რომლებიც შეიძლება კიბერკრიმინალის მიერ იქნეს შეყვანილი, შესაძლოა, წვდომა მისცეს თქვენს ფაილებზე, თუ დატვირთვა სათანადოდ არაა შემოწმებული. 

ჯვარედინი სკრიპტირება

PT სკრიპტირების საშუალებით, მავნე კოდის ჩასმა სამიზნე ვებსაიტში ხდება. ამ გვერდის მომხმარებლები დაუცველები იქნებიან ფიშინგის მცდელობებისა და სხვა საფრთხეების მიმართ, თუმცა, დიდი ალბათობით, მისი გაშვებისას საიტი არც იფუნქციონირებს.

E-skimming

ტერმინი “e-skimming” აღწერს ტექნიკას, რომელიც გამოიყენება სენსიტიური მონაცემების მოსაპარად, როგორიცაა საკრედიტო ბარათის ნომრები და გადახდის სხვა საშუალებები, რომლებიც თქვენს ვებგვერდს დამახსოვრებული აქვს. ისინი იპარავენ ფინანსურ ინფორმაციას, რომელსაც თქვენი მომხმარებლები გაწვდიან შეკვეთის გვერდზე რეალურ დროში.

რჩევები თქვენი ელექტრონული კომერციის მაღაზიის კიბერ შეტევებისგან დასაცავად

აირჩიეთ უსაფრთხო ვებსერვერი და ელექტრონული კომერციის პლატფორმა. უამრავი ვარიანტი არსებობს ელექტრონული კომერციის პლატფორმებისთვის, მაგრამ თქვენი ბიზნესის უსაფრთხოება დამოკიდებულია როგორც სანდო მასპინძელზე, ასევე უსაფრთხო პლატფორმაზე.

უმჯობესია გამოიკვლიოთ ჰოსტინგისა და პლატფორმის რამდენიმე ვარიანტი, რათა დადგინდეს, რომელია ყველაზე შესაფერისი თქვენი და თქვენი მომხმარებლების საჭიროებებისთვის.

მიიღეთ SSL სერტიფიკატი

თქვენ უნდა შეიძინოთ SSL სერტიფიკატი და მოძებნოთ მომწოდებლები ჩაშენებული უსაფრთხოების პროტოკოლებითა და შეღავათებით. ის დაგეხმარებათ, დაშიფროთ მონაცემები, რომლებიც გადაიცემა თქვენს ვებსაიტსა და მომხმარებლის ვებბრაუზერს შორის. ამის შემდეგ მონაცემები აღარაა წაკითხვადი სხვებისთვის, მომხმარებლისა და თავად კომპანიის გარდა.

SSL სერტიფიკატი აუცილებელია ელექტრონული კომერციის ყველა ვებსაიტისთვის. უსაფრთხოების სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს ნებისმიერი ბიზნესი, რომელიც იღებს საკრედიტო ბარათით გადახდებს მაღაზიაში ან ონლაინ რეჟიმში.

ხშირი SQL შემოწმებები

თუ ზრუნავთ თქვენი ვებსაიტის უსაფრთხოებაზე, ხშირად უნდა შეამოწმოთ მისი დაცულობა, როგორიცაა SQL ინიექციები. ბევრი სხვადასხვა სახის პროგრამული უზრუნველყოფა არსებობს, თითოეული მორგებულია კონკრეტულ პლატფორმაზე, რომელსაც შეუძლია თქვენი ვებსაიტის მონიტორინგი და დაცვა ამ ტიპის ინიექციებისგან.

მუდმივად განაახლეთ და შეცვალეთ თქვენი საიტი

ხშირად ვებსაიტების პროგრამული განახლებები მოიცავს უსაფრთხოების მნიშვნელოვან შესწორებებს, რომლებიც ადრე მიუწვდომელი იყო. თქვენ მუდმივად უნდა აკონტროლოთ განახლებები. განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ ხელით განახლებისას და ამასთან, უნდა ჩართოთ თქვენი ვებსაიტისა და მთელი კომპიუტერის ავტომატური განახლებები.

ფრთხილად იყავით იმასთან, თუ რას ამატებთ თქვენს სისტემას და რას ჩამოტვირთავთ

თქვენს ვებსაიტზე ახალი ფუნქციების სწრაფად და მარტივად დამატების შესაძლებლობა ჩამოსატვირთი დანამატების, ხელსაწყოებისა და აპლიკაციების საშუალებით არის უზარმაზარი სარგებელი. თუმცა, ფრთხილად უნდა იყოთ იმაზე, თუ რას დააინსტალირებთ და იყენებთ. ჰაკერების მცირე, მაგრამ თავდადებული ჯგუფი ფარულად გამოიყენებს ამ დანამატებს თქვენს ვებსაიტში მავნე პროგრამის შესაყვანად.

Back Up

სიფრთხილის ზომების მიღება, როგორიცაა თქვენი ელექტრონული კომერციის საიტის Back Up-ის შექმნა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თავდასხმების ეფექტის შემსუბუქებას. ყოველთვის გააკეთეთ ვებსაიტის ასლი რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანამდე. ამისთვის თქვენ მათი ავტომატური შექმნაც შეგიძლიათ დააყენოთ, რათა ხელით არ მოგიწიოთ ყოველ ჯერზე ამის გაკეთება.

Firewall

იგივე Website application firewalls შესანიშნავი გზაა თქვენი ონლაინ მაღაზიის უსაფრთხოების გასაძლიერებლად. ეს ხელს შეუშლის საიტის სკრიპტებს (XSS), SQL ინიექციებს და ყალბი მოთხოვნების მიღწევას თქვენს სერვერზე. ვებაპლიკაციის Firewall-ის პროვაიდერები ადვილად ხელმისაწვდომია. შეეცადეთ, აირჩიოთ ის, რაც ხელმისაწვდომია და სხვა ელექტრონული კომერციის კომპანიებს შორის აპრობირებული. 

თქვენი მომხმარებლების კონფიდენციალურობის დაცვა და თქვენი ბრენდის რეპუტაცია გადამწყვეტია ონლაინ მაღაზიის გაშვებისას. სიმშვიდის უზრუნველსაყოფად საუკეთესო მეთოდია ყველა ზემოთ ჩამოთვლილი უსაფრთხოების ზომების განხორციელება, მათ შორის ნებისმიერი ხელმისაწვდომი პროგრამული განახლების დაყენება. თუ დამოუკიდებლად ვერ აგვარებთ მსგავს საკითხებს, შეგიძლიათ, შესაბამის კომპანიებსაც მიმართოთ, რომლებიც ვებსაიტების უსაფრთხოებაზე მუშაობენ.

შეფუთვის შეცვლა შოკოლატერიას მასშტაბური მიზნების მიღწევაში დაეხმარა

რა შეიძლება მოხდეს, თუ ზამთრისთვის საბურავს არ შეცვლით? — „თეგეტა მოტორსის“ კამპანია გრძელდება