in

„როგორ დავისვენოთ მაშინ, როცა არ ვასვენებთ საკუთარ თავს?“ – ნათია მიხანაშვილის #აზრები

M2
M2

ამ ცხელ ზაფხულში, ალბათ, ეს შეკითხვა ყველა ჩვენგანის თავში გამუდმებით ტრიალებს. საქმე იმაშია, რომ დასვენება მხოლოდ ფიზიკური დასვენება არაა და მთავარი რელაქსი მხოლოდ და მხოლოდ, გონებიდან მოდის. წარმოიდგინე, რომ ყოველი სამუშაო დღე შენთვის მუშაობასთან ერთად დასვენებაცაა – ანუ ისეთ საქმეს აკეთებ, რომელიც გიყვარს და ჰარმონიაში ხარ შენს თავთან.

როგორ დავისვენო მაშინ, როცა არ ვასვენებ საკუთარ თავს?“ ხშირად ხდება, როდესაც ემზადები სანუკვარი „არდადეგებისთვის“, გეგმავ რამდენიმე კვირით ადრე, ჯავშნი სასტუმროებს, ბილეთებსა და ტურებს. შემდეგ, ელოდები ამ ნანატრი დროის დადგომას, ჩადიხარ შერჩეულ ლოკაციაზე და თუ ეს ზღვის სანაპიროა, წამოწვები პლიაჟზე, ტალღების საამური შრიალი ჩაგესმის ყურებში, კანზე ცხელ მზეს გრძნობ და ხელში ცივი მოხიტო გიჭირავს – წესით დასვენება უკვე დაწყებულია… თუმცა ხვდები, რომ ვერ ისვენებ, თავში სულ სამსახურის საქმეები ან პირადი პრობლემები გიტრიალებს.

ნათია მიხანაშვილი – ადამიანური რესურსებისა და ორგანიზაციული განვითარების დეპარტამენტის უფროსი, „კრედო ბანკი“

რა შეგიძლია გააკეთო ასეთ დროს? პირველ რიგში გონება გათიშო და იყო „იქ და იმჟამად“. ეს კრიტიკული უნარია ყველა იმ ადამიანისთის, ვისთვისაც დაბალანსებული, სრულყოფილი და ჰარმონიული ცხოვრება მნიშვნელოვანია. გართობა და დასვენება ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და რაც უფრო დროულად ვაღიარებთ ამას, მით უკეთესია ჩვენთვის და ჩვენ გარშემო მყოფი ადამიანებისთვის.

ძალიან მნიშვნელოვანია, საკუთარი ცხოვრების საჭესთან თავად ვიყოთ და 100% პასუხისმგებლობა ავიღოთ ჩვენს არსებულ მდგომარეობაზე. ფრაზა: „როგორ დავისვენოთ მაშინ, როცა არ გვასვენებენ“, რაც არაერთი ჩემი მეგობრისგან მესმის, არის მხოლოდ წუწუნი და პასუხისმგებლობის თავიდან არიდება. რეალურად კი, „ვერ დასვენება“ მხოლოდ საკუთარი გონების შეზღუდვაა და სინამდვილეში „არ დასვენება“, ანუ ამ გადაწყვეტილების შეგნებულად მიღებაა.

ამის ნაცვლად, საჭიროა ჩვენი გონება თავად ვმართოთ და თუ დასვენება გვაქვს გადაწყვეტილი, უბრალოდ, დავისვენოთ. ეს მდგომარეობა სახლიდან გაუსვლელადაც შეიძლება შევიქმნათ და საერთოდ, არ სჭირდება დაგეგმვა და რეპორტინგი.

ჩემი #აზრი ამ თემაზე ცალსახაა და 3 პუნქტად ჩამოვაყალიბებ. მაშ ასე, თუ დასვენება გინდა:

  1. უნდა გქონდეს #საქმერომელიცგიყვარს, რათა ყოველი დღე სახალისო და საინტერესო იყოს, როცა საქმეში 100% ჩართული ხარ დასვენების დროსაც უფრო ხარისხიანად იყენებ;
  2. რელაქსი მხოლოდ გონებიდან მოდის და მხოლოდ შენ შეგიძლია ამის გაკეთება;
  3. არ არსებობს სამუშაოს და პირადი ცხოვრების ბალანსი, არამედ არსებობს ცხოვრება, რომლის შემადგენელი ნაწილია საქმე, დასვენება და გართობა, ჯანმრთელობა, რომანსი და ურთიერთობები, გარემო, ფული და პროფესიული განვითარება. ამ ყველაფრის დაბალანსება კი შესაძლებელი და აუცილებელია ჰარმონიული, სრულყოფილი ცხოვრებისათვის.

არ აქვს მნიშვნელობა, როგორია ოჯახი! – Volvo-ს სოციალური კამპანია

ირბინე ოკეანის გადასარჩენად! – adidas-ის მასშტაბური კამპანია