in ,

როგორ დავიხსნათ თავი მომაბეზრებელი რეკლამებისგან?! – Adobe-ს შემოთავაზება

რეკლამები, ულიცენზიო აპლიკაციები, ისევ რეკლამები, ისევ სულელური აპლიკაციები. მოკლედ, რამე რომ შეგემთხვას სმარტფონის ქონა დიდი ვერაფერი იმედია, რადგან სანამ მიაგნებ ტუტორიალს, სახელად “როგორ მოვიქცე, თუკი მეგობარს გველმა უკბინა?!”, ან მოთმინებას დაკარგავ, ან მეგობარს.

ორი ძმაკაცის ამბავი, რომელიც Adobe-ს დაკვეთით სააგენტო Goodby Silverstein & Partners-მა გადმოგვცა, ცხადია, უტრირებულია, თუმცა სინამდვილესთან მაინც ახლოა. Adobe Marketing Cloud services გვანახებს რეალურ პრობლემებს და გვარწმუნებს, რომ მათ ნამდვილად აქვთ გამოცდილება მომხმარებელთან ურთიერთობის საკითხში და დროულად მოაგვარებენ კიდეც მსგავს პრობლემებს. Adobe-ს სარეკლამო კამპანია თავისი იუმორით გამოირჩევა. მართალია, იუმორი ზოგ შემთხვევაში შავია, მაგრამ გულუბრყვილოა და გამოსავალსაც იქვე გვთავაზობს.

 

https://www.youtube.com/watch?v=HGb6NQMeZ-c

ნევიდ ბერეთის კულინარიულ-ფოტოგრაფიული შედევრები

როცა გაუთვალისწინებელი ხარჯები გატყდება თავს – MoneyMan.ge-ს  ახალი სარეკლამო რგოლი