როგორ დავიყოლიოთ უფროსი შვებულების გახანგრძლივებაზე?! მილენიალებმა გამოსავალი Ice Breakers-ის მენთოლიან კანფეტებში იპოვეს.
რეკლამა, რომელიც სააგენტო Crispin Porter + Boguksy-მა Hershey’s-თვის გადაიღო ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს, Ice Breakers-ს “ჰიპნოზის” ეფექტი აქვს. ამაში თითქმის დავრწმუნდით კიდეც, როდესაც უფროსის კაბინეტში მითიური მარტორქა შევარდა და გოგონას უფროსის “დარწმუნებაში” დაეხმარა.
საბოლოოდ, საქმე მაინც კომფორტსა და იმ თავდაჯერებულობაშია, რომელიც მენთოლის სუნთქვას მოჰყვება. სარეკლამო რგოლების სერია უბრალოდ სახალისო კონცეფციაა და ილუსტრირება იმისა, თუ რა ეფექტის მოხდენა შეუძლია Ice Breakers-ის ჯადოსნურ კანფეტებს.