in

როგორ ებრძვიან ეკონომიკურ კრიზისს ბრიუსელის ტერაქტის შემდეგ?

ყველას გვახსოვს 22 მარტის ბრიუსელის ტრაგედია, რომელმაც ყველაფერთან ერთად, სერიოზული ეკონომიკური ზარალი მოუტანა ქვეყანას. მას შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა და ქვეყანა კვლავაც განიცდის კრიზისს. განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში კერძო ბიზნესია, მაგალითად, რესტორნები, რომელთა უმრავლესობა დაცარიელდა ან უკვე დახურვის პირასაა.

ბელგიურმა ბიზნესჟურნალებმა De Tijd და L’Echo გადაწყვიტეს ერთიანი ძალებით მცირედი წვლილი მაინც შეეტანათ ქვეყნის ეკომომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში და წამოიწყეს კამპანია #DiningforBrussels. გაზეთებმა მოსახლეობას ბრძოლისკენ მოუწოდეს და საბრძოლო იარაღად ძალიან მარტივი გზა – ჭამა შესთავაზეს.

კამპანიის ფარგლებში, საჭირო იყო უბრალოდ რესტორანში ან კაფეში წასვლა, სადილობა, თეფშზე დანა–ჩანგლის მშვიდობის სიმბოლოს მსგავსად განთავსება, ფოტოს გადაღება და სოციალურ ქსელებში განთავსება. სულ რამდენიმე საათში #DiningforBrussels მედიაში ფართო განხილვის თემად იქცა.

 

ეს იყო პირველი შემთხვევა იმ მძიმე დღეების შემდეგ, როდესაც ბელგიელმა ხალხმა თავისი ქვეყნისთვის ისევ ერთობლივად დაიწყო მოქმედება.

როგორ ებრძვიან კანადელები საკრედიტო ცდუნებას?

ეს დღე ჩვენია! – შესანიშნავი ვიდეო, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წელს ეძღვნება!