როგორც ჩანს, სესხებთან დაკავშირებული პრობლემები მარტო ჩვენს ქვეყანაში არ არის აქტუალური და კანადელებიც შეაწუხა. სწორედ ამიტომ, კანადურმა არასამთავრობო ორგანიზაცია Interac–მა სამაგალითო კამპანია წამოიწყო და ვიდეორგოლიც გადაიღო.
უამრავ ბავშვს ოცნებად აქვს პატარა საყვარელი ლეკვის ყოლა, მშობლებისთვის კი, რა თქმა უნდა, შვილის გახარებაზე უფრო მნიშვნელოვანი არაფერია. თუმცა, როდესაც საკრედიტო ბარათის გამო, ბანკიდან გაუთავებელი წერილები და გაფრთხილებები მოდის, საუკეთესო საჩუქარი ისევ ყულაბაა.
ეს ვიდეოც ერთ პატარა ბიჭზეა, რომელიც ოცნებობს საყვარელ ლეკვზე, თუმცა მშობლებისგან ფინანსური პრობლემების გამო, საჩუქრად ყულაბას იღებს. ბევრი ფიქრის შემდეგ, ბიჭი გადაწყვეტს იშრომოს და თავად შეაგროვოს სანუკვარი ლეკვის საყიდელი თანხა. მიზნის მიღწევის შემდეგ კი გადაწყვეტილება მოულოდნელად იცვლება.