23
Jun
2016

მნიშვნელოვანია, რა ვიცით და არა ის, რას დაგვიძახებენ – როგორ გააშარჟა Saatchi & Saatchi-მ მარკეტერები

23 Jun 2016

კობი
კობი


ფრთიანი ფრაზების მოფიქრება სახალისოა, მაგრამ როდესაც საქმის კეთება გინდათ, ყურადღებით იყავით, მთავარი საქმე უყურადღებოდ არ დაგრჩეთ. “I Am a Storyteller” – ასე ჰქვია ვიდეორგოლს, რომლის ავტორებიც თანამდეროვე მარკეტერების საქმიანობას აშარჟებენ.

სარეკლამო სააგენტო Saatchi & Saatchi-მ კანადის მარკეტინგის ასოციაციისთვის (CMA) იუმორისტული სარეკლამო რგოლი გადაიღო. მისი მთავარი გმირი კრეატიული დირექტორი ჯონ რობერტსია, რომელიც ონლაინ რეზიუმეების სოციალურ ქსელში საკუთარი თავის ხატოვნად და მაქსიმალურად შთამბეჭდავად წარმოჩენას ცდილობს. ჯონს დღის მანძილზე, სხვადასხვა საქმიანობის პარალელურად, თავში უამრავი ფრაზა უტრიალებს, ის კი ცდილობს მისთვის საუკეთესო დახასიათება ჩამოაყალიბოს.

 

 

რეკლამის ავტორები ცდილობენ დაგვანახონ, თუ რამდენ დროს უთმობენ მარკეტინგის სფეროს წარმომადგენლები ამა თუ იმ სათაურისა და დასახელების მოფიქრებას.

CMA-ი კომპანიებს ბევრი ფიქრის ნაცვლად, რეალური ნაბიჯების გადადგმას სთავაზობს. კანადის მარკეტინგის ასოციაციის მთავარი გზავნილი კი ასეთია: მნიშვნელოვანია ის, თუ რა ვიცით და არა ის, რას დაგვიძახებენ. ისინი კომპანიებს მათი საქმიანობის შესწავლის შემდეგ, საჭირო კავშირების პოვნაში დახმარებას ჰპირდებიან, რითაც თანამედროვე ბიზნეს გარემოში წარმატებისკენ გაუკვალავენ გზას.

თუ დროის ფუჭად დაკარგვა გენანებათ, თამამად შეგიძლიათ თქვენი ბიზნესი კანადურ ასოციაციას ანდოთ.

განხილვა