in

როგორ გაჩნდა დედამიწაზე წყალი?

როგორ წარმოიშვა სიცოცხლე დედამიწაზე? — მეცნიერებმა, შესაძლოა, ამ კითხვაზე პასუხი საბოლოოდ იპოვეს. მეტიც, ახალი კვლევა, დიდი ალბათობით, მთვარის ასაკზე ჩვენს შეხედულებებს შეცვლის…

M2
M2

ათწლეულების განმავლობაში ფიქრობდნენ, რომ დედამიწა წყალს ასტეროიდებისგან ან მთვარის წარმოქმნამდე, შეჯახების შედეგად იღებდა, მაგრამ მთვარის ქანების დათვალიერებით მეცნიერებმა სხვა რამ აღმოაჩინეს.

ახალი კვლევის თანახმად, წყლის სიმრავლე დედამიწაზე თავიდანვე არსებობდა, ან წარსულში H2O-ს მქონე ობიექტის მიერ იყო წარმოქმნილი.

უძველესი აპოკალიფსური ზემოქმედების გამოკვლევა

სამეცნიერო ფაქტია, რომ დედამიწა-მთვარის სისტემა წარმოიქმნა მზის სისტემის ადრეულ დღეებში ორ უზარმაზარ სხეულს შორის შეჯახების შედეგად. ამიტომაა, რომ მთვარის ისტორია პირდაპირ დაკავშირებულია დედამიწასთან. თუმცა, დედამიწისგან განსხვავებით, მთვარეზე არ ხდება ფილების ტექტონიკა და ამინდის ცვალებადობა. ეს კი ნიშნავს, რომ მზის სისტემაში უძველესი მოვლენების მინიშნებები არ წაშლილა.  მთვარესა და დედამიწას შორის განსხვავება სიმშრალეშიცაა. რა თქმა უნდა, მთვარე უფრო მშრალია. თუმცა საერთო ჯამში მიიჩნევა, რომ დედამიწა-მთვარის სისტემას წყლის ნაკლებობა გააჩნია და ეს ამ ორი ციური სხეულის წარმოშობასთან უნდა იყოს დაკავშირებული.

ლოურენს ლივერმორის ეროვნული ლაბორატორიის მკვლევართა ჯგუფის მიერ მთვარის ქანების იზოტროპული შემადგენლობის გამოკვლევამ ცხადყო, რომ უძველესი ზემოქმედების მქონე სხეულები აქროლად ელემენტებს ნაკლებად შეიცავდა. ამ აღმოჩენამ მკვლევრებს საშუალება მისცა, Rb-ის დონე დაედგინათ — ინდიკატორი იმისა, თუ რამდენი წყალია დედამიწა-მთვარის სისტემაში. შედეგები იმდენად დაბალი იყო, რომ მთვარის ფორმირების შეჯახებაში მონაწილე სხეულები, დიდი ალბათობით, უკვე მშრალი დასაწყისიდან უნდა იყოს წარმოშობილი.

დედამიწა, ალბათ, წყლით “დაიბადა”, მთვარე კი გაცილებით ახალგაზრდაა

დედამიწა ან იმ წყლით დაიბადა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ან დაგვეჯახა რაღაც, რაც სრულად H2O-ს შეიცავდა. კონკრეტული კვლევით, წყლის შესაძლო წყაროდ მეტეორიტებისა თუ ასტეროიდების დაჯახება გამოირიცხა, რაც პირველ ვარიანტს ამყარებს. 

კვლევის თანახმად, ორი დიდი სხეული, რომელთა დაჯახების შედეგად მთვარე ჩამოყალიბდა, მზის შიდა სისტემიდან უნდა იყოს. ეს ნიშნავს, რომ აპოკალიფსური ზემოქმედება 4.45 მილიარდ წელზე მეტი ხნის წინ ვერ მოხდებოდა, რაც მთვარის ასაკს არსებითად ამცირებს.

ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ გავხდით საქართველოში ყველაზე მიმზიდველი ადამიანები, ვარჯიშისა და დიეტის გარეშე

Kraken-მა და Alma-მ დაკარგული შინაური ცხოველები სახლში დააბრუნეს