in ,

როგორ გადაარჩინეს M&M’s მხიარულმა სარეკლამო პერსონაჟებმა

21 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც BBDO-ს კრეატიულმა დირექტორმა M&M’s-ს სარეკლამო კამპანიისთვის ფერადი პერსონაჟები შესთავაზა. მთელი ამ ხნის მანძილზე, პერსონაჟები უცვლელია სწორედ მათი თავბრუდამხვევი პოპულარობის გამო.

ფერადი  შოკოლადის ბურთულების რეცეპტი ფორესტ მარსმა 1940 წელს დააპატენტა. როგორც ამბობენ, ანალოგიურ შოკოლადის ბურთულებს ესპანელები სამოქალაქო ომის დროს ამზადებდნენ და ჯარისკაცებს ურიგებდნენ, რადგან ბურთულები სპეციალური გარსით იყო დაფარული და ხელში არ დნებოდა.

 

 

ისტორია მეორე მსოლფიო ომის დროს განმეორდა. M&M’s-მა, სპეციალურად ჯარისკაცებისთვის, მუყაოს ცილინდრში შეფუთული შოკოლადის გამოშვება დაიწყო. ომის დამთავრების შემდეგ, მუყაო გაქრა და შეფუთვამ დღევანდელი სახე მიიღო.

სლოგანი “დნება პირში და არა ხელში” 1960 წელს გამოჩნდა. ბრენდმა გაყიდვების მაღალი დინამიკა 1995 წლამდე შინარჩუნა. 1995 წლიდან შოკოლადის ბურთულების  პოპულარობა დაეცა.

ბრენდმა გადასარჩენად ისევ BBDO-ს მიმართა. სარეკლამო სააგენტომ M&M’s-ის პერსონაჟებისგან  “კომედიური ანსამბლი” შექმნა.

BBDO-ს კიდევ ერთი იდეა ჰქონდა, რომელზეც ბიუჯეტის გამო თავი შეიკავა. სააგენტოს სარეკლამო რგოლში ცნობადი სახეების ჩართვა სურდა. ბიუჯეტის სიმცირის გამო, მხოლოდ ერთი სარეკლამო რგოლი შეიქმნა. სამაგიეროდ, თავად M&M’s-ის პერსონაჟები გახდნენ ცნობადი სახეები.

 

https://www.youtube.com/watch?v=Ja3_Nr24CII

https://www.youtube.com/watch?v=YyYL9yMYAgw

ჯეისონ სტეტჰემი ქალის იმიჯით

“Altersocks” – მოსაწყენი წინდების მხიარული ალტერნატივა