მინერალური წყლის მწარმოებელ კომპანია Evian-ს ახალი კამპანია აქვს. პოსტერებსა და სარეკლამო ვიდეორგოლში, რომელზეც სააგენტო BETC Paris-მა იმუშავა, პატარა ბავშვებმა დიდი ადამიანების ფორმები მოირგეს, მათ შორის, ისეთი ცნობილი სპორტსმენების, როგორიც მაგალითად, ჩოგბურთელი მედისონ ქეი, მარია შარაპოვა და ლუკას პულიეა. როდესაც პატარა ხარ, მართალია, ყველაფერი ყოველთვის ძალიან დიდი, მაგრამ საინტერესო და მიმზიდველია ხოლმე. სწორედ ამიტომ ნატრობენ ყოველდღიური ცხოვრებით გადაღლილი უფროსები ბავშვობის იმ წლებში დაბრუნებას, სადაც ყველაფერი ასეთი მარტივი და მოულოდნელია. Evian-ის მინერალური წყალი კი თავისი საოცარი შემადგენლობით მსგავს შესაძლებლობას სთავაზობს მომხმარებელს.
განხილვა