in

როგორ გადავწყვიტო, თუ CRM-ის დანერგვა მინდა?

არსებობენ სისტემური ადამიანები, რომლებიც ყველაფერში სისტემურობას ეძებენ. მათთვის მოვლენებს შორის კავშირების გაბმა და თუნდაც დაბალი ალბათობის მქონე გამოწვევებისთვის მზადყოფნა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ყველაფრისგან სისტემის შექმნას ცდილობენ – რადგან ეს მათთვის ერთგვარი „თერაპიაა“.

არასისტემურ ადამიანთა უმეტესობისთვის კი მოვლენების ნახაზებად გარდაქმნა და ციფრებში პასუხების ძებნა დამღლელი უფროა, ვიდრე დამამშვიდებელი – მათი ტვინი სხვანაირად არის მოწყობილი და სხვა ფორმატში ცდილობენ პასუხების ძიებას. არასისტემურებში ორი საინტერესო ჯგუფის გამოყოფა შეიძლება:

  1. დაღლილები – უზარმაზარი ექსელის ფაილებით, რომელიც პირდაპირი გაგებით მონაცემთა სასაფლაოა.
  2. პრაგმატულები – არ ეხალისებათ CRM-ის დანერგვა, მაგრამ თავიდანვე შემოდიან ინიციატივით, რადგან იციან, რომ საჭიროა და საქმეს ჭირდება.

რომელ ტიპსაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს, თუ ექსელში 500 ჩანაწერის (row) ნიშნულს გადაცდით, მაშინ უკვე დროა პროგრამულ უზრუნველყოფაზე იფიქროთ, სანამ თქვენი ექსელიც მონაცემთა სასაფლაოდ გადაქცეულა.

2017 წელს წავაწყდი საინტერესო სტატისტიკას, რომ CRM სისტემის დანერგვის 65% წარუმატებელია. ამის მიზეზად ყველაზე დიდი წილი არაპროფესიონალიზმზე მოდიოდა. ეს თითქოს ერთი პროგრამული უზრუნველყოფა ბიზნესის იმდენ ნაწილს ეხება დამნერგავის მრავალმხრივ კომპეტენციას საჭიროებს.

CRM-ის დანერგვისას, ტექნიკურ დავალებასთან ერთად, უნდა გაიწეროს კომპანიის ფასეულობებზე დაფუძნებული მიზნები, რომელიც შეეხება როგორც თანამშრომლებს, ასევე მომხმარებლებს.

თქვენ მოგიწევთ 3 ფრონტზე ბრძოლა: ტექნიკური ნაწილთან, თანამშრომლებთან და მონაცემთა ბაზასთან. სამივე ფრონტი პროდუქტიულობის გაზრდას და ამრიგად – მომხმარებელთა კმაყოფილების და გაყიდვების ზრდას უნდა ემსახურებოდეს.

ყველაზე არაკომფორტული თანამშრომლებთან ბრძოლა იქნება. რთულია Excel-ში და ფურცლებში მუშაობას მიჩვეული ადამიანი გადააჩვიოთ. იქნება შემთხვევები, როდესაც ტექნიკურ ნაწილში გაიჭედებით და ყველაფერი ისე არ გამოვა, როგორც თქვენ გინდოდათ.

3-თვიან პერიოდში თქვენ შეგიძლიათ შექმნათ სისტემა, რომელიც გრძელვადიან პერიოდში გამარჯვებაშ დაგეხმარებათ და უამრავ ფასეულობას შეგმატებთ, რაზეც ბევრი საუბარი შეიძლება.

რა უნდა გაითვალისწინოთ: 

  1. არ შეიქმნათ ილუზიები, რომ თავიდანვე იდეალურ ვერსიას მიიღებთ.
  2. თითქმის შეუძლებელია თავიდანვე ყველა ტექნიკური დავალების ჩამოწერა, რადგან გზადაგზა ბევრი რამ გადაკეთდება და ახალი იდეებიც მოგივათ. ამიტომ ბიუჯეტი მეტობით გაითვალისწინეთ.
  3. ნუ შექმნით ხისტ სისტემას, რომელიც მხოლოდ „მათემატიკურ პრობლემებს“ აგვარებს, არამედ შექმენით ორგანიზმი, რომელიც ბრენდის ხასიათით მომხმარებლებს და თანამშრომლებს ესაუბრება.
  4. თუ რამოდენიმე თვე გავიდა და სისტემაში არაფერი შეგიცვლიათ, დაფიქრდით, იქნებ ცუდად აკვირდებით, ან არ გყოფნით კომპეტენცია, რომ დაინახოთ.

რა არ უნდა გააკეთოთ არავითარ შემთხვევაში?

  1. არ დანერგოთ დამოუკიდებლად, გამოცდილი ადამიანების გარეშე.
  2. არ გაცვალოთ თანამშრომლების კომფორტი სისტემაში ინფორმაციის სრულყოფილად შეყვანაში.

 

გიორგი კორძახია – CRM.ge

„ეკონომიკას ვერ ავხსნი“ – კითხვები და ბავშვები ეროვნული ბანკის კამპანიაში – I ნაწილი

ნახეთ: 2021 წლის ირმის ნახტომის ფოტოგრაფიის კონკურსის გამარჯვებულები