in

როგორ გადავლახოთ “ზუმის დაღლილობა”?

ხშირი ონლაინ შეხვედრების დროს ადამიანს გადაწვის, სტრესის და ერთფეროვნების შეგრძნება უჩნდება

პანდემიურმა პირობებმა ადამიანთა უმეტესობა მონიტორებს მიაჯაჭვა. სამსახურებმა ონლაინ შეხვედრის პლატფორმებში გადაინაცვლა, როგორიცაა მაგალითად, Zoom და Google Hangouts. თანამშრომლებთან ფიზიკური შეხვედრა კი უბრალოდ დიდ იშვიათობად იქცა. ამდენმა ვიდეოკონფერენციამ ე. წ. ეპიდემიური “ზუმის დაღლილობა” გამოიწვია.

pasha-statiebi
pasha-statiebi

სტენფორდის მკვლევრების მიერ ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, “ზუმის დაღლილობას” გარკვეულ მანძილზე კავშირების შენარჩუნების დაძაბულობა იწვევს. აქედან გამომდინარე კი, ადამიანს გადაწვის, სტრესის და ერთფეროვნების შეგრძნება უჩნდება. თუმცა, ნუ იდარდებთ, ამ მდგომარეობის შესამსუბუქებლად რამდენიმე გზა არსებობს.

მაინც, რა არის ზუმის დაღლილობა? 

გაითვალისწინეთ, ეს არ ეხება მხოლოდ ზუმის აპლიკაციას. ტერმინთან დაკავშირებით კომპანიის თანამშრომლებიც ჩივიან, რადგან როგორც ჩანს, ის დიდ ზიანს აყენებს მათ მარკეტინგს. საკითხი ეხება ვიდეო კონფერენციების ყველა სერვისს. ყოველი მათგანი აღძრავს დაღლილობის შეგრძნებას. ბრაუზერში სხვადასხვა შეხვედრებისთვის განკუთვნილი უამრავი ფანჯარა და ეკრანთან მჯდომარე პოზიციაში გატარებული დიდი დრო დეპრესიის განვითარების შანსებს ზრდის.

რა იწვევს მას?

ჯერემი ბეილენსონის კვლევამ ოთხი ძირითადი მიზეზი გამოყო, თუ რატომ იწვევს ვიდეოკონფერენციები გონებრივ გადაღლას:

თვალებით ინტენსიური კონტაქტი მოსაბეზრებელია. როდესაც ვიდეოთვალი გამორთული გაქვთ, თქვენი თანამშრომლები ყურადღების ნაკლებობას გრძნობენ. თვალის კონტაქტის დამყარების დროს კი ისინი თვლიან, რომ საკმარის ყურადღებას იღებენ.

ვიდეო შეხვედრების დროს საკუთარი თავის ყურება დამღლელია. როდესაც ამას აკეთებთ, შფოთვა მატულობს. პანდემიის პირობებში ისედაც საკმარისი სტრესი გვაქვს. დამატებით რატომ უნდა ვიღელვოთ იმაზე, თუ როგორ გამოვიყურებით კოლეგების თვალში?

ვიდეო შეხვედრები ნიშნავს, რომ ჩვენ ნაკლებს ვმოძრაობთ. როდესაც კომპიუტერის ეკრანს ხართ მიჯაჭვული, ერთი შეხვედრიდან მეორე შეხვედრაზე ერთვებით, საგრძნობლად მცირდება თქვენი მოძრაობა, რაც უარყოფითად მოქმედებს გონებრივ კეთილდღეობაზე. ოფისში ყოფნის დროს კი შესაძლოა, ერთი კაბინეტიდან მეორეში, ერთი სართულიდან მეორეზე მოგიწიოთ გადანაცვლება.

არავერბალური მინიშნებების გაგება უფრო რთულია. ასეთი რეპლიკებისა და მინიშნებების ვერ გარკვევა სტრესის დონეს ზრდის. ამან შესაძლოა, ე. წ. “შემეცნებითი გადატვირთვა” გამოიწვიოს.

როგორ დავაღწიოთ თავი ზუმის გადაღლას?

თვალის კონტაქტისთვის: მკვლევარი ჯერემი ბეილენსონი გირჩევთ, ვიდეო შეხვედრის დროს არ გამოიყენოთ მთლიანი ეკრანის პარამეტრი. ამ გზით თქვენ თვალის კონტაქტსაც დაამყარებთ და ამასთან ერთად, არ შეგაწუხებთ მათი მცირე გამოსახულებები.

საკუთარი თავის აღქმისთვის: ნამდვილად არ არის საჭირო ყოველ შეხვედრაზე კამერის ჩართვა. თუ არაფერი გაქვთ სათქმელი და არაფრის პრეზენტაცია არ გევალებათ, რა საჭიროა კამერის ჩართვა? თუ მაინც კამერის ჩართვას ამჯობინებთ, ჯერემი ბეილენსონი გირჩევთ, პარამეტრები ისე შეცვალოთ, რომ მხოლოდ სხვა ადამიანების გამოსახულებებს ხედავდეთ. ასევე, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა კამერის გამორთვა, ბლუთუზ ყურსასმენის გაკეთება და ოთახიდან ოთახში სიარული.

არავერბალური მინიშნებების გამო შფოთვა: ასეთ დროს უმჯობესია, თუ თქვენი კომპიუტერისგან მოშორებით იქნებით და არ მიაქცევთ ყურადღებას ყველა პატარა მინიშნებასა და მოძრაობას. ასე მხოლოდ საუბარზე იქნებით კონცენტრირებული, ყოველგვარი ქვეტექსტების ძიების გარეშე.



რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?

თურქეთში მიწოდების სერვისისთვის ნახევრად ავტონომიურ რობოტებს იყენებენ