in

როგორ გახადა სწორმა მარკეტინგულმა გზამ MMA სპორტის პოპულარულ სახეობად

Sporti
Sporti

MMA განსაკუთრებით ბოლო წლებში სპორტის ერთ-ერთ ყველაზე მზარდ და პოპულარულ სახეობად ჩამოყალიბდა. ფანების რაოდენობისა და ინტერესის საოცარმა ზრდამ სპორტის ეს სახეობა ახალ სიმაღლეზე აიყვანა. ეს არის ნამდვილი შოუ, რომელსაც ღონისძიებიდან მომდევნო ღონისძიებამდე უკვე მილიონობით ადამიანი ელოდება, მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც. მარკეტინგის სტრატეგია, რომელმაც სპორტის ეს სახეობა ახალ სიმაღლეებზე აიყვანა ნამდვილად საინტერესოა, ის შეიძლება ინსპირაცია გახდეს სპორტის ნებისმიერი სხვა სახეობის ან ბიზნესისთვის, სტრატეგია რომელიც დიდწილად განაპირობებს საქმის წარმატებას.

უფასო კონტენტი

ორგანიზაციამ თავდაპირველად “The Ultimate Fighter” შექმნა. ამ პროექტის მთავარი იდეა ბრძოლის ამ სახეობისთვის მაყურებლის მიერ ყურადღების მიპყრობა იყო. სტრატეგიამ იმუშავა და ეს ერთგვარი გაყიდვების მთავარი მასტიმულირებელი გახდა, უფასო კონტენტი, რომელზეც წვდომა ყველას ქონდა, გულშემატკივარს შანსს აძლევდა თვალი ედევნებინათ საყვარელი მებრძოლებისთვის, ისინი უფრო ახლოს გაეცნოთ, მათი მიმდევრები გამხდარიყვნენ, შემდეგი ეტაპი კი მათ ნამდვილად უბიძგებდათ ფასიანი სერვისის შეძენისკენ, რომელიც მთავარი საბრძოლო ივენთები იყო, სადაც თავს საუკეთესო მებრძოლები იყრიდნენ და ოქტაგონზე ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ.

ძველი მებრძოლები და ნაცნობი სახეები

ორგანიზაცია ამ მეთოდეს უკვე დიდი ხანია მიმართავს. ისინი პროცესში ძველ მებრძოლებს ამატებენ, FOX Sports 1-ზე ისინი ფართოდ არიან წარმოდგენილი. ეს გულშემატკივარს პროცესში უფრო მეტად ჩართულს ხდის, ისინი ცნობენ მებრძოლებს, მათ უსმენენ, ეცნობიან ყველა სიახლეს, მათი გამომწერები ხდებიან და ეს სტრატეგიაც ერთგვარი გარდამავალი ეტაპია ფასიანი პროდუქტის შემდგომ შესაძენად. გაზრდილი და გაღვივებული ინტერესი ის მთავარი მოტივაციაა, რაც ამ პროცესს აზარტულს და საინტერესოს ხდის.

შემდეგ საფეხურზე გადასვლა

მრავალფეროვანი სანახაობა. ბრძოლებში მდედრობითი სქესის წარმომადგენლების ჩართვამ ეს სახეობა უფრო საინტერესო გახადა. ქალებს შორის საჩემპიონო ქამრის შემოღებამ გასართობი ღირებულებების თამასა უფრო ზემოთ აიყვანა. გოგონები აწონვის ეტაპიდან დაწყებული, ბრძოლის შემდეგაც კი საოცარ სანახაობას აჩვენებენ, მათი დაპირისპირებები და ინტრიგები სოციალური მედიის არხებიდან იწყება და შემდეგ ნამდვილ ბრძოლის ველს ემსგავსება.

უდიტორიის ჩართულობა

როდესაც “The Ultimate Fighter” გულშემატკივრის ინტერესების დაკმაყოფილებას იწვევს, ის უფრო და უფრო საინტერესო ხდება. ორგანიზაცია თითოეული მებრძოლის შესახებ ისტორიებს გვიყვება, გულშემატკივარი კი ამ პროცესში შედის და უფრო მეტად ინტერესდება იმით, თუ რა მოხდება შემდეგ. ჩნდება გარკვეული ემოციური ბმა, ადამიანებს უყვართ ემოციური კავშირების აღმოჩენა და შემდეგ მისი უფრო მძაფრად გააზრება. ორგანიზაციის მიერ თითოეული ეპიზოდი შეიძლება განვიხილოთ როგორც გარკვეული წინასწარი ინვესტიცია, რომელიც ბოლოს დიდი შედეგების მომტანი ხდება, ეს პირდაპირ აისახება ფინანსური ასპექტით და ციფრებით.

ბრენდინგი და მებრძოლის დაბრენდვა

ორგანიზაცია თითოეულ მებრძოლს აძლევს საშუალებას საკუთარი თავის ბრენდინგი მოახდინონ, შექმნან გარკვეული ტიპაჟი, ნებისმიერი ელემენტი, დაწყებული ვარცხნილობიდან, დასრულებული ტატუებით, სწორედ ამას ემსახურება. ნებისმიერი მცირედი ინტრიგა, მებრძოლს როგორც ბრენდს უფრო საინტერესოს ხდის, სოციალური მედია ამ ყველაფერში დიდ როლს თამაშობს, სპონსორების უმრავლესობა მებრძოლებამდე მისასვლელად გარკვეულ სირთულეებს გადის, ყველას არ შეუძლია მებრძოლამდე მისვლა, ხოლო ის, ვინც მივა, ფინანსური ინვესტიციის გარდა, ვალდებულია მებრძოლების ბრენდის ზრდაში დიდი როლი ითამაშონ და ამაზე იზრუნონ. თითოეული მებრძოლი იმ ინდუსტრიის დიდი ნაწილია, რომელიც საბოლოო ჯამში მათ განვითარებას ახდენს.

დანა უაითი – UFC-ს პრეზიდენტი, ეს არის ადამიანი რომელიც ამ დიდ ინდუსტრიას საკუთარი ხელით უკვე წლებია აშენებს, ის ამ საქმეს იდეალურად უძღვება, ის დიდი გუნდი რომელიც ყოველწლიურად იზრდება, ახალი სეზონის წინ უფრო ამბიციურ და მაღალ მიზნებს ისახავს, შესაბამისად სპორტი სახეობაც შესამჩნევად ვითარდება. სწორი მარკეტინგი კი ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი ჯაჭვია. 

რას არ გვეუბნება ტვინის ორი ნახევარსფერო ადამიანზე?

AI-ის 5 ტენდენცია, რომელიც ჯანდაცვის სფეროს შეცვლის