in

როგორ შეუძლიათ სასტუმროებს მეტის გამომუშავება თითოეული ჯავშნიდან

*აღნიშნული სტატისტიკა მოწოდებულია Exely საქართველოს – სასტუმროს მართვის სისტემების პროვაიდერის მიერ

პანდემიის შემდგომ პერიოდში საქართველოს სასტუმროებმა მოთხოვნის აღსანიშნავად დიდი ზრდა დაინახეს. თუმცა ისინი კვლავ არ გამოიმუშავებენ იმდენს, რამდენიც რეალურად შეუძლიათ. მე პირადად შევადგინე იმ ფაქტორების სია, რომლებიც არ აძლევს სასტუმროს იმის საშუალებას, რომ გამოიმუშაოს თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმი. ამის დასტურად კი მომყავს სტატისტიკა, რომელიც შევაგროვე ჩვენი სასტუმროების მართვის პროგრამების კომპანიიდან, რომელშიც ვმუშაობ, როგორც მომხმარებელთა წარმატების მენეჯერი.

სასტუმროს წარმომადგენლები უარს ამბობენ დამატებითი შემოსავლის მიღებაზე, რათა აირიდონ თავიდან რისკები

გადაჯავშნის შიშით, სასტუმროს მენეჯერები ერთ ან ორ ოთახს ყოველთვის ვაკანტურად ტოვებენ ხოლმე. ისინი მეტის გამომუშავებას შეძლებენ, თუ ოთახების განაწილებისა და საიტებზე მიწოდების პროცესს ავტომატიზებულს გახდიან. ამ შემთხვევაში, მათ არათუ არ შეეშინდებოდათ გადაჯავშნის, არამედ იმუშავებდნენ კიდეც მასზე.

სასტუმროს წარმომადგენლები თანხმდებიან ე.წ. ოტა არხების შეთავაზებებს და გამოიმუშავებენ იმაზე გაცილებით ნაკლებს, ვიდრე ელოდნენ

დასაჯავშნი პლატფორმები ურჩევენ სასტუმროებს, რომ დააყენონ სხვადასხვა შეთავაზებები, რათა გაზარდონ ჯავშნების რაოდენობა. ეს უკანასკნელნი ასეც იქცევიან, ხშირად ისე, რომ ვერ იაზრებენ, რეალურად რამდენი შეიძლება დაუჯდეთ მსგავსი შეთავაზება. ამგვარად, ნაცვლად ოთახის ღირებულების 82%-ისა, რომელიც, წესით, საკომისიოს გადახდის შემდგომ საშუალოდ უნდა მიიღოს სასტუმრომ სხვადასხვა ოტა არხებისგან, ისინი იღებენ ოთახის ღირებულების დაახლოებით 50%-ამდე, საიდანაც 18-20%-ს იხდიან საკომისიოს გადასახადებში, ხოლო დანარჩენ 30-32%-ს სხვადასხვა შეთავაზებასა და ფასდაკლებებში.

სასტუმროს წარმომადგენლებმა არ იციან, როგორ განახორციელონ ინვესტიცია სასტუმროს ვებსაიტებში ან/და რატომ არის ის საჭირო

საიტების დეველოპერები ხშირ შემთხვევაში დიდ თანხებს ითხოვენ საიტის შემუშავებაში, მართვასა და შემდეგ სიახლეების დამატებაში. ამიტომაც, ნაცვლად იმისა, რომ რეკლამირება გაუწიონ სასტუმროს ვებსაიტს და გაყიდონ საკუთარი ოთახები და სერვისები შუამავლების გარეშე, სასტუმროს წარმომადგენლებს ურჩევნიათ, გადაუხადონ წარმოუდგენლად დიდი საკომისიოები ონლაინგაყიდვების არხებს. არადა, სასტუმროს კარგ ვებსაიტს შეუძლია, დაეხმაროს სასტუმროს, უფრო მეტი კონტროლის მოპოვებაში საკუთარ დატვირთულობაზე, მეტი შემოსავლის მიღებაში, ვინაიდან თითოეული ჯავშანი გაცილებით ნაკლები საკომისიოთი ან საერთოდ საკომისიოს გარეშე იჯავშნება და ასევე ეხმარება სასტუმროს მომხმარებელთა ერთგულებაზე მუშაობაში.

რას ამბობს რიცხვები?

2023 წლის მონაცემებით, საქართველოში ტოპ 3 დაჯავშნის არხი იყო Booking.com, Expedia და Hotelbeds.com, საიდანაც 77% არაპირდაპირი ჯავშნებისა, მოდიოდა Booking.com-ზე. ზოგადად, თუ რაიმე კონკრეტულ გამონაკლისს არ ჩავთვლით, რაც უფრო მაღალია შემოდინება ჯავშნების არხიდან, მით უფრო მაღალია გაუქმების მაჩვენებელიც. ამგვარად, 2023 წელს მომხმარებლებმა გააუქმეს Booking.com-დან გაკეთებული ჯავშნების 33%, Expedia-დან გაკეთებული ჯავშნების 17%, ხოლო Hotelbeds.com-დან გაკეთებული ჯავშნების 19%.

ჯავშნების განაწილება ონლაინჯავშნების არხებსა და სასტუმროს პირად საიტებს შორის 2023 წელს შეადგენდა 91.5%-ს 8.5%-ის წინააღმდეგ, საიდანაც თითქმის 69% არაპირდაპირი ჯავშნებისა, მოდიოდა Booking.com-ზე. თუმცა აღსანიშნავი ისაა, რომ ხსენებული ჯავშნების 8.5% უფრო იაფი უჯდება სასტუმროს და მისი გაუქმების ალბათობაც გაცილებით ნაკლებია. 2023 წლის მონაცემებით, სასტუმროების ვებსაიტებზე ჩაშენებული დასაჯავშნი მოდულით შესრულებული ჯავშნების მხოლოდ 17% გაუქმდა. დამატებით, ეს მოდული საფასურად იღებს ჯავშნის 4% საკომისიოს, ნაცვლად საშუალო 18-20%-ისა, რომელსაც სასტუმროები ე.წ. ოტა არხებს უხდიან.

*აღნიშნული სტატისტიკა მოწოდებულია Exely საქართველოს – სასტუმროს მართვის სისტემების პროვაიდერის მიერ.

როგორ გადავჭრათ ზემოთ მოხსენიებული პრობლემები?

პასუხი, რა თქმა უნდა, ავტომატიზაციაში დევს, თუმცა – სასტუმროს პირობებით! მასპინძლობის სფეროში არსებობენ კომპანიები, რომლებიც უზრუნველყოფენ პროგრამულ უზრუნველყოფას სასტუმროებისთვის და აწვდიან მათ დაჯავშნის მოდულსა და არხების მენეჯერს. თუ სასტუმროს წარმომადგენლების ხელში არსებული ეს ორი ხელსაწყო ერთმანეთთან კავშირშია, სასტუმრო უამრავ დროსა და ენერგიას ზოგავს ონლაინგაყიდვებზე მუშაობისთვის და საშუალება ეძლევა, ყურადღება სხვა საკითხებს დაუთმოს. თან ისე, რომ არ ეშინოდეს გადაჯავშნის.

ჯავშნის მოდულების ჩაშენება ხდება ძირითადად სასტუმროს ვებსაიტებზე. შესაბამისად, მეტი სარგებლის მიღების მიზნით, საჭიროა, რომ სასტუმროს ჰქონდეს სწრაფად ჩატვირთვადი, მომხმარებელზე ორიენტირებული, ადვილად გასაგები და დაჯავშნისკენ მომართული ვებსაიტი. თუმცა ქართულ სასტუმროებს აქვთ შესაძლებლობა, რომ არ დაიქირაონ საიტზე მომუშავე გუნდები და არ ელოდონ საიტების აწყობას თვეების განმავლობაში.

Exely-ში გთავაზობთ არა მხოლოდ უმაღლესი დონის მოდულს ჯავშნებისთვის, არამედ სასტუმროს საიტების აწყობა-განვითარებასაც, რომელიც დაგეხმარებათ საიტზე შემოსული მომხმარებლების სასტუმროს სტუმრებად გადაქცევაში. ჩვენი მომხმარებლებზე ზრუნვის გუნდი კი გეხმარებათ პარამეტრების შერჩევაში და რეგულარულად გაწვდით ინფორმაციებსა და სტატისტიკებს, ასევე, გიზიარებთ წარმატების მაგალითებს სხვა ქვეყნის სასტუმროების გამოცდილებიდან, რათა თქვენ შეძლოთ და შეიმუშაოთ თქვენი პირადი წარმატების ფორმულა პირდაპირი ჯავშნების გაზრდისთვის.

ლევან ლეშკაშელი, მომხმარებელთა წარმატების მენეჯერი Exely საქართველო-ში.

[პარტნიორის კონტენტი]

განახლებული სმარტის პირველი კამპანია – Smart Market & cafe

ფასდაკლებას + საქართველო-პორტუგალიის მატჩის ტური – „კომფორტერის” შეთავაზება