ღვთისმშობლის ტაძრის 2019 წლის 15 აპრილის დამანგრეველი ხანძრიდან თითქმის სამი წელი გავიდა. ზარალის დათვლა და ტაძრის აღდგენა მალევე დაიწყეს. დღეს კი National Geographic ნოტრ-დამის აღდგენითი სამუშაოებიდან უახლეს კადრებს გვიზიარებს.
სავარაუდოდ, არ შეიცვლება დაზიანებული 460-ტონიანი სახურავი. არქიტექტორები, ინჟინრები და სხვა ექსპერტები არსებული სახურავის აღსადგენად საჭირო ინსტრუმენტებს გამოიყენებენ და ხის ჩარჩოს შეაკეთებენ. ეს გეგმა ეჟენ ვიოლე-ლე-დუკის მიმართ გამოხატავს პატივისცემას — 1831 წლის აჯანყებისა და ხანძრის შემდეგ შესრულებული 20-წლიან რესტავრაციისთვის.

ჟურნალისტი რობერტ კუნციგი ტაძრის მშენებლობის შესახებ ჩანაწერებს აკეთებს. მისი თქმით, „ეს არ არის მხოლოდ შენობა. ეს პარიზის რეალობის ქსოვილის ნაწილია“. იმავე მიზნით მუშაობს ფოტოგრაფი ტომას ვან ჰაუტრივი. ფოტოების შესაქმნელად, მან კამერა, მინის ფირფიტები და პორტატიული ბნელი ოთახი გამოიყენა.
ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენითი სამუშაოები, სავარაუდოდ, 2024 წელს დასრულდება.













