სამწუხაროდ, გადაღლილი ყოველდღიური სამუშაოსა და სტრესული რეჟიმის გამო, ადამიანები უძილობას არათუ სერიოზულად არ აღიქვამენ, არამედ დიდად ყურადღებასაც კი არ აქცევენ. საბოლოო ჯამში, ამ უყურადღებობას ისეთ რთულ შედეგებამდე მივყავართ, რაც ადამიანის ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობის სერიოზულ გაუარესებას გულისხმობს. ორგანიზაცია Circadin-მა, რომელიც ადამიანების ჯანსაღ ძილზე ზრუნავს, ამ სერიოზულ პრობლემასთან დაკავშირებით, საკმაოდ ეფექტური პრინტ კამპანია შექმნა, რომელიც შინაარსობრივადაც და ვიზუალურადაც ძალიან კარგად ასახავს უძილობის შედეგებს. პოსტერების შექმნაზე სააგენტო Life Healthcare-მა იმუშავა.

















