in

როგორ გამოიყურება უკრაინის ყოველდღიურობა ომის კრიზისში?

მიუხედავად იმისა, რომ ბევრისთვის უკრაინა შორეული ქვეყანაა და იქ მიმდინარე ომსაც შორიდან ადევნებს თვალს, ჩვენ მაინც ერთმანეთთან ვართ დაკავშირებულნი და ამის შეხსენება ბევრნაირადაა შესაძლებელი. ფოტოგრაფები, რომლებიც რეალურ დროში აღბეჭდავენ იმას, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ერთი მხრივ, დიდ საქმეს აკეთებენ ამბის გადმოსაცემად, მეორე მხრივ, კი რუსული დეზინფორმაციისთვის ხელის შესაშლელად.

BOG
BOG

წარმოგიდგენთ ფოტოგალერეას, რომელიც ნათლად ასახავს უკრაინის მდგომარეობას 24 თებერვლიდან, ანუ ომის დაწყების პირველი დღიდან. ამ კოლექციის დათვალიერებისას ადამიანს გააოცებს ის, რომ მთელი საზოგადოებაა ჩართული ომში ერთმანეთის დასახმარებლად. ქალი იქნება, ბავშვი თუ მოხუცი, ყველა ყველას ეხმარება, როცა საჭიროება დგება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ადამიანმა დატოვა უკრაინა, უფრო მეტი ნაწილი სამშობლოში რჩება და ცდილობს, არ აყვეს პანიკას, როცა ბომბები ცვივა, როცა მაღაზიის თაროები დაცარიელებულია და როცა თავშესაფრებში უწევთ ღამეების თენება.

კიევი, უკრაინა, მეტროსადგური
კიევი, სკოლის თავშესაფარი
კიევი, ადამიანები თავშესაფარში
კიევი, დაცარიელებული მაღაზია
ხარკოვი, უკრაინა
ხარკოვი, უკრაინა
ხარკოვი, უკრაინა
უჟგოროდი, უკრაინა
მოლოტოვის კოქტეილების მზადება
დამცავი ბადეების ქსოვა ჯარისკაცებისთვის, უკრაინა

 

უკრაინული კომპანიის წერილი მარკეტერს, პირდაპირ თავდაცვითი ბუნკერიდან

,,ევექსი კლინიკები“ EKIMO-ს ინიციატივას უერთდება და უკრაინაში მყოფ მოსახლეობას უფასო სამედიცინო მომსახურებას გაუწევს