in ,

როგორ გამოიყურებოდა ბეჭდური რეკლამა გასულ საუკუნეში?

ამბობენ, რეკლამა საზოგადოებასთან ერთად ვითარდება და იცვლებაო: ის რაც, რამდენიმე წლის წინ აქტუალური იყო, ახლა შეიძლება სულ უმნიშვნელო აღმოჩნდეს. რა იქნება, უფრო უკან რომ გავიხედოთ?

100 წლის წინანდელმა რეკლამამ ახლანდელი მომხმარებელი შეიძლება სერიოზულად გააოგნოს. დღევანდელი გადასახედიდან, ძველი რეკლამები ყველანაირ ადამიანურ უფლებებს არღვევდა, ატარებდა  რასისტული შინაარს და ხანდახან ჯანმრთელობისთვისაც კი იყო სახიფათო.

1924 წელს კოსმეტიკურმა კომპანია Palmolive–მა გამოუშვა საპნის რეკლამა, რომელიც ხმამაღლა აცხადებდა, რომ ქალებისთვის უფრო მნიშვნელოვანი მათი ვიზუალური მხარე იყო, ვიდრე ინტელექტუალური. სარეკლამო პოსტერზე, დიდად ეწერა: მამაკაცების უმეტესობა კითხულობს, “ლამაზია?” და არა “ჭკვიანია?”.

კიდევ უფრო უკან რომ წავიდეთ:

ჩვენს დროში ქალისთვის დაბადების დღეზე საოჯახო ტექნიკის, მაგალითად, მტვერსასრუტის ან მიქსერის ჩუქება ცოტა არ იყოს, უცხოა. თუმცა აღმოჩნდა, რომ ძველ დროში ეს არა თუ მიღებული, არამედ პატივისცემის გამოხატვის ნიშანიც კი იყო.  ამის კარგი მაგალითია, ტექნიკის ამერიკული კომპანიის სარეკლამო პოსტერი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ქალისთვის ამაზე უკეთესი საჩუქარი არ არსებობს.

ამერიკაში რასიზმი საკმაოდ აქტუალური თემა იყო, მონობის გაუქმების შემდეგაც კი, რასაც ძალიან ბევრი რეკლამა მოწმობს. მაგალითად, საპნის მწარმოებელი ფირმა Pears–ი, რომლის პოსტერი ხმამაღლა აცხადებდა: “თეთრი ადამიანები არ არიან შავები, რადგან დაბანის დროს იყენებენ Pears–ის საპონს”.

აი, კიდევ ერთი საპნის მწარმოებელი კომპანიის პოსტერი, რომელიც ისევ რასიზმს ეხება. თეთრი გოგონა ეკითხება ფერადკანიან ბავშვს: “რატომ არ გბანს შენი დედიკო FAIRY–ის საპნით?”

მწარე რასისტულ რეკლამებს აშკარად ბოლო არ უჩანდა. კიდევ ერთი ასეთი პოსტერი, სადაც პატარა ფერადკანიანი ბიჭი მდიდარ თეთრ ქალბატონს ემსახურება, Jell-O–ს, ტკბილი დესერტების მწარმოებელ, კომპანიას ეკუთვნის.

1950 წელს გაზიანი სასმელების მწარმოებელმა 7–UP–მა დედებს შესთავაზა მათი ჩვილი ბავშვებისთვის რძის მაგივრად გაზიანი სასმელები მიეცათ.

მსგავსი ინიციატივით გამოვიდა Coca-Cola–ს პოსტერიც: “ცხოვრების უკეთ დასაწყებად, ადრევე დაიწყეთ Cola-ს დალევა”.

არ დაიჯერებთ, მაგრამ მცირეწლოვან ბავშვებს არამარტო გაზიანი სასმელების, არამედ, სიგარეტის რეკლამისთვისაც იყენებდნენ. Marlboro, Camel და L&M ამტკიცებდნენ, რომ მათი სიგარეტები უვნებელი იყო იმ ბავშვებისთვისაც, რომლებსაც მწეველი მშობლები ყავდათ.

1940 წელს Camel–მა წარმოუდგენელი ნაბიჯი გადადგა. კომპანიამ გადაწყვიტა მომხმარებლის ნდობით ესარგებლა და პოსტერზე ექიმი სიგარეტით დახატა: “ექიმები, რომლებიც ეწევიან Camel–ს უკეთესები არიან, ვიდრე ისინი, ვინც სხვა სიგარეტის მომხმარებლები არიან”

დააზღვიე შენი თამამი ოცნებები – ამერიკული ვერსია

აი, ის მომენტი, როდესაც საყვარელი ფეხბურთელი გაღვიძებს – ვიდეორგოლი MAN-ისგან