in

როგორ გამოვიყენოთ AI სწორად? — 5 გზა

ხელოვნურმა ინტელექტმა ინდუსტრია წნეხის ქვეშ მოაქცია… ვიზუალური კონტენტის დიდი ოდენობით წარმოებას ითხოვს ისე, რომ არც ხარისხი დათმოს და არც ავთენტურობა. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ცვლილება ერთდროულად შესაძლებლობებსაც აჩენს და კითხვებსაც, მათ შორის, როგორ დავაბალანსოთ ტექნოლოგიები და ადამიანური ხედვა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, როგორ გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი სწორად? ქვემოთ ამ კითხვაზე გიპასუხებთ:

1. გამოიყენეთ ავტომატიზაცია გონივრულად

AI-ის ძალა რუტინულ საქმეებში კარგად გამოჩნდა — უახლესი კვლევის თანახმად, მარკეტერების 43% განმეორებით საქმეებს ხელოვნურ ინტელექტს ავალებს. მაგალითისთვის, პროდუქტის ფონიდან რაღაც ობიექტის ამოშლას თუ დაუსახავთ მიზნად, დრო სხვა მნიშვნელოვანი ამოცანებისთვის გამოგითავისუფლდებათ, თუნდაც, ეს ნარატივი იყოს, რომლითაც აუდიტორიის საჭიროებებს ასახავთ. ამასთან, კამპანიის მიზნებსა თუ ბრენდის ღირებულებებზე კონცენტრირების საშუალებასაც მოგცემთ. Gartner კი გვეუბნება, რომ 2028 წლისთვის ყოველდღიური გადაწყვეტილებების 15%-ს AI აგენტები მიიღებს.

2. შეინარჩუნეთ შემოქმედებითობა

ავტომატიზაცია კი ძალიან გვეხმარება, მაგრამ შემოქმედებითი გუნდის ჩამნაცვლებლად ნამდვილად ვერ გამოდგება. რჩეულ AI ხელსაწყოებსაც სჭირდება შედეგის დასადასტურებლად ადამიანების გადახედვა — როცა მარკეტერების 73% ამბობს, რომ AI მნიშვნელოვან როლს თამაშობს პერსონალიზებულ მომხმარებელთა გამოცდილებების შექმნაში, სწორედ შემოქმედებითი გონებაა ის, რაც მიღებული შედეგების დახვეწას სჭირდება, რათა იგი საბოლოოდ მომხმარებლებისთვის რეზონანსული გახდეს. 

3. შეუსაბამეთ ბრენდის იდენტობას

ბრენდის წარმატების გასაღები თანმიმდევრულობაშია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვიზუალები სხვადასხვა არხზე გვხვდება. AI-ით ობიექტების ამოშლა თუ ფონების ჩანაცვლება გუნდებს ხედვის შენარჩუნებაში ეხმარება ისე, რომ ფოტოშოფები არ დასჭირდეთ.

თუმცა, თითოეული პროდუქტისა თუ ობიექტის რედაქტირებისას, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ყოველი სურათი ერთ ვიზუალურ ენას უნდა ასახავდეს, მაშინაც კი, როცა გარემო იცვლება. შეგიძლიათ, AI ხელსაწყოები კონკრეტული ბრენდის გაიდლაინებსა და ტონზე გაწვრთნათ, რათა ყოველთვის ისეთი ვიზუალები შემოგთავაზოთ, რომლებიც თქვენს ბრენდს შეესაბამება. 

4. გამოიყენეთ AI პასუხისმგებლობიანად

მარკეტერებს იმგვარი AI შედეგები სურთ, რომლებიც მონაცემთა გამჭვირვალე პრაქტიკას, ინტელექტუალური საკუთრებისა დაცვასა და ეთიკურ სტანდარტებს ითვალისწინებს — აღნიშნული საკითხები ბრენდის ნდობისთვისაა უმნიშვნელოვანესი. 

ამგვარად, ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლობიანად გამოყენება გულისხმობს იმას, რომ ბრენდის რეპუტაციას პირველ ადგილზე აყენებთ და შემდგომში თავდაჯერებასაც გაძლევთ, კვლავ მიმართოთ ტექნოლოგიებს. შესაბამისად, რისკებზე ფიქრის ნაცვლად, სარგებელზე ფოკუსირდებით, მეტ დროს უთმობთ იდეების გენერირებას, ბრენდის სთორითელინგსა და მომხმარებელზე ორიენტირებულ ინოვაციებს. 

5. აქციეთ AI დამხმარე ხელსაწყოდ

AI შემოქმედებით საქმეში კი არ დაგჩრდილავთ, არამედ დაგეხმარებათ და რუტინულ საქმეს აგარიდებთ თავიდან. ხოლო საუკეთესო შედეგს მაშინ მიაღწევთ, როცა ადამიანურ ინსაითებს ალგორითმების ეფექტურობას შეუსაბამებთ. AI პარტნიორია, გზა, იყოთ მეტად მოქნილი გარემოში, რომელიც მუდმივ ცვლილებებს ითხოვს და არც ხარისხის დათმობას აპირებს. 

ამგვარად, დიზაინის მომავალი სინერგიაშია — შემოქმედებითობას აყვავების საშუალება უნდა მისცეთ ისე, რომ ხელოვნური ინტელექტის სიზუსტითა და სისწრაფითაც ისარგებლოთ. 

The Second Annual Women’s Month to Take Place at Tsinandali Estate and Radisson Collection Hotel – Supported by SOLO

Skoda-მ ახალი მანქანისთვის შთაგონება ციყვებსა და ენოტებში იპოვა