in

როგორ შევქმნათ ემოჯების კომბინაცია?

ემოჯი შესანიშნავი გზაა აზრების ან განწყობის ვიზუალურად გამოსახატად და იმდენად ორგანულადაც იქცა თანამედროვე კომუნიკაციაში, რომ მის გარეშე გაგზავნილი მესიჯები ავტომატურად „სიცივესთან“ ასოცირდება ხოლმე. უბრალოდ, ზოგჯერ ზუსტ შესატყვისს ვერ ვპოულობთ ამ მრავალფეროვან სიმბოლოებში — მაინც რაღაც სხვა გვინდა… ამისათვის Google-მა დიდი ხნის წინ მოიფიქრა შესანიშნავი იდეა, რომელიც ორი ემოჯის შერწყმას უკავშირდება. ეს არის ზუსტად ის კონცეფცია, რომელსაც პროექტი Emoji Kitchen დაეფუძნა.

მართალია, აქამდე მხოლოდ გუგლის Gboard-ზე იყო ხელმისაწვდომი, მაგრამ ახლა ვებსა და აიფონზეც კი დაემატა. ეს გაფართოება მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სხვადასხვა ემოჯის ერთ სტიკერში გაერთიანების სახალისო ფუნქციით ისარგებლონ.

დესკტოპ ბრაუზერის ვერსიაში ამისათვის საჭიროა, გუგლში უბრალოდ Emoji Kitchen მოძებნოთ და პირველივე ველში გამოჩნდება ემოჯების „მომზადების“ ფუნქცია. შემდეგ კი მარჯვენა კუთხეში მისი დაკოპირების ნიშნული გამოჩნდება —სასურველი ემოჯი შეგიძლიათ, ამოჭრილი გამოსახულებების ველში შეინახოთ, ანუ დააკოპიროთ, როგორც თეთრი ფონის მქონე PNG ფაილი და ის ტექსტში, დოკუმენტში ან სხვაგან ჩასვათ.

Emoji Kitchen-ის ვებ ვერსიას Google Search-ში გამარტივებული დიზაინი აქვს, რაც გაძლევთ შესაძლებლობას, შექმნათ შემთხვევითი კომბინაციები ან თავადვე აირჩიოთ კონკრეტული გამოსახულება. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ გუგლის საძიებო სისტემაში ხელმისაწვდომი ემოჯების სია შედარებით მოკლეა, ვიდრე ანდროიდის კლავიატურის შემთხვევაში. თუმცა, როგორც კომპანია აღნიშნავს, ფუნქცია კვლავ განვითარების ფაზაშია და შესაძლოა, მალე ვებ ვერსიაშიც სრულყოფილი ჩამონათვალი ვიხილოთ.

iMessage-ის გამოყენების დროსაც სტიკერი .PNG ფორმატს შეინარჩუნებს.

ჰაბლის ტელესკოპმა 11 მილიარდი წლის გალაქტიკა აღმოაჩინა

ფოტოსერია, რომელიც სხვების სახლებში დანახულ სიმბოლოებს აერთიანებს