in

როგორ გამოვიყენოთ Google Lens სწორად?

Google Lens ტექნიკური გიგანტის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტია, თუმცა მის ფუნქციებს ნაკლებად იყენებენ მომხმარებლები. ალბათ, მათ შესახებ ბევრი თქვენგანიც არ ფლობს სრულფასოვან ინფორმაციას — ამიტომაც, სტატიაში სწორედ იმაზე გიამბობთ, როგორ შეგიძლიათ აღნიშნული პროგრამის სწორად გამოყენება.

ვიდრე უშუალოდ მახასიათებლებზე საუბარს დავიწყებთ, გეტყვით, რომ Google Lens ხელმისაწვდომია როგორც iOS, ისე ანდროიდ მომხმარებლებისთვის. ამისათვის საჭიროა, უბრალოდ გუგლის ვებგვერდზე შეხვიდეთ და შესაბამის ხატულას დააკლიკოთ. აქვე გაითვალისწინეთ, რომ დესკტოპ ვერსიას გარკვეული შეზღუდვები აქვს, მობილურ ვერსიასთან შედარებით.

გადაჭერით მათემატიკური პრობლემები

ეს ფუნქცია მათემატიკოსებს ნამდვილად არ ეხებათ, მაგრამ ხომ ვართ ამ დარგისთვის „უბრალო მოკვდავებად“ წოდებულებიც, რომელთაც რთული არითმეტიკული გამოთვლების გაკეთება ცოტათი მაინც გვიჭირს… უმარტივესი ამოცანებიდან რთულ დავალებებამდე, პროგრამას შეუძლია, მათ გადაჭრაში დაგეხმაროთ.

ამისათვის გახსენით გუგლის აპლიკაცია, დააჭირეთ Lens-ის აიკონს და გადადით Homework კატეგორიაზე. მას შემდეგ, რაც ამოცანას დაასკანერებთ, სისტემა ავტომატურად ამოგიხსნით და იმ გზებსაც გიჩვენებთ, რატომ მიიღო კონკრეტული პასუხი.

ფოტოდან ტექსტის ამოკოპირება

ალბათ, ეს ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული მახასიათებელია… აი, ფოტოზე დატანილი ფრაზა რომ მოგეწონებათ და უცბად ტექსტად გინდათ სადმე დაპოსტვა ან აპლიკაციის გამოყენებით, სხვაგან ჩასმა. ანდაც ნაშრომისთვის pdf წიგნიდან რომ გაქვთ რაღაც ნაწილი ამოსაღები და თქვენს ნაწერში ჩასასმელი.

ამ შემთხვევაში ფოტო Google Photos-ში გახსენით და დააკლიკეთ Lens ღილაკს.

საქართველოს ბანკის მობილბანკს Dark Mode რეჟიმი დაემატა!

გვიშლის თუ არა ხმაური კითხვაში ხელს? — კვლევა