in

როგორ გამოვიყენოთ კლავიატურის Shortcut-ები?

ხშირად კლავიატურის ე. წ. მალსახმობების (shortcuts) გამოყენება ბევრი მოქმედების შესრულებას გვიმარტივებს და გვეხმარება, საქმე უფრო მოკლე დროში დავასრულოთ. ჩვეულებრივ, უმეტესობამ კარგად იცის „ქოფი-ფეისთის“ გამოყენება, მაგრამ მათ მიღმა კიდევ ბევრი ფუნქცია არსებობს, რომელთა ნაწილსაც სტატიაში იხილავთ  — როგორც ვინდოუსის, ისე მაკის მომხმარებლებისთვის.

მალსახმობები Windows-ისთვის:

Ctrl + Z — მოქმედების უკან დაბრუნება

Alt + Tab — ბრაუზერში გახსნილ ფანჯრებს შორის გადასვლა

Alt + F4 — ჩართული აპლიკაციის გათიშვა

Windows-ის ნიშანი + L — ეკრანის დაბლოკვა

Windows-ის ნიშანი + D — დესკტოპის გამოჩენა და დამალვა

Windows-ის ნიშანი + P — დამატებითი ეკრანის ფუნქციები (დესკტოპის გაფართოება 2 მონიტორზე)

Windows-ის ნიშანი + U — სპეციალური შესაძლებლობების ცენტრი

F2 — შერჩეული ფაილისთვის სახელის შეცვლა

F3 — File Explorer-ში სასურველი ფაილის მოძებნა

F4 — ფაილის მდებარეობის ნახვა File Explorer-ში

F5 — აქტიური ფანჯრის დარეფრეშება

F5 + Fn — გამოიყენება კომპიუტერის ეკრანის განათების შესამცირებლად

F6 + Fn  — პირიქით, განათების მოსამატებლად

F7 — ორთოგრაფიის შემოწმება

F10 — ახალი მენიუს გახსნა

Shift + F10 — კონტექსტური მენიუს გახსნა

Alt + Enter — არჩეული ფაილის მონაცემების ნახვა

Alt + Spacebar — აქტიური ფანჯრის Shortcut-ის გახსნა

Alt + მარცხენა ისარი — უკან გასვლა

Alt + მარჯვენა ისარი — წინ წასვლა

Ctrl + A — ყველა ფაილის ან სიტყვის მონიშვნა

Ctrl + Esc — Start-ის გახსნა

Ctrl + Shift + Esc — Task Manager-ის გახსნა

Shift + Delete — მონიშნული ფაილის პირდაპირ წაშლა, ნაგვის ურნაში გადატანის გარეშე

მალსახომებები Mac-ისთვის:

Command-Z — მოქმედების უკან დაბრუნება, ხოლო Shift-Command-Z — დაბრუნებული მოქმედების კვლავ შესრულება

Command-A — ყველა ფაილის მონიშვნა

Command-F — სასურველი ფაილის მოძებნა

Command-O — არჩეული ფაილის გახსნა

Command-P — მონიშნული დოკუმენტის ამოპრინტერება

Command-S — დოკუმენტის შენახვა

Command-T — ახალი ტაბის გახსნა

Command-W — გახსნილი ფანჯრის დახურვა

Control-Command-F — აპლიკაციის მთლიან ეკრანზე გაშლა (თუ კონკრეტულ აპლიკაციას აქვს ამის მხარდაჭერა)

Command-Tab — ყველაზე ხშირად გამოყენებულ აპლიკაციებს შორის ნავიგაცია

Command-‘ — ბრაუზერში გახსნილ ფანჯრებს შორის ნავიგაცია

Shift-Command-N — Finder-ში ახალი ფოლდერის შექმნა

Command-, — აპლიკაციის პარამეტრების გახსნა

Command-D — მონიშნული ფაილების დუბლიკაცია

Command-I — ინფორმაციის მიღება მონიშნულ ფაილზე

Shift-Command-D — დესკტოპზე ფოლდერის გახსნა

Shift-Command-F — ბოლოს გამოყენებული ფაილებისა და ფოლდერების გახსნა

Shift-Command-I — iCloud Drive-ის გახსნა

Option-Command-L — Downloads-ის ფოლდერის გახსნა

Option-Command-N — ახალი ფოლდერის შექმნა

Option-Command-O — დოკუმენტების ფოლდერის გახსნა

Option-Command-R — AirDrop-ის ფანჯრის გახსნა

ITB Berlin-ზე სასტუმრო „ეპიზოდი“ ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიებით წარდგა

ნოტრ-დამის ხანძარმა ტაძრის არქიტექტურის საიდუმლო გაამხილა