ოდესმე გქონიათ საკუთარი სიმღერის შექმნის სურვილი, მაგრამ გამოცდილების ან რესურსების ნაკლებობის გამო შუა გზაში დანებებულხართ? ეს გასაკვირი არაა, რადგან ზოგჯერ პროფესიონალებიც კი განიცდიან შემოქმედებით კრიზისს. სტატიაში კი გაგიზიარებთ, როგორ შეგიძლიათ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ვებგვერდის გამოყენება, რათა ტექსტური მოთხოვნებით უნიკალური სიმღერები სულ რამდენიმე წუთში შექმნათ.
პირველ რიგში, ეწვიეთ Suno-ს და გადადით მარცხენა მხარეს მოცემულ Create განყოფილებაში. ამისათვის ანგარიშის შექმნაც დაგჭირდებათ, რის შემდეგაც სიმღერების გენერირებას უმარტივესად შეძლებთ: ჯერ გამორთეთ Custom Mode და სასურველი აღწერა შეიყვანეთ. დაახლოებით ერთი წუთის ვადაში კი პროგრამა 2 ვერსიას შექმნის.
თითოეული გენერირებული სიმღერის გვერდით გამოჩნდება მოწონება/არმოწონების ღილაკი. თუკი Like-ს დააკლიკებთ, „მოწონებული სიმღერების“ სიაში გადაინაცვლებს. ალტერნატიულად ხდება მეორე არჩევანის შემთხვევაში. თუმცა მაინც ყველა მათგანი ხელმისაწვდომი იქნება შენახულ მონაცემებში.
იმ შემთხვევაში, თუ მეტი კონტროლი გსურთ სიმღერების გენერირებაზე, ჩართეთ Custom Mode, რაც ცოტათი შეცვლის პროცესს… შეგიძლიათ, თქვენ მიერვე შექმნილი კომპოზიციები ატვირთოთ და მათ საფუძველზე ახალი ვერსიის გენერირება მოითხოვოთ. ასევე, მიუთითებთ სასურველ ჟანრს ან განწყობას. სახელწოდების შერჩევის შემდეგ კი დააკლიკებთ Create-ს.
საგულისხმოა, რომ ტრეკის ხანგრძლივობა შეიძლება 2 წუთსაც აჭარბებდეს, რისთვისაც Extend ფუნქციას უნდა მიმართოთ.