in

როგორ განსხვავდება Google-ის საძიებო შედეგები მსოფლიოს მასშტაბით? – ამას ახალი მექანიზმი ცხადყოფს

“ძალიან ძნელია იმის გარკვევა, რომ საძიებო სისტემები არადემოკრატიულია”

Google-ის მოთხოვნა – ორგანიზება გაუწიოს მსოფლიოს ინფორმაციას, გახადოს იგი საყოველთაოდ ხელმისაწვდომი და სასარგებლო – ობიექტურ რეალობად იქცევა. Google Search-ის ახალი ექსპერიმენტული ინტერფეისი Search Atlas იმის გარკვევას აადვილებს, თუ როგორ გვთავაზობს გუგლის საძიებო სისტემა ერთსა და იმავე მოთხოვნებზე სხვადასხვა პასუხს.

Liffit
Liffit

კვლევის პროექტი ცხადყოფს, როგორ შეუძლია Google-ის სერვისს ასახოს ან განამტკიცოს კულტურული განსხვავებები ან მთავრობის პრეფერენციები – მაგალითად, უნდა განიხილებოდეს თუ არა ერთი კონკრეტული ადგილი ყველაზე მოთხოვნად ტურისტულ ობიექტად.

როდრიგო ოჩიგამეს, MIT-ის მაგისტრანტი მეცნიერისა და Search Atlas-ის ერთ-ერთი შემქმნელის აზრით, ასეთი განსხვავებული შედეგები მიანიშნებს, რომ საძიებო სისტემების ნეიტრალური ცნება მითია. “შესაბამისობის რაოდენობრივი შეფასების ნებისმიერი მცდელობა მორალურ და პოლიტიკურ პრიორიტეტებს ასახავს” – ამბობს ოჩიგამე.

როდრიგომ Search Atlas კატრინ იესთან, კარნეგი მელონის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების დოქტორანტთან და არაკომერციული ხელოვნების, დიზაინისა და სოციალური კვლევების ცენტრის მკვლევართან ერთად შექმნა.

როგორც Google-ის მთავარ გვერდზე, Search Atlas-ის ძირითადი მახასიათებელი ცარიელი ველია. თუმცა ეს უკანასკნელი პირველისგან განსხვავებით, შედეგების სამ სვეტს გვიჩვენებს – Google Search-ის სხვადასხვა გეოგრაფიული არეალის ბმულების სამ ჩამონათვალს. თავის მხრივ, Google Translate-ის გამოყენებით, თითოეული ლოკალიზებული ვერსიისთვის პლატფორმა ავტომატურად თარგმნის მოთხოვნას ნაგულისხმევ ენებზე.

როდრიგო და კატრინი აღნიშნავენ, რომ დიზაინში “ინფორმაციის საზღვრებია” ნაჩვენები, რომლებიც იმის მიხედვითაა შექმნილი, თუ როგორ ადგენს Google-ის საძიებო სისტემა ვებგვერდებს სხვადასხვა გეოგრაფიული არეალის მიხედვით.

მაგალითისთვის, როდესაც პლატფორმაზე ბრიტანელი და სინგაპირელი მომხმარებლები “ტიანანმენის მოედანს” ეძებენ, ჯარისკაცებისა და ტანკების სურათებს ნახულობენ – ეს 1989 წლის სტუდენტურ საპროტესტო აქციებს უკავშირდება. ხოლო ჩინელი მომხმარებლების შემთხვევაში ტურისტების სასიამოვნო ფოტოებია პრივილეგირებული.

Google-ის სპიკერმა განაცხადა, რომ შედეგების სხვაობა არა თუ ჩინეთში არსებული ცენზურით იყო გამოწვეული, არამედ ტურისტული ფოტოები ზოგიერთ შემთხვევაში უფრო აქტიურადაა ნაჩვენები, როდესაც საძიებო სისტემა ე. წ. “მოგზაურობის განზრახვას” აფიქსირებს.

“ჩვენ შედეგების ლოკალიზებას ვახდენთ, რათა შესაბამისი რეგიონისა და ენის მიხედვით სწრაფად შეძლოთ სასურველი ინფორმაციის მიღება. ასევე, მომხმარებლებს შეუძლიათ, საკუთარი შედეგები ადვილად შეცვალონ მდებარეობისა და ენის პარამეტრების შეცვლით” – ამბობს კომპანიის სპიკერი.

გარდა ამისა, Search Atlas-მა შექმნა რუკები და ვიზუალიზაცია იმის საჩვენებლად, თუ როგორ იცვლება ძიების შედეგები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ერთ-ერთი მათგანი წარმოგვიდგენს, როგორია “ღმერთის” ჩაწერის შემთხვევაში შემოთავაზებული ფოტოები – ევროპასა და ამერიკაში ქრისტიანული გამოსახულებები, აზიის ზოგიერთ ქვეყანაში ბუდას ფიგურები და ა. შ.

საგულისხმოა ისიც, რომ მკვლევართა მიერ შედგენილი სხვა ინფორმაციის საზღვრები პირდაპირ არ ემთხვევა ეროვნულ ან ენობრივ საზღვრებს. მაგალითად, კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით, კუნძულოვანი სახელმწიფოები და ქვეყნები კონტინენტებად იყოფა. ევროპის ქვეყნებში Google-ის შედეგები უმეტესწილად ენერგიის დაზოგვასთან და საერთაშორისო ხელშეკრულებებთან ასოცირდება. ხოლო ფილიპინების მსგავს კუნძულებზე შედეგები კლიმატის ცვლილების საფრთხის სიდიდესა და მნიშვნელობაზე მიუთითებს.

მართალია, განსხვავებები აშკარააა, მაგრამ Search Atlas ვერ ხსნის, რატომ ხდება ეს. “ადამიანები საძიებო სისტემებს ისეთი საკითხებისთვის იყენებენ, რომელთაც არასდროს განიხილავენ ადამიანებთან. და იმას, რასაც იქ პოულობენ, მათი ცხოვრების შეცვლა შეუძლია. მაგალითად, “როგორ კეთდება აბორტი?” და ასეთი ტიპის სხვა კითხვები” – ამბობს კატრინი.

ოჩიგამე და მისი კოლეგა პირველები არ არიან, ვინც საძიებო სისტემის არანეიტრალურ ხასიათზე საუბრობს. მათი პროექტი გარკვეულწილად მკვლევარ საფია ნობლის მიგნებებითაა შთაგონებული. მან 2018 წელს გამოქვეყნებულ წიგნში აღწერა, როგორ ვლინდება საძიებო სისტემებში მიკერძოებულობა. “ძალიან ძნელია იმის გარკვევა, რომ საძიებო სისტემები არადემოკრატიულია” – წერს ნობლი.

რა თქმა უნდა, Google არ დაკარგავს საძიებო ბაზარზე კონტროლს, პოლიტიკოსებისა და საზოგადოების მზარდი ინტერესი ტექნოლოგიური პლატფორმების მკაცრი რეგულირების მიმართ აშკარაა. “ჩვენ გვყავს მეცნიერთა საზოგადოება, რომლებიც ამისკენ მოუწოდებენ ფონდებსა და მთავრობებს” – ამბობს ნობლი.

თავისუფალი უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი Microsoft-ის თანამშრომელი გახდა

„აჭარაბეთის‘’ საპატიო ელჩი ირმა ხეცურიანი ვარშავის მსოფლიო თასის მფლობელია