ჩვენი სხეულის დაახლოებით 60 პროცენტს წყალი წარმოადგენს. სხეული მუდმივად კარგავს წყალს მთელი დღის განმავლობაში, ამიტომაც, დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად, თქვენ ყოველდღიურად უნდა მიიღოთ ბევრი წყალი სასმელისა და საკვებისგან.
არსებობს მრავალი განსხვავებული მოსაზრება იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის წყალი უნდა დალიოთ ყოველდღე.
ჯანმრთელობის ექსპერტები ჩვეულებრივ ურჩევენ რვა 8 უნცია ჭიქას, რაც უდრის დაახლოებით 2 ლიტრს. ამას 8 × 8 წესი ეწოდება და მისი დამახსოვრება ძალიან მარტივია.
ამასთან, ზოგი ექსპერტი მიიჩნევს, რომ თქვენ უნდა სვათ წყალი მთელი დღის განმავლობაში, მაშინაც კი, როცა უბრალოდ არ გწყურიათ.
თუმცა, როგორც ყველა საკითხში, აქაც ყველაფერი ინდივიდზეა დამოკიდებული. ის, თუ რა რაოდენობის წყალი უნდა მიიღოთ, განპირობებულია მრავალი ასპექტით.
და მაინც, რა რაოდენობის წყალი გვჭირდება ყოველდღიურად?
აშშ-ს მეცნიერებათა, ინჟინერიისა და მედიცინის ეროვნული აკადემიების ზოგადი რეკომენდაციით მოზრდილებმა უნდა მიიღონ:
ქალბატონებმა – 11.5 ჭიქა (2.7 ლიტრი)
მამაკაცებმა – დღეში 15,5 ჭიქა (3,7 ლიტრი)
ეს მოიცავს არამხოლოდ წყალს, არამედ სითხეს, რომელსაც საკვები შეიცავს, ან ცხელ თუ ცივ სასმელებს. რეალურად, თქვენ წყლის საშუალოდ 20 პროცენტს იღებთ საკვებისგან, რომელსაც მიირთმევთ.
თუმცა, შესაძლოა, სხვებზე მეტი წყალი დაგჭირდეთ იმის მიხედვით, თუ:
სად ცხოვრობთ – თქვენ დაგჭირდებათ მეტი წყალი ცხელ, ტენიან ან მშრალ ადგილებში, ასევე, თუ მთაში ან ზღვის დონიდან დიდ სიმაღლეზე ცხოვრობთ.
როგორ იკვებებით – თუ ბევრ ყავას და სხვა კოფეინურ სასმელებს სვამთ, შეიძლება მეტი დიდი რაოდენობით წყალი დაკარგოთ. თქვენ ასევე დაგჭირდებათ მეტი წყლის დალევა, თუ თქვენი კვება მოიცავს მარილიან, პიკანტურ ან შაქრიან საკვებს. ასევე, უფრო მეტი წყალია საჭირო, თუ არ მიირთმევთ ტენიან საკვებს, რომელიც წყლით მდიდარია, როგორც ახალი ან მოხარშული ხილი და ბოსტნეული.
როგორი ტემპერატურაა ან რომელი სეზონია – შეიძლება უფრო მეტი წყალი დაგჭირდეთ თბილ თვეებში, რადგან ამ დროს სეკრეციის ჯირკვლები აქტიურად მუშაობენ.
როგორი გარემოა – თუ მეტ დროს ატარებთ მზეზე ან ცხელ ტემპერატურაზე, ან უბრალოდ ცხელ ოთახში, შეიძლება უფრო სწრაფად იგრძნოთ წყურვილი და მეტი წყლის მიღება დაგჭირდეთ.
რამდენად აქტიური ხართ – თუ დღის განმავლობაში აქტიური ხართ, ან ბევრს სეირნობთ ან დგახართ, უფრო მეტი წყალი დაგჭირდებათ, ვიდრე ის, ვინც მაგიდასთან ზის. თუ ვარჯიშობთ ან ინტენსიური საქმიანობა გაქვთ, თქვენ უნდა დალიოთ მეტი წყალი, რათა დანაკარგი შეავსოთ.
როგორია თქვენი ჯანმრთელობა – თუ გაქვთ ინფექცია ან სიცხე, ან კარგავთ სითხეებს ღებინების ან ფაღარათის გამო, საჭიროა მეტი წყლის დალევა. თუ თქვენ გაქვთ რაიმე დაავადება, თუნდაც როგორიცაა დიაბეტი, ასევე დაგჭირდებათ მეტი წყალი. ზოგიერთი მედიკამენტი, როგორიცაა შარდმდენები, ორგანიზმს სითხეს აკარგვინებენ.
ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს – თუ ორსულად ხართ ან თქვენ მეძუძური დედა ხართ, აუცილებლად უნდა დალიოთ დიდი რაოდენობით წყალი, რომ დეჰიდრატაცია არ განიცადოთ. ამ დროს თქვენი სხეული ასრულებს ორ (ან მეტ) საქმეს.
ხშირად დასმული კითხვაა აქვე ის, გავლენას ახდენს თუ არა წყლის მიღება ენერგიის დონესა და ტვინის მუშაობაზე?
ბევრი ადამიანი ირწმუნება, რომ თუ მთელი დღის განმავლობაში არ იღებთ საკმარის წყალს, თქვენი ენერგია და ტვინის ფუნქცია ქვეითდება. ამის დასადასტურებლად უამრავი კვლევა არსებობს:
ჩინეთში ჩატარებულმა კვლევით, რომელშიც 12 კაცმა მიიღო მონაწილეობა, აღმოჩნდა, რომ 36 საათის განმავლობაში წყლის არსმა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს დაღლილობაზე, ყურადღებასა და ფოკუსირების უნარზე, რეაქციის სიჩქარესა და მეხსიერებაზე.
მსუბუქ გაუწყლოებასაც კი შეუძლია შეამციროს ენერგია და მოქმედების უნარი. კლინიკურმა გამოკვლევამ ხანდაზმულ, ჯანმრთელ მამაკაცებზე აღნიშნა, რომ სხეულის წყლის მხოლოდ 1 პროცენტიანმა დაკარგვამაც კი შეამცირა მათი კუნთების ძალა.
რუბრიკას ჯანსაღი ცხოვრების წესზე წარმოგიდგენთ ფარმადეპო.