in

როგორ გავაერთიანოთ SEO-სა და Google Ads-ის ძალები

სფონჯბობი და პატრიკი. ბეტმენი და რობინი. ტომი და ჯერი…ეს საკულტო დუეტები თავისთავად არ შექმნილან. იგივე შეგვიძლია ვთქვათ SEO და PPC-ზე (Pay-per-click).

შეიძლება ახლა იფიქროთ, რომ ყოველთვის გეგონათ, ან ერთზე უნდა დაგეხარჯათ თანხა ან მეორეზე, მაგრამ ასე არაა. პატარა საიდუმლოს გაგიმხელთ: ამ ორის წყვილი ციფრული მარკეტინგის ორმაგ შედეგს მოგიტანთ. მარკეტინგული სტრატეგია, რომელიც დაფუძნებულია მხოლოდ SEO-ზე ან PPC-ზე, ნამდვილად არის „კვერცხების ერთ კალათაში ჩადება“. ნებისმიერი ბიზნესი, რომელიც არ ახდენს მომხმარებლების მოპოვების გზების დივერსიფიკაციას, არ აცნობიერებს მის სრულ პოტენციალს.

SEO-ც და PPC-ც გამოიყენება საერთო მიზნისთვის – საძიებო სისტემის მარკეტინგი. ორივეს მამოძრავებელი ძალა საკვანძო სიტყვების სწორად შერჩევა და სამიზნე აუდიტორიაზე მორგებაა. ამისთვის თქვენ კარგად უნდა გქონდეთ გააზრებული მომხმარებლის განზრახვა. 

  • შექმენით ორგანული და ფასიანი სტრატეგია, რომელიც უფრო ძლიერია, ვიდრე თქვენი კონკურენტების სტრატეგია და იყენებს ოპტიმიზებულ ბიუჯეტს.
  • მაქსიმალურად გაზარდეთ ეფექტური კონტენტის წარმოება, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც SEO-სთვის, ასევე PPC-ისთვის.
  • გააფართოვეთ ბრენდის SERP ცნობადობა როგორც ორგანული, ასევე ფასიანი რეიტინგის დახმარებით. SERP ანალიზი არის საძიებო სისტემის შედეგების გვერდების შესწავლის პროცესი, რათა გაირკვეს, თუ რას აკეთებენ საუკეთესო რეიტინგული ვებსაიტები, რომ იყვნენ ასეთ კარგ პოზიციებზე.
  • იფიქრეთ როგორც მოკლე, ისე გრძელვადიან მიზნებზე.

SEO და PPC-ის მოკლე მიმოხილვა

მოდი, გადავხედოთ ამ ძლიერი ხელსაწყოების მსგავსებებსა და განსხვავებებს, რათა უკეთ შეძლოთ ორივე მათგანის თქვენს სტრატეგიაში ინტეგრირება:

ძირითადი განსხვავებები

PPC უზრუნველყოფს უფრო დიდ ნახტომს, ხოლო SEO შეიძლება თქვენი ცხოვრების პარტნიორის პოვნას შევადაროთ. SEO-ს უფრო მეტი დრო სჭირდება და სტრუქტურაზეა დაფუძნებული, მაშინ როდესაც PPC სწრაფია, ძირითადად ფოკუსირებულია ლენდინგ გვერდებზე და დაწკაპუნების სიჩქარეზე. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სისწრაფესთან ერთად PPC უფრო ძვირი ჯდება გრძელვადიან პერსპექტივაში. მიუხედავად იმისა, რომ რეკლამა მოითხოვს მუდმივ გადახდებს, , SEO ანაზღაურებას გამოქვეყნებიდან დიდი ხნის შემდეგ ითხოვს. 

საუკეთესო სცენარი არის ორივეს დაბალანსება: გამოიყენეთ PPC „ძრავის გასააქტიურებლად”, მაგრამ დაე, SEO იყოს საწვავი, რომელიც მუდმივად აგრძელებს ძრავის მუშაობას.

ამოცანის შესასრულებლად საჭირო უნარები

შეიძლება იფიქროთ, რომ „SEO უფასოა“, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერს დამოუკიდებლად გააკეთებთ. SEO უნარები ჩვეულებრივ მოიცავს:

  • კონტენტის წერას
  • CMS-ის (content management system) გამოყენების შესაძლებლობას
  • SEO ინსტრუმენტების ცოდნას
  • საკვანძო სიტყვების კვლევას
  • SERP ანალიზს

იფიქრეთ კვლევაზე, წერაზე, დიზაინზე, რედაქტირებაზე, გამოქვეყნებასა და პოპულარიზაციაზე. რა თქმა უნდა, თუ დაიქირავეთ SEO სტრატეგი, ის სწრაფად განახორციელებს თქვენს გეგმას, რადგან მათ უკვე  შემუშავებული აქვთ დადასტურებული პროცესები.

მეორე მხრივ, PPC მოითხოვს უნარებს, როგორიცაა:

  • კოპირაიტინგი
  • ანალიტიკა და კონვერტაციის თვალყურის დევნება
  • საკვანძო სიტყვების კვლევა
  • SERP ანალიზი
  • Google Ads პლატფორმის გამოყენების შესაძლებლობა

ROI-ის დაანგარიშება

PPC ROI შეიძლება მოიძებნოს CTR (Click-through rate) და კონვერტაციის კურსის დაკვირვებით გაყიდვების რაოდენობასთან შედარებით. მიზანი უნდა იყოს, რომ მიიღოთ მეტი გაყიდვები, ვიდრე იხდით რეკლამის ხარჯვისა და კამპანიის მენეჯმენტში. ისეთი ხელსაწყოებით, როგორიცაა Google Data Studio, რომელიც ინტეგრირდება თქვენს CRM-თან, 

შესაძლებელია PPC ROI-ის გაანგარიშების ავტომატიზაცია. 

SEO ROI-ს ფორმულა მარტივად შეგვიძლია ასე ჩამოვაყალიბოთ – მოგება ინვესტიციიდან – ინვესტიციის ღირებულება. 

გაითვალისწინეთ, B2B ბიზნესისთვის SEO ROI უფრო რთული სამართავია, ვიდრე ელექტრონული კომერცია. B2B-ით, თქვენ თვალყური უნდა ადევნოთ ლიდების გენერირებისთვის განკუთვნილი გვერდების ორგანულ ტრაფიკს, როგორიცაა, მაგალითად,  თქვენი საკონტაქტო გვერდი, რადგან აქ არ ხდება ვებსაიტის პირდაპირი გაყიდვა.

მსგავსებები

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ორივე სტრატეგია ძირითადად მიზნად ისახავს SERP-ებს. შედეგად, ორივესთვის საკვანძო სიტყვების მოფიქრება და სწორად მართვაა საჭირო. ამ პროცესში აუცილებელია მომხმარებლის განზრახვის ამოცნობა და იმის განხილვა, რა ამოდის ძიებებში ხშირად.

SEO-სთვის გრძელი საკვანძო სიტყვები შეიძლება გამოიყურებოდეს შემდეგნაირად:

  • საგადასახადო პროგრამული უზრუნველყოფა მცირე ბიზნესისთვის
  • ციფრული საგადასახადო პროგრამული უზრუნველყოფა მეწარმეებისთვის

იმავდროულად, PPC საკვანძო სიტყვები იყოფა ოთხ კატეგორიად:

ფრაზის შესატყვისი – რეკლამა გამოჩნდება, თუ არის სხვადასხვა სიტყვა საკვანძო სიტყვის წინ ან მის შემდეგ, რომელსაც თქვენ მიმართავთ

ნეგატიური შესატყვისი – სიტყვა ან სიტყვები, რომელთა მიზანმიმართვაც არ გსურთ თქვენი რეკლამის გაშვებისას

ფართო შესატყვისი – ზოგადი ფრაზა ან სიტყვა, რომლის მიზანმიმართვაც გსურთ

ზუსტი დამთხვევა – ზუსტი სიტყვა/ფრაზა, რომლის მიზანმიმართვაც გსურთ

SEO-სთვის ორგანული საკვანძო სიტყვები უფრო კრიტიკულია ვებგვერდის კონტექსტში მაშინ, როცა PPC საკვანძო სიტყვები, უფრო მნიშვნელოვანია სარეკლამო ქოფის შიგნით.

საბოლოო ჯამში, ორივეს საერთო მიზანი აქვს: მოიზიდონ შესაბამისი მომხმარებლები თქვენს ვებსაიტზე, მათი მომხმარებლებად გადაქცევის მიზნით.

როგორ მუშაობენ PPC და SEO ერთად, რათა ხელი შეუწყონ ბიზნესის ზრდას საკვანძო სიტყვების საშუალებით

PPC-ს შეუძლია მყისიერად გამოავლინოს მნიშვნელოვანი საკვანძო სიტყვები, რომლებიც შეიძლება გადავიდეს თქვენს SEO სტრატეგიაში. მაგალითად, ავიღოთ AS Marketing-ის კლიენტი, Kindly, ნორვეგიაში დაფუძნებული B2B ტექნიკური კომპანია, რომელიც ყიდის სხვადასხვა სასაუბრო AI ინსტრუმენტს ვებსაიტებისთვის. ამ პროექტით, კომპანიამ პირველად გაამახვილა ყურადღება ორგანული საკვანძო სიტყვების გამოყენებაზე SEO კონტენტის სტრატეგიის შესაქმნელად. მას შემდეგ, რაც კონტენტი გამოქვეყნდა და დაიწყო რანჟირება, ისინი რეგულარულად ამოწმებდნენ იმავე საძიებო ტერმინებს ჩვენს Google Ads კამპანიებში. ამით მათ შეეძლოთ, ენახათ მთავარი საკვანძო სიტყვები, რომლებზეც მათი რეკლამები ჩნდებოდა თითქმის „რეალურ დროში“, რაც ამ მონაცემების გაერთიანების საშუალებას იძლეოდა ისე, რომ შექმნილიყო ორივე არხზე ეფექტურად მომუშავე  კონტენტი.

გააკეთეთ საკვანძო სიტყვების კვლევა

ეს პროცესის ძალზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ეტაპი, სადაც იპოვით საკვანძო სიტყვებს, რომლებმაც შეიძლება იმუშაონ როგორც PPC-სთვის, ასევე SEO-სთვის. 

როდესაც თქვენ გადიხართ საკვანძო სიტყვების კვლევის პროცესს, რათა იპოვოთ SEO-ზე ორიენტირებული საკვანძო სიტყვები, დარწმუნდით, რომ იყენებთ Google Ads-ის „ძიების პირობების“ ანგარიშსაც. Google Ads-ის ეს ნაწილი საშუალებას გაძლევთ, ნახოთ საძიებო ტერმინები, რომლებმაც განაპირობა თქვენი რეკლამა. ეს გააადვილებს „რეალურ დროში“ საკვანძო სიტყვების პოვნას. ის ასევე საშუალებას გაძლევთ ნახოთ, რომელი საძიებო ტერმინებია ტენდენციური. ასე რომ, თუ შეამჩნევთ, რომ იგივე ტიპის საკვანძო სიტყვები მუდმივად ჩნდება, ალბათ ღირს ყურადღება მიაქციოთ, თუ როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს საკვანძო სიტყვები თქვენი კონტენტის სტრატეგიაში. 

შექმენით კონტენტი სწორი ფორმატით

უპირველეს ყოვლისა, იფიქრეთ მთავარ გვერდზე ისეთი ბლოკების შექმნაზე, რომელიც გამოდგება როგორც PPC-ისთვის, ასევე SEO-სთვის. ყურადღება მიაქციეთ ხშირად დასმული კითხვების განყოფილებასაც, რადგან ესეც ხშირად ძიებადი პუნქტია. 

რა დაგეხმარებათ ორივე არხზე წარმატებით პოზიციონირებაში

გამოიყენეთ Moz საკვანძო სიტყვების შემსწავლელი ინსტრუმენტი, რათა პრიორიტეტი მიანიჭოთ მნიშვნელოვან საკვანძო სიტყვებს, აჯობოთ თქვენს კონკურენტებს და გამოიკვლიოთ საკვანძო სიტყვები, რომლებიც შეესაბამება თქვენს ბიზნეს მიზნებს. 

შეისწავლეთ საკვანძო სიტყვები, რომლებსაც აქვთ მაღალი ძიების მოცულობა და მაღალი კონვერტაციის კოეფიციენტი, რადგან ეს ყველაზე მეტად მოიტანს დიდ ფულს.

SEO–ს ძალისხმევით შეამცირეთ PPC ხარჯები. როდესაც თქვენ განაგრძობთ ზრდას ორგანული ძიების გზით, გაგიადვილდებათ იმის დადგენა, თუ რა მუშაობს და რა არა. შემდეგ კი ამის გამოყენება თქვენს PPC კამპანიებზე შეგიძლიათ. მაგალითად, კონკრეტული ქოფი, რომელიც რეზონანსდება თქვენს აუდიტორიასთან თქვენს ვებსაიტზე, შეიძლება გადაკეთდეს PPC სარეკლამო ქოფის ნაწილად.

PPC-ის საშუალებით, თქვენს საიტზე ტრაფიკის გაზრდით, შეგიძლიათ შემდგომ გააანალიზოთ თქვენი SEO სტრატეგია და გაიგოთ, რომელი კონტენტის ტიპებია ყველაზე საინტერესო თქვენი აუდიტორიისთვის, რომელი გვერდები არ ახდენს შთაბეჭდილებას და რომელი გვერდები იღებს ყველაზე მეტ კონვერტაციას.

და ბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ესაა კონვერტაციის თვალყურის დევნება. მოვლენების თვალყურის დევნება საშუალებას გვაძლევს, დავინახოთ გავლენა როგორც SEO, ასევე PPC-ის ძალისხმევით. თქვენ შეგიძლიათ, დააკვირდეთ ნემბისმიერ თქვენთვის საინტერესო პროცესს – იქნება ეს ნავიგაცია, ღილაკზე დაწკაპუნება თუ სხვა. ისინი გეხმარებათ იმის გარკვევაში, თუ კონკრეტულად რომელმა საკვანძო სიტყვებმა გამოიწვია მომხმარებლის ქმედება. ამის გათვალისწინებით, თქვენ ასევე შეგიძლიათ თქვენი ვებსაიტის ოპტიმიზაცია ყველა მარკეტინგული მიზნისთვის და მიაქციოთ ყურადღევა, სად ჩერდებიან მომხმარებლები.

რატომ უნდა ვისაუბროთ შემოქმედებით გადაწვაზე?

რეალურად რას ნიშნავს სააგენტოების სლოგანები? — 7 მაგალითი