in

როგორ გავაჯანსაღოთ ტელეფონთან ურთიერთობა?

M2
M2

ციფრული ტექნოლოგიები ჩვენი დროისა და ყურადღების უმეტეს ნაწილს ითვისებს. სხვა სიტყვებით, თითქმის სულ ტელეფონის ეკრანებში ვიყურებით… ხშირად ეს არაჯანსაღ მიჯაჭვულობაშიც გადადის, გვაშორებს სასიამოვნო ურთიერთობებს და ემოციურადაც გვამძიმებს. გამოსავალი კი ციფრული დეტოქსია. თუ ფიქრობთ, რომ არც თქვენი ციფრული ცხოვრებაა დაბალანსებული, პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, მოწყობილობებთან გატარებული დროის შემცირებაა. ბალანსის მიღწევაში კი ეს 4 ნაბიჯი დაგეხმარებათ:

1. განსაზღვრეთ, რომელია თქვენთვის პრობლემური დრო 

დაადგინეთ ის დრო და სიტუაციები, როცა ეკრანთან ყოფნა თქვენს ცხოვრებას აუარესებს. მაგალითად, ეს ძილის წინ სოციალური მედიის თვალიერება შეიძლება იყოს, რაც თქვენი ძილის დროსაც ითვისებს. შესაძლოა, ოჯახური სადილის დროს თვალს ვერ აშორებდეთ თქვენს მოწყობილობებს, რაც ერთად სასიამოვნო დროის გატარებაში გიშლით ხელს. ასე, სამსახურშიც კი იკლებს პროდუქტიულობა, რადგან დროს ონლაინ შოპინგს (პირობითად) უთმობთ… ამიტომ, აქ კარგი იქნება, თუ ორ ან სამ პრობლემურ სიტუაციას გამოააშკარავებთ. 

2. დაადგინეთ თქვენი რეალური სურვილი

პირველი ნაბიჯის გავლის შემდგომ, საკუთარ თავს ჰკითხეთ: რით უნდა ჩანაცვლდეს ეკრანთან გატარებული დრო და რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს ამას? თქვენ უსასრულოდ აგრძელებთ სქროლვას, რათა უბრალოდ დრო გაიყვანოთ ან რაღაც სტრესული დაივიწყოთ. შესაძლოა, რეალურად სხვებთან ერთად დროის გატარება გენატრებოდეთ… ამიტომ, მნიშვნელოვანია, თქვენი აზრები ჩამოწეროთ.

3. ცადეთ რაღაც სხვა

ამ ეტაპზე კი საკუთარ თავს უნდა ჰკითხოთ, ეკრანთან გატარებული დროის გარდა, რით შეგიძლიათ დაიკმაყოფილოთ თქვენი საჭიროებები — აქ ის უნდა აირჩიოთ, რაც თავს კარგად გაგრძნობინებთ. მაგალითად, თუ სოციალური კავშირების დამყარება გსურთ, დაგეგმეთ ვახშამი მეგობრებთან ან Zoom შეხვედრების ნაცვლად, ნახეთ ისინი ყოველკვირეულად. თუ თქვენი მიზანია შთაგონება, დრო დაუთმეთ ზეთით ხატვას… ხოლო, თუ თავს ცუდად გრძნობთ, უბრალოდ გაისეირნეთ.

4. სხვა გზები ეკრანთან მიჯაჭვულობის ჩვევის შესაცვლელად

  • მოემზადეთ ეკრანთან გატარებული დროის ჩასანაცვლებლად: ეს ისეთივე რთული შეიძლება იყოს, როგორც სწრაფი კვებიდან ჯანსაღ კვებაზე გადასვლა… ამიტომ, სხვებთან პირისპირ შეხვედრების დაგეგმვა საწყის ეტაპზე ძალიან დაგეხმარებათ. 
  • დაიწყეთ მცირე ნაბიჯებით და ცადეთ მრავალფეროვნება: არ შეადგინოთ უბრალოდ ერთი გეგმა. დაგეგმეთ ორი ან სამი საინტერესო, მაგრამ მიღწევადი აქტივობა, შემდეგ კი იმას მიმართეთ, რომელიც თქვენთვის საუკეთესოდ იმუშავებს. 
  • განსაზღვრეთ დრო, რომელიც ეკრანისგან მოშორებით უნდა გაატაროთ: იქნება ეს ვახშამი, ოჯახური აქტივობები თუ შაბათ-კვირის დილა, შემდეგ კი ეცადეთ, საზღვრები დაიცვათ.
  • გაიცანით საკუთარი თავი და ის მიზეზები, რომლებიც ძველი ჩვევისკენ გიბიძგებთ: შესაძლოა, ისეთი მიჩვეული იყოთ ძილის წინ ელ.ფოსტების შემოწმებას, რომ ტელეფონს ინსტინქტურად იყენებდეთ. ამიტომ, კარგი იქნება, თუ დაძინებამდე თქვენს მოწყობილობებს სამზარეულოში დატოვებთ.

გამოდის, თუ ოთხივე ნაბიჯს გადადგამთ, ეს თქვენი ციფრული ცხოვრების დაბალანსებასა და გაჯანსაღებაში დაგეხმარებათ.

მხოლოდ ქართული – ახალი კატეგორია VELI.store-ზე

ყველაფერიც გამოგივა