in

როგორ დავიყვანოთ ქარხნულ პარამეტრებამდე Mac და Windows მოწყობილობები — (Factory Reset)

ლეპტოპის ქარხნულ პარამეტრებამდე დაყვანა მოწყობილობას პირვანდელ სისწრაფეს და მუშაობის შესაძლებლობებს უბრუნებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი გაჩუქება ან გაყიდვა გადაწყვიტეთ, განახლების გაკეთება აუცილებელია, რათა პერსონალური მონაცემები და სენსიტიური ინფორმაცია არ გასცეთ — ფაილებისა და ფოტოების წაშლა კი საკმარისი არ არის.

სტატიაში კი გიამბობთ, როგორ შეიძლება MacBook-სა და Windows მოწყობილობებზე ქარხნული პარამეტრების გადატვირთვა. თუმცა მანამდე ყველაფერი, რისი შენარჩუნებაც გსურთ, შეინახეთ ალტერნატიულ საშუალებებში, რადგან განახლების შემდეგ ყველაფერი წაშლილი დაგხვდებათ.

Macbook-ის განახლება

გარდა ბრაუზერში გახსნილი სოციალური ქსელების, აქ იგულისხმება MacBook-ის დრაივიდან, iCloud-იდან და iMessage-დან. შემდეგ მოძებნეთ ინდივიდუალური პროგრამული ანგარიშები, რომლებიც სამომავლოდაც დაგჭირდებათ.

ამავდროულად, გაწყვიტეთ კავშირი ყველა Bluetooth მოწყობილობასთან — განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ლეპტოპს ოჯახის წევრს ჩუქნით. წინააღმდეგ შემთხვევაში, NVRAM-ის მეშვეობით, რომელიც მსგავს მოწყობილობებთან დაკავშირების ინფორმაციას ინახავს, ლეპტოპი ავტომატურად დაუკავშირდება ამა თუ იმ მოწყობილობას.

თუ ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტები შეასრულეთ, დროა, სისტემა გადატვირთოთ და დააჭიროთ Command-R-ს, რათა ე. წ. „აღდგენის რეჟიმი“ დაიწყოს. ამის შემდეგ გამოჩნდება MacOS კომუნალური პროგრამების ფანჯარა, სადაც Disk Utility-ზე დაკლიკვის შემდეგ დრაივზე განთავსებული ყველა ფაილი წაიშლება. ამას მოჰყვება MacOS-ის ხელახალი ინსტალაცია, რის შემდეგაც Setup Assistant გამოჩნდება — ლეპტოპის ახალ მფლობელზე ან კვლავ თქვენ თავზე მოსარგებად.

Windows-ის განახლება

ვინდოუსის შემთხვევაშიც პროცესის დასაწყისი ანალოგიურია: უნდა გამოხვიდეთ ყველა ანგარიშიდან, სასურველი ფაილები და დოკუმენტები კი სხვა მოწყობილობაზე შეინახოთ. ეს სენსიტიური მონაცემების გავრცელებისგან დაგიცავთ. აქვე გაითვალისწინეთ ყველა ბრაუზერში გახსნილი ანგარიშებიდან, სოციალური ქსელებიდან გამოსვლა.

ქარხნულ პარამეტრებამდე დასაბრუნებლად, შედით პარამეტრებში, შემდეგ სისტემაში (System) და აღდგენას (Recovery). ფანჯრის ზედა ნაწილში ნახავთ კომპიუტერის გადატვირთვის ღილაკს — დააკლიკეთ დაწყებას და როდესაც გამოჩნდება, ყველაფრის წაშლა მონიშნეთ. აქვე შესაძლებელია არჩევანის გაკეთება: ვინდოუსის ადგილობრივი დისკიდან ინსტალაცია თუ ღრუბლოვანი სერვისიდან გადმოწერა.

ამის შემდეგ Windows ასუფთავებს პროგრამული უზრუნველყოფის, პარამეტრებისა და მონაცემების დისკს. დასრულებისას კი, გააქტიურდება „ასისტენტის რეჟიმი“, საიდანაც მომხმარებელს სუფთა ფურცლიდან შეუძლია ყველა ანგარიშის შეყვანა და ამა თუ იმ ფაილის ჩაწერა.

სასიამოვნო სიახლე მოგზაურებისთვის TKT.GE-სა და Visa-სგან

როგორ ემზადება თანამედროვე ფერმერი დიდი შემოდგომისთვის? – ინტერვიუ მამუკა ქვლივიძესთან