in

როგორ გავასუფთაოთ iPhone-ის „სხვა მეხსიერება“ (Other Storage)?

iPhone-ის გარკვეული პერიოდით გამოყენების შემდეგ ბუნებრივია, რომ სმარტფონი ოდნავ ნელა მუშაობს — შესაძლოა, ამის გამო არსებულ მოდელს დაემშვიდობოთ და ახალი იყიდოთ. თუმცა ვიდრე ამ გადაწყვეტილებამდე მიხვალთ, „სხვა მეხსიერების“ გასუფთავება უნდა ცადოთ.

რას ნიშნავს iPhone-ის „სხვა მეხსიერება“?

ინტერნეტში არაერთხელ მინახავს, დაბნეული მომხმარებლები ქაოტურად რომ კითხულობენ, რას ნიშნავს ეს „სხვა მეხსიერება“. რეალურად, მასში ნებისმიერი მოქმედებიდან შენახული ქეში (დროებითი მეხსიერება) იგულისხმება — მათ შორის Safari-ში ამა თუ იმ გვერდზე შესვლის ინფორმაცია. თავის მხრივ, ქეშირებული მეხსიერება მალევე აისახება მოწყობილობაზეც.

იმისათვის, რომ შეამოწმოთ, რამდენად დიდ ადგილს იკავებს „სხვა მეხსიერება“, ამ ნაბიჯებს მიჰყევით: Settings > General > iPhone Storage. აქვე იხილავთ სტატისტიკას, რომელ კატეგორიას პროცენტულად რამდენი ადგილი მიაქვს მოწყობილობაში. როგორც წესი Other Storage ნაცრისფერი შეფერილობისაა და მარტივად გამოარჩევთ სხვებისგან.

წაშლილი აპლიკაციები

როდესაც რაიმე აპლიკაციაა გვბეზრდება ან გადმოწერიდან მალევე ვშლით, მისი ყველა მონაცემი შენახული და შენარჩუნებულია. ეს კი იმისათვის, რომ თუ ხელახლა გადაწყვეტთ გადმოწერას, მასზე მორგება გაგიმარტივდეთ. ამიტომაც, მსგავსი მონაცემების გასასუფთავებლად, ამ ნაბიჯებს მიჰყევით: Settings > General > კონკრეტული აპლიკაცია > Offload App.

აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ iPhone Storage განყოფილებაში, აპლიკაციების ჩამონათვალში, თითოეულის სახელის გვერდით მის მიერ გამოყენებული მეხსიერების რიცხობრივი მაჩვენებელი წერია.

გაასუფთავეთ დროებითი მეხსიერება

ეს კიდევ ერთი მეთოდია „სხვა მეხსიერების“ გასუფთავებისთვის და სმარტფონის მუშაობის გაუმჯობესებისთვის. ამისათვის შეგიძლიათ, ჩვენს სტატიას გაეცნოთ და დეტალური ინფორმაცია მიიღოთ პროცესის შესახებ.

შეწყვიტეთ ტექსტური შეტყობინებების სამუდამოდ შენახვა

ნაგულისხმევი ფუნქციის მიხედვით, iPhone თქვენ მიერ გაგზავნილ და მიღებულ ყველა ტექსტურ შეტყობინებას ინახავს… სამუდამოდ. ეს მოსახერხებელია, თუ 15 თვის წინანდელი საუბრის მოძიება გჭირდებათ, მაგრამ ცუდია მეხსიერებისა დ ადგილისთვის.

იმისათვის, რომ სმარტფონმა მესიჯები სამუდამოდ არ შეინახოს, ამ ნაბიჯებს მიჰყევით: Settings > Messages > Keep Messages. აქვე შეცვლით Forever-ს 30 დღით ან ერთი წლით.

გადატვირთეთ თქვენი iPhone

თუ ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდები არ გაამართლებს, აიფონის გადატვირთვა მოგიწევთ. ამის გაიდს კი ქვემოთ მოცემულ ვიდეოში იხილავთ:

MIT-ის X-AR სათვალით „დამალულ“ ნივთებს დაინახავთ

„როცა კოკა-კოლა შეხვდა ჰოკუსაის“ — ახალი ლიმიტირებული სერია