in

როგორ გავფილტროთ Facebook Feed?

ბოლო დროს სულ უფრო მეტი ადამიანი წუწუნებს, რომ მისი ფეისბუქ ფიდი შეიცვალა — ისეთ პოსტებს ხედავენ, რომლებიც ნაკლებად აინტერესებთ. ეს მხოლოდ ცალკეულ მომხმარებლებს არ ეხება, რადგან ტიკტოკის მსგავსად, Facebook-მაც განაახლა ალგორითმი. როგორც ჩანს, ახლა პლატფორმა თავად „ფიქრობს“, რა შეიძლება მოგვეწონოს, რაც მეგობრების პოსტების პოვნას ართულებს. მიზანი კი ჩართულობის გაზრდა, მომხმარებლების კონტენტ არეალის გაზრდაა.

ზოგჯერ ნამდვილად შემაწუხებელია უცხო ადამიანებისა და დაულაიქებელი გვერდების კონტენტის ნახვა. ამიტომაც, სტატიაში გაგიზიარებთ, როგორ შეგიძლიათ ფეიბუქის ფიდის გაფილტვრა.

პირველ რიგში, გახსენით Feeds-ის ჩანართი — აქ შეგიძლიათ მეგობრები მონიშნოთ და მხოლოდ მათ პოსტებს ნახავთ. მართალია, კვლავ შეგხვდებათ რეკლამები, დასპონსორებული პოსტები, მაგრამ ბევრად ნაკლები, ვიდრე ჩვეულებრივ.

ჯერჯერობით არხების ჩანართი ჯერ არ არის ყველა მომხმარებლისთვის ხილული, მაგრამ უახლოეს მომავალში ყველასთან გამოჩნდება. დესკტოპის შემთხვევაში კი მარცხენა გვერდითა ზოლს დააკლიკეთ მეტი ვარიანტის ჩამოსაშლელად — შემდეგ დააჭირეთ Feed-ს.

ხოლო იმ გვერდების პოსტები, რომლებსაც თქვენი სურვილით ადევნებთ თვალს, შეგიძლიათ ასევე მარტივად აირჩიოთ: მეგობრების ნაცვლად, უბრალოდ Pages-ის ჩანართს დააკლიკეთ.

გარდა ამისა, შეგიძლიათ ფავორიტების ჩანართიც გამოიყენოთ, თქვენზე მორგებული ფიდის შესაქმნელად. თუ მეგობრებსა და გვერდებს ფავორიტებში დაამატებთ, ამ ჩანართზე გადასვლით მარტივად დაათვალიერებთ მათ პოსტებს.

როგორ ისწავლოთ საქმის განაწილება, თუ დამწყები მენეჯერი ხართ

Loewe – XIX საუკუნის ბრენდი, რომელმაც ესპანეთის მეფე ალფონსო XIII-ის აღიარება დაიმსახურა