ამბობენ, სწავლა სიკვდილამდეა უნდაო და კომპანია Merck Consumer Health–ის ახალი სარეკლამო ვიდეორგოლი ამის კარგი მაგალითია. ორგანიზაცია, რომელიც მომხმარებელს ჯანსაღ ცხოვრებას ასწავლის და ცდილობს მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა 100 წლამდე გაზარდოს, ამჯერად საზოგადოებას რეგულარულად ცურვაზე სიარულისკენ მოუწოდებს. Merck–ის წარმომადგენლები თვლიან, რომ ცურვა სწორედ ის აქტივობაა, რომელიც ადამიანის სხეულის სწორ და კარგ ფუნქციონირებას ყველაზე უკეთ უწყობს ხელს. სარეკლამო ვიდეორგოლში კი, რომელიც კომპანიამ ახლახანს შექმნა, 79 წლის მამაკაცი, პინო ობერი წყალში სიმაღლიდან ხტომის საოცარ ხელოვნებას წარმოგვიდგენს. იმ დროს, როდესაც გაცილებით უფრო ახალგაზრდებს მსგავსი ამოცანისთვის თავის გართმევა საკმაოდ რთული ჰგონით, პინო სიმაღლეს არ უშინდება და ყოველ ჯერზე აუმჯობესებს თავის შედეგს. მან ცურვა 59 წლის ასაკში დაიწყო და მას შემდეგ აქტიურად აგრძელებს. შედეგიც სახეზეა.