in

როგორ გავხდეთ საუკეთესო მენეჯერი? — 3 რჩევა

მენეჯერისთვის საჭირო უნარების განვითარება და ლიდერობისკენ მიმავალი გზა ყოველთვის რთულია. თუმცა შეუძლებელი არაფერია თუ საკმარის დროსა და ენერგიას დაუთმობთ.

როგორც Zapier-ის აღმასრულებელი დირექტორი უეიდ ფოსტერი აღნიშნავს, როდესაც ახალგაზრდა თანამშრომელს ლიდერის როლის აღება უწევს, უამრავ სირთულეს აწყდება, რადგან პრაქტიკულად ყველას აკლია ფორმალური ტრენინგი წარმატებული მენეჯერობისთვის. ბევრი ლიდერი უბრალოდ დაწინაურებულია იმის გამო, რომ თავის საქმეს შესანიშნავად ასრულებდა, მაგრამ გუნდის მართვის უნარი ნაკლებად აქვს.

არ არსებობს ერთი კონკრეტული ინგრედიენტი, თუ როგორ უნდა გახდეთ საუკეთესო მენეჯერი. მთავარია, გააანალიზოთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები. სისუსტეები შეამცირეთ და დაამარცხეთ, ხოლო მაქსიმალური კონცენტრაცია მოახდინეთ ძლიერ მხარეებზე. 

პარტნიორობა თქვენი ლიდერული თვისებების მთავარ ნიშად აქციეთ

ლიდერი უნდა ზრუნავდეს თანაგუნდელებზე. თუ გულწრფელად ზრუნავთ მათ კეთილდღეობასა და კარიერულ წინსვლაზე, ქმნით გარემოს, რომელიც გუნდს საშუალებას აძლევს მიაღწიოს დასახულ მიზანს და სრულად გამოავლინოს პოტენციალი. კარგი ლიდერობა აგებულია ნამდვილ პარტნიორობასა და საერთო მიზნების მტკიცე საფუძველზე.

სტარტაპის უბრალო კონცეფციის წარმატებულ ბიზნესად გარდაქმნა მოითხოვს ლიდერს, რომელსაც შეუძლია ბარიერების გარღვევა, თუმცა კმაყოფილი თანაგუნდელების გარეშე ვერ მიაღწევს წარმატებას.

მიეცით საკუთარ თავს უფლება, რომ სხვები გააძლიეროს

როცა სხვების განვითარებაზე ზრუნავთ, თქვენი დღის უმეტესი ნაწილი თანაგუნდელების გამოწვევებისა და პრობლემების მოგვარებაზე გეხარჯებათ. ეს, შესაძლოა, დამღლელი საქმე იყოს და მნიშვნელოვანია მიხვდეთ, თუ როდის იწურება თქვენი ენერგია და როდის გჭირდებათ გარკვეული დრო დასასვენებლად. ძალზე მნიშვნელოვანია რესურსების ოპტიმიზაცია სტრესის მართვისა და დეკომპრესიისთვის. შეიძლება კლიშედ ჟღერდეს, მაგრამ ნუ უგულებელყოფთ საკუთარ თავზე ზრუნვას. ამის გარეშე სრული პოტენციალის გამოვლენა გაგიჭირდებათ.

პილოტის ხედვა

საინტერესოა Good Inside-ის აღმასრულებელი დირექტორის, ბეკი კენედის მიერ შემოთავაზებულ ანალოგია, რომელშიც ის მტკიცე ლიდერობას ადარებს პილოტის მოქმედებებს თვითმფრინავის ტურბულენტურ ზონაში მოხვედრისას.

ის აღწერს სამ პოტენციურ ვარიანტს, თუ როგორ იქცევა პილოტი შეშფოთებული მგზავრების დასამშვიდებლად. პირველ ვარიანტში პილოტი მგზავრებს კიცხავს შიშის გამო, რაც სიტუაციას უფრო ართულებს.

მეორე ვარიანტი გულისხმობს პილოტის აღიარებას მათი შიშისა და გაურკვევლობის შესახებ, რაც ამცირებს მგზავრების შფოთს.

საბოლოო მიდგომის ორი ძირითადი კომპონენტია თანაგრძნობა და თავდაჯერებულობა.

საუკეთესო ლიდერები აძლიერებენ თავიანთ გუნდებს და აგრძელებენ ეფექტურ წინსვლას. ლიდერობის სირთულეებში ნავიგაციისას გახსოვდეთ, რომ ნამდვილი სრულყოფილების ქვაკუთხედია გარშემომყოფთა შთაგონება და საერთო მიზნისკენ სინქრონული სიარული.

რჩევები საუკეთესო „ფიჩინგის” მოსამზადებლად და შაბლონები, რომლებიც გამოგადგებათ

„გადავარჩინოთ თათები“ — აი, როგორ ზრუნავს Purina ძაღლებზე