დღევანდელ ციფრულ ეპოქაში სოციალური მედია ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ადამიანებთან ურთიერთობიდან დაწყებული, უახლესი ამბებისა და ტენდენციების გაცნობით დამთავრებული, სოციალური მედიის პლატფორმებმა ჩვენი ინტერაქციისა და ინფორმაციის მოხმარების გზა შეცვალა. თუმცა, სოციალურ მედიას გაცილებით მეტი პოტენციალი აქვს – იგი მძლავრი მარკეტინგული ინსტრუმენტი გახდა როგორც ბიზნესისთვის, ასევე ინდივიდებისთვის.
ბრენდები სოციალური მედიის პლატფორმებს იმისთვის იყენებენ, რათა მისწვდნენ ფართო აუდიტორიას, გაზარდონ ბრენდის ცნობადობა და მომხმარებელთა ჩართულობა. სოციალური მედიის მარკეტინგის სიღრმეებში ჩასვლამდე გადამწყვეტია, დავისახოთ მკაფიო და მიღწევადი მიზნები, ამ დინამიკურ სფეროში წარმატების გასაღები კი უწყვეტი სწავლა და ადაპტაციაა.
წარმოგიდენთ სოციალური მედიის 5 უპირატესობას ბრენდებისთვის:
ფართო გამოყენება: სოციალური მედიის პლატფორმებს, როგორებიც არის Facebook, Instagram, Twitter, LinkedIn და YouTube მსოფლიოს მასშტაბით მილიარდობით აქტიური მომხმარებელი ჰყავს. ეს ბიზნესისთვის უზარმაზარ შესაძლებლობას წარმოადგენს, ჰქონდეს პირდაპირი კომუნიკაცია მომხმარებელთან, მიიღოს უკუკავშირი და გააუმჯობესოს ბრენდის გამოცდილება.
ხელმისაწვდომობა: სოციალური მედია მარკეტინგი გვთავაზობს ეფექტურ გზას პროდუქტებისა, თუ სერვისების პოპულარიზაციისთვის. სოციალურ მედიას ტრადიციულ არხებთან შედარებით დაბალი ფასი აქვს, რაც ყველა ზომის ბიზნესს აძლევს საშუალებას, იყოს კონკურენტული შრომის ბაზარზე.
სამიზნე აუდიტორიის ზუსტად შერჩევის შესაძლებლობა: სოციალური მედიის პლატფორმები აუდიტორიის ზუსტი თარგეთირების საშუალებას იძლევა. ჩვენ შეგვიძლია, განვსაზღვროთ იდეალური მომხმარებლის დემოგრაფიული მონაცემები, ინტერესები, ქცევები და სხვა. ეს საშუალებას გვაძლევს, მივწვდეთ კონკრეტულ აუდიტორიას და მაქსიმალურად გავზარდოთ მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობა.
ბრენდის შენება და ცნობადობა: სოციალური მედია პლატფორმები ხელს უწყობს ბრენდის იდენტობის ჩამოყალიბებასა და გაძლიერებას. შესაბამისი და მიმზიდველი კონტენტის გაზიარებით, აუდიტორიასთან ინტერაქციითა და უნიკალური tone of voice-ის შერჩევით ბრენდის ცნობადობა და მის მიმართ ნდობა იზრდება.
მომხმარებელთა ჩართულობა და უკუკავშირი: სოციალური მედია საშუალებას იძლევა, ბრენდს მომხმარებელთან პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდეს, რაც ხელს უწყობს ნდობის გაღვივებას, მომხმარებელთა კმაყოფილების გაზრდას და მათი უკუკავშირის საფუძველზე ბრენდის მიერ შეთავაზებული პროდუქტებისა, თუ სერვისების გაუმჯობესებას.
სოციალური მედია მარკეტერის პროფესია მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადია. სოციალური მედიის პლატფორმების ზრდასთან ერთად ციფრული მარკეტინგის სფეროში დღითიდღე იზრდება მოთხოვნა კვალიფიციურ პროფესიონალებზე.
ბრენდის პოპულარიზაციისთვის სტრატეგიების შემუშავება და მათი განხორციელება, კონტენტის დაგეგმვა, სოციალური მედიის ანგარიშების მართვა, მომხმარებლებთან კომუნიკაცია, მონაცემებისა და მეტრიკების გაანალიზება, კამპანიების ოპტიმიზაცია – ეს მცირე ჩამონათვალია იმ მოვალეობებისა, რომლებიც სოციალური მედია მარკეტინგის მენეჯერის ყოველდღიურ საქმიანობაში შედის.
ახალი პროფესიის შესწავლა არც ისე დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა, ერთია, იპოვო შენს ინტერესებს მორგებული პროფესია, მეორე – გამოყო დრო და ფინანსები მის დასაუფლებლად.
სოციალური მედია მარკეტინგის შესწავლის მსურველებს სმარტ აკადემია სთავაზობს 2-თვიან კურსს, რომელიც მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. კურსი აგებულია სოციალური მედია სტრატეგიის რვა საფეხურიანი მოდელის ირგვლივ, შესაბამისად, სასწავლო მასალა არის თანმიმდევრული და ლოგიკური, ხოლო სტუდენტს ეძლევა საშუალება ააწყოს ისეთი სოციალური მედია სტრატეგია, რომლის მეშვეობითაც მიაღწევს სასურველ მარკეტინგულ მიზნებს. სასწავლო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კურსის მონაწილეები შეძლებენ:
- განსაზღვრონ სოციალური მედიის მარკეტინგის მიზნები, რომლებიც აუცილებელია წარმატებული ონლაინ კამპანიების მისაღწევად;
- აღწერონ და განსაზღვრონ სოციალური მედიის მარკეტინგის სწრაფად განვითარებადი როლი საზოგადოებასთან ურთიერთობაში, რეკლამასა და მარკეტინგში;
- განსაზღვრონ სოციალური მედიის მარკეტინგის კვეთა ბიზნესის ყველა ასპექტთან;
- განავითარონ ეფექტური სოციალური მედიის მარკეტინგული სტრატეგიები სხვადასხვა ტიპის ინდუსტრიისა და ბიზნესისთვის;
- განსაზღვრონ მიზნობრივი ბაზრები კონკრეტული სოციალური მედიის პლატფორმებისთვის;
- გამოიყენონ საქართველოში ყველაზე პოპულარული სოციალური მედიის პლატფორმები და საჭიროებისამებრ მოახდინონ მომხმარებელზე ზემოქმედება ან/და კომპანიის, ბრენდის, პროდუქტის, სერვისისა, თუ პიროვნების პოპულარიზება;
- თვალყური ადევნონ სოციალური მედიის მიზნების მიღწევის პროგრესს სხვადასხვა საზომი ხელსაწყოს, სერვისებისა და მეტრიკების მეშვეობით;
- შეაფასონ საქართველოში არსებული რეალობა და გაითვალისწინონ ის რეკომენდაციები, რომლებიც უნდა გამოიყენონ სოციალური მედია კამპანიის ფარგლებში;
- შეაჯამონ ყოველივე ზემოთქმული და გამოიყენონ ეს ინფორმაცია სოციალური მედიის სტრატეგიაში.
„ეს პროფესია შემოქმედებით აზროვნებას, ყურადღებას, დეტალებზე ორიენტირებასა და დაუღალავ შრომას მოითხოვს იმისთვის, რომ ბრენდის მიერ არჩეული კონტენტი მომხმარებლისთვის მიმზიდველად იქცეს”, – ამბობს სოციალური მედია მარკეტინგის წარმატებული კურსდამთავრებული, ნუცა წურწუმია.
ნუცა ამ პროფესიას უნივერსიტეტში არჩეული პროფესიის პარალელურად დაეუფლა, ამჟამად პრაქტიკებშიც ჩაერთო და სჯერა, რომ ამ სფეროში საკუთარი უნარების კარგად რეალიზებას შეძლებს:
„სოციალური მედია მარკეტინგის კურსის გავლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ვიფიქრე, უნივერსიტეტში არჩეული პროფესიით მუშაობის გარდა, სასარგებლო იქნებოდა დამატებითი საგნის ცოდნაც, რომელიც საკუთარი თავისა და უნარების გამოვლენაში დამეხმარებოდა, ვინაიდან მიყვარს შემოქმედებითი პროცესი, სოციალური მედია მარკეტინგის კურსი კი ამის საშუალებას მომავალში ნამდვილად მომცემს.“
განახლებული სასწავლო პროგრამა მოიცავს sales (გაყიდვების) მარკეტინგსაც. პრაქტიკული დავალებები, ქვიზები, ქეის სთადი დაგეხმარება, ცნობილი ბრენდების მაგალითებზე დაკვირვებით განსაზღვრო, როგორ წარმართო მარკეტინგული კომუნიკაცია ეფექტურად. სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ კი საშუალება გექნება, ჩაერთო ერთთვიან პრაქტიკაში და ცოდნა გაიმრავალფეროვნო.
კურსის ლექტორის შესახებ
- ალექსანდრა კნიაზიანი არის FCB Artgroup-ის (1986 წელს დაარსებული სააგენტო, რომელიც გლობალურ სააგენტოების ტოპ სამეულშია) თბილისის ფილიალის ექაუნთისა და სოციალური მედიის უფროსი სპეციალისტი.
- იგი ასევე არის ციფრული მარკეტინგის კონსულტანტი და თანამშრომლობს როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბრენდებთან;
- მას სოციალური მედიის სფეროში მუშაობის 7+ წლიანი გამოცდილება აქვს და უთანამშრომლია ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: HeidelbergCement Georgia, Vestel, Raffaello, Magnum, ETi, Phaiser, Coca-Cola, Dove, AXE, Rexona, Sunsilk, Clear, Algida, ReBank, Swissotel, Kontakt Home, White Now, Domestos, CIF, Manamo, თბილისის მარათონი, მუსიკის სახლი, ნატახტარი და სხვა;
- ალექსანდრა არის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) საზოგადოებასთან ურთიერთობის მაგისტრი. ჟურნალისტად მუშაობის 5 წლის განმავლობაში თანამშრომლობდა და მუშაობდა TV იმედთან, რადიო იმედთან, ონლაინ გამოცემა sova.news-თან და იყო Junior Eurovision-ის აკრედიტებული ჟურნალისტი;
- ალექსანდრას ნამუშევარი აქვს რამდენიმე მიმართულებით: TV და რადიო ჟურნალისტიკა, სტატიები, სატელევიზიო გადაცემის შექმნა, ქოფირაითინგი, ბრენდინგი, ბრენდის ციფრული პოზიციონირების კონცეპტის შემუშავება, სოც. მედია ტექნიკური მხარდაჭერა, კრეატიული კონტენტის შექმნა, ციფრული რეკლამა, სატელევიზიო და რადიო სარეკლამო განთავსება, ვიდეო-ფროდაქშენი, ხმის ფროდაქშენი სატელევიზიო სარეკლამო რგოლებისთვის (ე.წ.VO), POSm, ბრენდებთან/კლიენტებთან ურთიერთობა, მარკეტინგული/კრეატიული გუნდის მენეჯმენტი, საქართველოს ბაზრის კვლევები;
- პროფესიული საქმიანობის პარალელურად იგი თავისუფალ დროს დაკავებულია საქველმოქმედო საქმიანობით. კერძოდ, ეხმარება დაობლებული ბავშვების ფონდს საგანმანათლებლო განვითარების საკითხებში.
დაეუფლე დინამიკურ და მაღალშემოსავლიან პროფესიას სმარტ აკადემიაში 3 ივლისიდან. მოასწარი რეგისტრაცია აქ და ისარგებლე საზაფხულო ფასდაკლებით.
მანამდე კი მოუსმინე 21 ივნისს ჩატარებულ ღია ლექციას „გავლენის ხელოვნება: სოციალური მედიის გამოყენება მარკეტინგის წარმატებისთვის“.
[R]