in

როგორ გავხდეთ უფრო პროდუქტიულები?

არიან ადამიანები, რომელთა ყოველდღიურობაც სამსახურში იმდენად დამღლელი და შემაწუხებელია, რომ ბევრი ფაქტორის გამო ძალიან დაჩაგრულად გრძნობენ თავს. თითქოს, ერთგვარი რობოტების როლს ითავსებენ — საქმეზე არიან მიჯაჭვულნი და სხვა არაფრისთვის რჩებათ დრო. პროტესტის განცდაც უჩნდებათ, რატომ ვერ ახერხებენ ცხოვრებაში იდეალური ბალანსის დაცვას.

ბუნებრივია, მსგავს სიტუაციაში მთავარ პრობლემას დროის სწორი მენეჯმენტი წარმოადგენს. 

სამწუხაროდ, ბევრ ჩვენგანს ჰგონია, რომ პროდუქტიულობა მხოლოდ შესრულებულ საქმეებზე დგას. რეალურად კი, მთავარი ენერგიებისა და დროის შესაბამისად გადანაწილებაა აუცილებელი. მაგალითად, ზოგიერთ ადამიანს განსაკუთრებით უყვარს სიების გაწერა — რა უნდა შეასრულონ დღის განმავლობაში. ამაში არაფერია ცუდი, უბრალოდ, თუ ამ სიაში ყველაფერი ენერგიის გადინებასთანაა დაკავშირებული, საქმეების შესრულებაც მეტად გაგიჭირდებათ.

მთლიანობაში, საქმეების შემცირებაზე კი არა, მეტი ენერგიის ფოკუსირებაზე უნდა ვიზრუნოთ. ყველა ენერგია თანაბარი არ არის — მაგალითად, ზოგიერთი მათგანი ბრაზისკენ ან გამოფიტვისკენაა მიმართული, ზოგი კი მეტ მუხტს გვაძლევს. ხოლო ზოგიერთს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ძალა აქვს. ეს უკანასკნელი მდგრადია და შეიძლება, ნებისმიერი ტიპის აქტივობისგან წარმოიშვას. მთავარია, ზუსტად განსაზღვროთ, რომელი აქტივობა ენერგიის რომელ ტიპს წარმოქმნის ინდივიდუალურ დონეზე. ასევე განსაზღვრეთ, რა გფიტავთ ყველაზე მეტად.

ცხადია, ეს ყველაფერი კონკრეტული პიროვნების მიხედვით განსხვავდება; მაგალითად, ადამიანთა ნაწილს სამუშაო ოთახის ორგანიზება ან ბიუჯეტის შედგენა აძლევს დიდ ენერგიას, ნაწილს კი ძალიან ღლის. 

არჩევანი, როგორც „მსხვერპლშეწირვა“

არჩევანი გარდაუვალია, რადგან ყოველთვის ყველაფრის გაკეთებას ვერ მოვახერხებთ. ამის ნაცვლად, გაცნობიერებულად უნდა ვთქვათ, რაზე ვამბობთ უარს ან რის გაკეთებას ვთანხმდებით. ასე ენერგიის ამოწურვის ნაცვლად, იმაზე მეტი ძალა და კმაყოფილების შეგრძნება გვექნება, ვიდრე წარმოგვედგინა.

ხოლო თუ ყოველდღიურობაში ხშირად აწყდებით იმედგაცრუებას, პირველ რიგში მიზეზის იდენტიფიცირება უნდა შეგეძლოთ. თუ ამას არ გააკეთებთ, სულ უფრო მეტად გამოიფიტებით და იმასაც ვერ მიხვდებით, რა გიშლით კმაყოფილების მიღწევაში თუ განვითარებაში ხელს. 

TECHNOVATION GIRLS SAKARTVELO 2024 დასრულდა

Jaguar Land Rover-მა სამეფო ორდენის ჯილდო მიიღო