in

როგორ გავხდეთ უფრო ჰუმანური ლიდერი?

არსებობს ორი ძირითადი კომპონენტი: სიბრძნე და თანაგრძნობა…

რამდენიმე წლის წინ ჯასპერ ბროდინს, Ingka Group/IKEA-ს აღმასრულებელ დირექტორს, IKEA China-ს მართვაც დაეკისრა. ბიზნესი მნიშვნელოვან ცვლილებებს საჭიროებდა, რათა წარმატებული და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული ყოფილიყო. ცხადია, ამ პროცესში ოფისების დახურვა და მრავალი თანამშრომლისთვის ახალი სამსახურის პოვნა იქნებოდა საჭირო… ამიტომაც, ვიდრე ასეთ რთულ რესტრუქტურიზაციას დათანხმდებოდა, ჯასპერმა საკუთარ თავს დაუსვა კითხვა: “მაქვს ამის გამბედაობა და გამძლეობა?”

pasha-statiebi
pasha-statiebi

როგორც ლიდერი, როგორც უმკლავდებით დაკისრებულ პასუხისმგებლობას და ამავდროულად, კარგ ადამიანობას ინარჩუნებთ? ეს ყველა ლიდერისთვის უძველეს თავსატეხს წარმოადგენს. ადამიანთა უმეტესობა ფიქრობს, რომ ამ ორ ალტერნატივას შორის რთული არჩევანის გაკეთება აუცილებელია — ვიყოთ ეფექტური ლიდერი თუ კარგი პიროვნება. რეალურად, ეს ცრუ დიქოტომიაა. ეს ორი მოცემულობა სრულებით არ გამორიცხავს ერთმანეთს.

არსებობს ორი ძირითადი კომპონენტი: სიბრძნე და თანაგრძნობა. სიბრძნე განისაზღვრება, როგორც ღრმა გაგება იმისა, თუ რა აძლევს ადამიანებს მოტივაციას. ასევე, ეს არის გამბედაობა, იმოქმედოთ გამჭვირვალედ და ყოველთვის გააკეთოთ ის, რაც საჭიროა — როგორ წინააღმდეგობებსაც არ უნდა აწყდებოდეთ… ხოლო თანაგრძნობა სხვების მიმართ ჭეშმარიტ ზრუნვას, მხარდაჭერასა და დახმარებას გულისხმობს.

თანამშრომლებს, რომელთა ლიდერებიც სიბრძნესა და თანაგრძნობას ერთად ავლენენ, ყოველთვის დადებითი გამოცდილება აქვთ. მათ შემთხვევაში ნაკლებ სავარაუდოა გადაწვის ტენდენციის გააქტიურება, რადგან ზემოთ ხსენებული ფაქტორები მნიშვნელოვნად მოქმედებს როგორც ფიზიკურ/მენტალურ ჯანმრთელობაზე, ისე პროდუქტიულობაზე.

თუმცა გასაკვირი არ არის, რომ საკმაოდ რთულია სიბრძნისა და თანაგრძნობის ამ კომბინაციით წარმართვა. ამას ვარჯიში და პრაქტიკა სჭირდება. პირველი ნაბიჯი იმის გაცნობიერებაა, თუ რას ნიშნავს თქვენი აზრით ლიდერობა და ადამიანობა. მარტივად რომ ვთქვათ, მენეჯმენტი სხვების მართვას, აღმასრულებელი კონტროლის განხორციელებას გულისხმობს. მეორეს მხრივ, ლიდერობა არის სხვების დანახვა და მოსმენა, მიმართულების მიცემა და ახალი იდეების გატარება.

ობიექტურად თუ შევაფასებთ, შესაძლოა, უკიდურესად საშიში იყოს, თუ გადაწყვეტილება ყოველთვის ლიდერის ხელშია. ამის ნაცვლად, თქვენ უნდა შექმნათ თანაგრძნობისა და გაძლიერების კულტურა, რომელიც თავის თავში მრავალ პერსპექტივას გააერთიანებს. სწორედ ამ გზით გახდება შესაძლებელი კრეატიულობის, პროდუქტიულობისა და ბედნიერების დანერგვა.

ლიდერობისადმი ამ მიდგომის ხელშეწყობისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ ჩვენ არ ვართ ჩვენი საქმე, ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებსაც სხვებთან ადამიანურ დონეზე კომუნიკაცია სურთ. სტატიაში მოცემულია ოთხი გზა, რათა თქვენი ლიდერობა უფრო ადამიანური გახადოთ.

გახსოვდეთ ოქროს წესი

თანაგრძნობის საფუძველს სხვების ბედნიერების დანახვის სურვილი და იმის მზადყოფნა წარმოადგენს, რომ თავადაც მიიღოთ მონაწილეობა სხვების წარმატებაში. ოქროს წესის ძირითადი არსი ასე ჟღერს: მოექეცით სხვებს ისე, როგორც გსურთ, რომ თავად მოგექცნენ. ეს დაგეხმარებათ, ბრძნული თანაგრძნობა რეალურ ქმედებად გადააქციოთ.

როდესაც საკუთარ თავს სხვის ადგილას ვაყენებთ, შეგვიძლია, სიტუაციას სხვაგვარად შევხედოთ. შესაძლოა, ზოგჯერ ვფიქრობდეთ, რომ ნებისმიერ სიტუაციასთან დაკავშირებით ობიექტური შეხედულება არსებობს, თუმცა ხშირად სხვისი თვალსაზრისი სრულიად განსხვავებულია.

მართალია, სხვის ადგილას საკუთარი თავის დაყენება კარგია რეფლექსიისთვის… მაგრამ  მნიშვნელოვანია, არ იფიქროთ, რომ იცით, რას გრძნობს ან განიცდის სხვა ადამიანი. ეს განსაკუთრებით ეხება დღევანდელ მზარდ მრავალფეროვან სამუშაო გარემოს. ჩვენ უნდა ვიპოვოთ ბალანსი და არ ვივარაუდოთ, რომ გვესმის მათი რეალობა.

მოუსმინეთ ყურადღებით

ჩვენი ორი ყური და მხოლოდ ერთი პირი გვაქვს. ეს ნიშნავს, რომ შეგვიძლია და უნდა მოვისმინოთ კიდეც ორჯერ მეტი, ვიდრე ვისაუბრებთ. როდესაც ნამდვილად უსმენთ სხვებს, ისინი ამას გრძნობენ და მათი ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნილება კმაყოფილდება. თუ შეძლებთ, ყურადღებით მოუსმინოთ, გახსნილი გონებით და სწავლის სურვილით, თქვენ არა მხოლოდ გახდებით ბრძენი, არამედ შეძლებთ გულწრფელად დაეხმაროთ სხვებს. თუ წინ მნიშვნელოვანი საუბარი გაქვთ, დამატებითი დრო დაუთმეთ მომზადებას. მაგალითად, ეს შეიძლება, თქვენთვის შესაფერისი გარემოს შექმნას ნიშნავდეს.

ჰკითხეთ საკუთარ თავს, როგორ შეგიძლიათ სხვებისთვის სარგებლის მოტანა

ჩინური ანდაზა ამბობს: “არ არსებობს გზა თანაგრძნობისკენ. თანაგრძნობაა გზა”. როდესაც ვინმესთან ახლო ურთიერთობის დამყარებას დააპირებთ, ჰკითხეთ საკუთარ თავს, როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს? შემდეგ დაფიქრდით, რა სახის მხარდაჭერაა საჭირო მათი სირთულეების დასაძლევად? რა სახის ბიძგი დასჭირდებათ მათ თქვენგან, რათა უფრო ადვილად გადალახონ დაბრკოლებები? ამ კითხვებზე ფიქრი დაგეხმარებათ, მეტად ადამიანური ურთიერთობები დაამყაროთ კოლეგებთან — თავის მხრივ, ეს კავშირები მათ ზრდასა და განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.

აიძულეთ თანამშრომლები, სრულად დაინახონ თავიანთი პოტენციალი

კარგი ლიდერი ყოველთვის აფასებს თანამშრომლებს და მათ ამჟამინდელ მუშაობას, თუმცა ასევე აიძულებთ, მეტად გამოავლინონ ნამდვილი პოტენციალი. როდესაც ვინმე უკვე კარგად მუშაობს, საუკეთესოსკენ სწრაფვა, შესაძლოა, იმედგამაცრუებელი იყოს და დემოტივაცია წარმოქმნას. თუმცა გახსოვდეთ, ლიდერობა არ არის იმის მცდელობა, რომ ხალხს ასიამოვნოთ და კომფორტის ზონაში ამყოფოთ. ლიდერობა არის მათი მხარდაჭერა იმ საკითხების კუთხით, რომლებიც თანამშრომლებს შემდგომ წარმატებას მოუტანს.

ხელმძღვანელობაში მეტი ჰუმანურობის დანერგვიათ, შეგიძლიათ, შექმნათ კულტურა, რომელშიც სხვები მეტ ყურადღებას უთმობენ რეალურ ადამიანურ კავშირებს. საბოლოო ჯამში ეს მიდგომა მეტი წარმატების და წინსვლის საწინდარია, როგორც საუკეთესო სამუშაო გამოცდილების შექმნის ნაწილი.

წყარო: HBR



ნახეთ: კალიგრაფის მიერ შექმნილი სიმბოლოებით დატვირთული პეპელა

კითხვა პასუხია – „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ინტელექტუალურ-გასართობი თამაში 30 ნოემბერს დაიწყება