იმ რეჟიმში ცხოვრება და განსაკუთრებით კი მუშაობა, რაც განვითარებულმა სამყარომ მოიტანა, ნამდვილად ძალიან რთულია. წარმოიდგინეთ, დღის ნაადრევად დაწყება, მომუშავე ცოლი და სკოლისთვის მოსამზადებელი ბავშვი თავისი ყველა თანხმლები დეტალით: საუზმე, ფორმა და ჩანთა. გარდა ამისა, წინ გრძელი სამუშაო დღეა და თანამშრომლები ჩასაფრებულები სულმოუთქმელად გელოდებიან, როდის მოგმართავენ ხელფასის მომატების თხოვნით. ასეთი რთული მომენტების გადატანა, დახმარების გარეშე, უბრალოდ ძალიან რთულია. სწორედ, ამ დახმარებას სთავაზობს მომხმარებელს მცენარეული მედიკამენტების მწარმოებელი კომპანია Dr. Giorgini, რომელმაც ამჯერად სრულიად უვნებელი, ვიტამინებით მდიდარი პრეპარატი შემოგვთავაზა. ეს უკანასკნელი მომხმარებელს ენერგიის აღდგენასა და კონცენტრაციის შენარჩუნებაში ეხმარება. რაც შეეხება ძალიან კარგ სარეკლამო კამპანიას, მასზე სააგენტო DDBO-მ იზრუნა.