ძალაგამოცლილი, გამოწურული, გადამწვარი – ეს არის სიტყვები, რომლებსაც ადამიანები იყენებენ, როცა აღწერენ როგორ გრძნობენ თავს პროფესიულ და პირად ცხოვრებაში. სამწუხაროდ, ეს მოცემულობა მხოლოდ უარესდება. „გადაწვა არის მთავარი მიზეზი, რომელიც პროფესიონალებს უბიძგებს ეძებონ შვება ახალი სამუშაოს, წინსვლის შესაძლებლობების, მეტი ანაზღაურების და მოქნილობის სახით“, – ნათქვამია კორპორაციული პროდუქტიულობის ინსტიტუტის ან i4cp 2021 წლის კვლევაში. დიდ ორგანიზაციებში გამოკითხული ადამიანების 67%-მა (გამოიკითხა 1000-ზე მეტი) გადაწვა დაასახელა, როგორც მათი ორგანიზაციებისთვის ტალანტის დაკარგვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი.
შეიძლება ადვილი იყოს სამუშაოს ტემპისა და მოცულობისთვის გადაბრალება, მაგრამ კვლევა ვარაუდობს, რომ ნამდვილი დამნაშავე ხშირად ცოტა უფრო მოხერხებულადაა მიმალული. გაიზარდა არა იმდენად დატვირთვა, არამედ ჩვენი სამუშაოს გარშემო საჭირო თანამშრომლობათა რიცხვი. ამან შექმნა სტრესის ახალი ფორმა, ე.წ. მიკროსტრესის ეფექტი: გროვდება პატარა დეტალები და ქმნის დიდ პრობლემებს. „მიკროსტრესი“ არის შეუმჩნეველი. ინდივიდუალურად, ეს მიკროსტრესი შეიძლება მართვადი ჩანდეს, მაგრამ კუმულაციურად ისინი უზარმაზარ ზარალს გვაყენებენ.
მკვლევრებმა გამოავლინეს მიკროსტრესის 14 წყარო, რომლებიც სამ სხვადასხვა კატეგორიად დააჯგუფეს: მიკროსტრესები, რომლებიც ამცირებენ თქვენი შესრულების შესაძლებლობას (მაგ., პასუხისმგებლობების ზრდა), მიკროსტრესი, რომელიც ამცირებს თქვენს ემოციურ რეზერვებს (მაგ., სხვების მართვა) და მიკროსტრესი, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს თქვენს იდენტობას (მაგ., ზეწოლა მიზნების მისაღწევად, რომელიც არ შეესაბამება პირად ღირებულებებს).
კვლევის შედეგად ცხადი გახდა, რომ მიკროსტრესი გავლენას ახდენს ყველა ჩვენგანზე, სამსახურშიც და სახლშიც. მაგრამ ზოგიერთი ადამიანი უფრო მეტად იტანჯება, ვიდრე სხვები. ეს კვლევა აჩვენებს სტატისტიკურად მნიშვნელოვან კავშირს განათლებას, იერარქიულ დონეს, ასაკსა და მიკროსტრესის ყველა ფორმას შორის. სამსახურში ეს აშკარაა: როდესაც ჩვენ ვზრდით ვავითარებთ ორგანიზაციებს, ვაწყდებით მიკროსტრესის გამომწვევ ურთიერთქმედებებს – მაგალითად, კოლეგებთან შეუსაბამობას, გუნდების მუშაობის მართვაზე პასუხისმგებლობას და კონფრონტაციული საუბრებს. ასევე აღმოჩნდა, რომ ადამიანების პირადი ცხოვრება ასევე უფრო სტრესული იყო, როგორც გაზრდილი მოლოდინების, ოჯახთან და მეგობრებთან ნეგატიური ურთიერთქმედებისა და იდენტობასთან დაკავშირებული გამოწვევების შედეგი, თუ რას ნიშნავს იყო „კარგი“ ბავშვი.
განსაკუთრებით შესამჩნევი იყო სტრესი ქალებისთვის, რაც აისახებოდა ოჯახთან და მეგობრებთან ნეგატიურ ურთიერთობაში, კონფრონტაციულ საუბრებში და თანამშრომლობითი საჭიროებების რიცხვსა და მრავალფეროვნებაში. რესპონდენტებო, რომლებიც ეთნიკურ უმცირესობებს წარმოადგენდნენ, ასევე განიცდიდნენ უფრო დიდ სტრესს გარკვეულ სფეროებში: ზეწოლა მიზნების მისაღწევად, რომლებიც არ შეესაბამება პირად ღირებულებებს, პოლიტიკური გადაწყვეტილება და გაურკვევლობა სანდოობასთან დაკავშირებით.
პრაქტიკული მიდგომა მიკროსტრესების წინააღმდეგ
ადამიანები უნდა გახდნენ მიზანმიმართულები თავიანთი ურთიერთქმედების ყოველდღიურ მართვაში, რათა დროთა განმავლობაში მიკროსტრესთან გამკლავების ჩვევა გამოიმუშაონ. იმის შესამოწმებლად, თუ როგორ უნდა მივეჩვიოთ ამას, შეიმუშავეს სპეციალური მიდგომა. ექსპერიმენტში 20 მაღალპერფორმანსიანი პროფესიონალი მონაწილეობდა.
პირველი კვირის დასაწყისში, მონაწილეებს სთხოვეს აერჩიათ მიკროსტრესის ერთი წყარო, რომელზეც ისინი ყურადღებას გაამახვილებდნენ მომდევნო კვირის განმავლობაში და გაეზიარებინათ მასზე მოქმედების წერილობითი გეგმა. ადამიანები ჩვეულებრივ ირჩევენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა და-ძმებთან ურთიერთობის გაუმჯობესება, ხანდაზმულ მშობლებზე ზრუნვასთან დაკავშირებით, ისეთ ხელმძღვანელთან დაახლოება, რომელიც სწრაფად ცვლის მოლოდინებს, მიზნების შეუსაბამობის მოგვარებას კოლეგებთან, გუნდის წევრებთან… მკვლევრები თანამშრომლობდნენ მონაწილეთა ორგანიზაციის სხვა წევრებთან, რომლებიც ასევე იღებდნენ მონაწილეობას ექსპერიმენტში, როგორც კოლეგების მხარდამჭერები. მომდევნო პარასკევს, მონაწილეებს სთხოვეს ელექტრონული ფოსტით გაეგზავნათ მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები და შედეგები.
სამუშაო კვირის განმავლობაში მონაწილეებს აგრძნობინებდნენ მხარდაჭერას და სთავაზობდნენ იდეებს მიკროსტრესთან გასამკლავებლად. თავდაპირველად ყველა მონაწილე ნერვიულობდა მოქმედებაზე. მათი პირველი ორშაბათის ელ.ფოსტის ტონში შეიმჩნეოდა შფოთვა უკან დახევის შესახებ. მიუხედავად ამისა, პარასკევისთვის, უკუკავშირი პოზიტიური იყო. მონაწილეებმა მართლაც გადადგეს ნაბიჯები მიკროსტრესის შესამცირებლად. მაგალითად, ესაუბრებოდნენ და-ძმას იმის შესახებ, თუ როგორ გრძნობენ თავს და ა.შ.
წყარო: HBR