in

როგორ გავხადოთ ვებგვერდი ყველასთვის ხელმისაწვდომი

ჩვენ ყველანი შევსულვართ საიტებზე, რომელთა გამოყენებაც არც ისე პრაქტიკულია. ეს გულისხმობს ხშირად ამომხტარ ფანჯრებს ყველა გვერდზე, გადატვირთულ კონტენტს, ძალიან ბევრ რეკლამას, გვერდის რთულად ჩატვირთვას და ბევრ სხვა პრობლემას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევებმა დაადგინა, რომ ვებსაიტების უმეტესობა არაა ადაპტირებული შშმ პირებზე. მაშინ, როცა გლობალური მოსახლეობის დაახლოებით 15% შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა და არასწორად შემუშავებული ვებსაიტები მათთვის, ფაქტობრივად, გამოუსადეგარია. ეს შეიძლება მოიცავდეს ფოტოების განთავსებას ალტერნატიული ტექსტის გარეშე, ვიდეოებს სუბტიტრების გარეშე და ბმულებს, რომლებიც არ მიუთითებს იმაზე, თუ სად გადაგიყვანთ.

პრობლემას ხშირად ფერების ისეთი კონტრასტებიც წარმოადგენს, რომლებიც შეუძლებელს ხდის ვებსაიტის ელემენტების გარჩევას. ეს არა მხოლოდ დისკომფორტს უქმნის მომხმარებელს, არამედ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს შეიძლება ხელი შეუშალოს ამოცანების ონლაინ შესრულებაში.

არსებობს რამდენიმე საქმე, რომელიც სწორედ ამ თემატიკას ეხება და ვეცდებით, მაგალითები გაგიზიაროთ. სუპერმარკეტების ავსტრალიურ გიგანტს, Coles-ს უსინათლო მომხმარებელმა იმის გამო უჩივლა, რომ მათი ვებგვერდის მეშვეობით შოპინგი შეუძლებელი იყო მისთვის. დავა 10 წელიწადს გაგრძელდა და საბოლოოდ, Coles იძულებული გახდა, გაეუმჯობესებინა და ხელმისაწვდომი გაეხადა ვებგვერდი.

ციფრულ სააგენტო Evoluted-ში სერიოზულად იღებენ პასუხისმგებლობას, წარმართონ განათლება ვებსაიტების საუკეთესო პრაქტიკის შესახებ. მათ გამოუშვეს ყოვლისმომცველი უფასო გზამკვლევი ვებსაიტის UX-ისთვის, რომელიც დიდ ყურადღებას ამახვილებს ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე და დატვირთულია პრაქტიკული რჩევებით უკეთესი მომხმარებლის გამოცდილების უზრუნველსაყოფად. მათ სურთ, რომ ბრენდებმა და ინდივიდებმა გამოიყენონ ეს გზამკვლევი, რომ მათი ვებსაიტები ყველასთვის გამოსადეგი გახადონ.

Web 3.0-ის აღზევება, როგორც ჩანს, შესანიშნავი შანსია წარსულში დატოვოთ მიუწვდომელი ვებსაიტები, შექმნათ უკეთესი, უფრო ინკლუზიური ინტერნეტი.

წარმოგიდგენთ 3 მარტივ გზას თქვენი ვებსაიტის ხელმისაწვდომობისთვის

შეამოწმეთ ფერის კონტრასტი:

დარწმუნდით, რომ ტექსტი იკითხება თქვეს მიერ გამოყენებულ ფონზე – ცუდი ფერის კონტრასტებმა შეიძლება ვებსაიტები ძირითადად გამოუსადეგარი გახადოს მხედველობის დარღვევის მქონე მომხმარებლებისთვის.

თუ არ ხართ დარწმუნებული, როგორ გამოთვალოთ თქვენი კონტრასტის კოეფიციენტები, არსებობს უფასო ხელსაწყოები, რომლებიც ამას აკეთებენ თქვენთვის. ამისთვის საჭიროა ის კოდი შეიყვანოთ, რომელსაც ფერებისთვის იყენებთ.

აალაპარაკეთ სიტყვები:
აუცილებელია მოკლე, მკაფიო წინადადებები, დაწერილი ადამიანებისთვის და არა საძიებო სისტემებისთვის. ამ გზით წერა თქვენს კონტენტს ხდის ბევრად უფრო მარტივსა და აღქმადს ყველასთვის. ყურადღება მიაქციეთ შრიფტსაც. შეიძლება გინდოდეთ ძალიან კრეატიული შრიფტის გამოყენება, მაგრამ თუ ის წაკითხვადი არაა და მომხმარებელი წვალობს, რომ გაარჩიოს, არ გამოიყენოთ ეს შრიფტი.

მულტიმედია:

დარწმუნდით, რომ თქვენი მულტიმედიური კონტენტით ყველას შეუძლია ისარგებლოს. დამტკიცებულია, რომ ვიდეოებზე სუბტიტრების დამატება გაზრდის ჩართულობას და ყურების დროს.

ასევე მნიშვნელოვანია, ფოტოებს ჰქონდეს ალტერნატიული ტექსტები, რომლებსაც ბრაუზერი ხმამაღლა წაიკითხავს, რათა მხედველობადაქვეითებულმა ადამიანებმა შეძლონ მისი გაგება.

აღსანიშნავია, რომ დიდმა ტექკომპანიებმა აქტიურად დაიწყეს ამაზე ზრუნვა. Twitter-მა და Linkedin-მა დაამატეს გამოსახულების ალტერნატიული ტექსტის დამატების შესაძლებლობა, ხოლო Microsoft Edge ხელმძღვანელობს კამპანიას ალტ ტექსტის გამოყენების გაზრდის მიზნით მთელ მსოფლიოში.

Google-ის აპლიკაცია პერსონალური ინფორმაციის წაშლაში დაგეხმარებათ

ჰოლოგრაფიულ მიკროსკოპს თაგვის ტვინში ჩახედვა შეუძლია — ქირურგიული ჩარევების გარეშე