in

„ხუთშაბათის შეხვედრები“: როგორ გავყიდოთ მეტი? — ნათია გავარდაშვილი

„თიბისი ბიზნესისთვის“ პანელური დისკუსიების სერია გრძელდება — ე. წ. „ხუთშაბათის შეხვედრები“, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლები სფეროსთან დაკავშირებულ მწვავე საკითხებზე საუბრობენ. ამჯერად მრგვალი მაგიდის ირგვლივ შეიკრიბებიან გაყიდვების სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც ისაუბრებენ იმაზე, თუ როგორ გავყიდოთ მეტი.

25 იანვარს შეხვდებით: არჩილ ფირიაშვილს (VELI.STORE), ნათია გავარდაშვილსა (VISA) და თუთიკო მუჯირს (ZOOMMER). მოწვეული სტუმრები გაყიდვების სხვადასხვა კამპანიასა და მომხმარებლის დაინტერესების ამა თუ იმ ხერხზე ილაპარაკებენ, რაც კონკურენტულ გარემოში ბიზნესის მართვას ეხება.

მანამდე კი სტატიაში ნათია გავარდაშვილის, VISA-ს ბიზნესგანვითარების დირექტორის კავკასიაში, აზრებს გაგიზიარებთ, რომლებიც პირდაპირ გაყიდვების სფეროს და ერთგვარ წარმატების ფორმულას უკავშირდება.

M: დღევანდელ რეალობაში როგორ შეიცვალა თანამედროვე მომხმარებლების დამოკიდებულება ელ.კომერციის მიმართ? თუკი აქამდე ძირითადად შოპინგის „ტრადიციულ“ ფორმას ირჩევდნენ, დღეისათვის რამდენად დიდი მოთხოვნაა ელ.კომერციაში? 

ელექტრონულმა კომერციამ საინტერესო გზა განვლო, სანამ ის შოპინგისტრადიციულფორმას მნიშვნელოვან კონკურენციას გაუწევდა და რიგ შემთხვევაში ჩაანაცვლებდა კიდეც მას. ინდუსტრიის რაპიდული განვითარების, ერთერთი ყველასთვის კარგად ცნობილი მიზეზი გლობალური პანდემიაა. მან ბიზნესებს ინოვაციურობისა და გაციფრულების მოთხოვნა წაუყენა, მომხმარებლებისთვის კი სავაჭრო ჩვევების შეცვლის საჭიროება გააჩინა. ციფრული გადახდების ინტეგრაციაზრდამაც დიდი როლი ითამაშა ელექტრონული კომერციის სწრაფ განვითარებაში.  

როდესაც ვსაუბრობთ ციფრულ გადახდებზე, მნიშვნელოვანი ფაქტორია დაცულობა და უსაფრთხოება. ჩვენი კვლევების მიხედვით, ონლაინ შოპინგის დროს 4 მომხმარებლიდან 3 მომხმარებლისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია დარწუნმდეს, რომ გადახდა იქნება უსაფრთხო და მისი მონაცემებიდაცული. Visa დიდ ძალისხმევას დებს იმაში, რომ ელ.კომერცია, კომფორტულთან ერთად, მაქსიმალურად დაცულიც იყოს. სწორედ ამიტომ დავიწყეთ „Stay Secure“ კამპანია და ჩავატარეთ კვლევა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის (CEMEA) რეგიონში შემავალ 17 ქვეყანაში. აღნიშნული კამპანია ორიენტირებულია მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებაზე, განათლების გაძლიერებაზე და ნდობის ჩამოყალიბებაზე სოციალური ინჟინერიის საფრთხეებთან საბრძოლველად.

Visa- ქსელი მოიცავს 200-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიას, დაახლოებით 14500 ფინანსურ ინსტიტუტს და 130 მილიონზე მეტ ბიზნესს. მხოლოდ 2023 ფინანსურ წლის განმავლობაში Visa ბარათით შედგა 276 მილიარდი ტრანზაქცია. შესაბამისად, შევთავაზოთ მომხმარებელს და პარტნიორებს ინოვაციური და ეფექტურ გადაწყვეტა, რომლებიც თაღლითობის საფრთხეს მინიმუმამდე ამცირებს ჩვენი საქმის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ერთერთი ასეთი გლობალური გადაწყვეტაა CyberSource, რომელიც ეხმარება ბიზნესებს მიიღონ გადახდები სხვადასხვა არხებით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. CyberSource უსაფრთხოდ ინახავს მომხმარებლის სენსიტიურ მონაცემებს და მინიმუმამდე ამცირებს თაღლითურ ტრანზაქციებს.

M: როგორ ფიქრობთ, რა სჭირდება ელ.კომერციას იმისთვის, რომ წარმატებული იყოს და კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნოს?

Visa- საქმიანობა 60 წელზე მეტს ითვლის. როგორც მსოფლიოში ლიდერი ტექნოლოგიური კომპანიისთვის, ჩვენი მუდმივი ორიენტირია მომხმარებლებზე ზრუნვა. შესაბამისად, ვფიქრობ, მომხმარებლის გამოცდილება — რაც თავისთავად მოიაზრებს სწრაფ და უსაფრთხო გადახდებს, ინოვაციურ მიდგომებს — უპირობო ფაქტორია ელ.კომერციის წარმატებაში

გადახდების ჭრილში რომ ვისაუბროთ, Visa- 2022 წლის გლობალურმა ბიზნეს კვლევამ (Visa Back to Business Global Study) აჩვენა, რომ გამოკითხულ მცირე ბიზნესთა 73%-ისთვის ციფრული გადახდის ახალი მეთოდები ფუნდამენტურია მათი წარმოების ზრდისთვის. რაც შეეხებათ მომხმარებლებს, გამოკითხულთა 41% სრულად ციფრულ გადახდებზე გადასვლას გეგმავს ან უკვე დაემშვიდობა ნაღდ ანგარიშსწორებას.

აღნიშნულ საჭიროებებზე საპასუხოდ, გასულ წელს წარვუდგინეთ მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებს Visa-სა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ერთობლივი ინიციატივა — „Ecommerce in a box“. პროექტი ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის (SMEs) მხარდაჭერასა და ბიზნესების ციფრული საქმიანობის განვითარების ხელშეწყობას, ელექტრონულ კომერციაში გაფართოების მიზნით. პროექტის ფარგლებში, ხელი შევუწყვეთ 200+ ბიზნესის გაციფურლებას, რითაც ძალიან ვამაყობთ.

ახალი კამერა აფიქსირებს, როგორ ხედავენ ცხოველები ფერებს

3 მოთხოვნადი პროფესია, რომელთა დაუფლებაც სმარტ აკადემიაში შეგიძლია