in

როგორ გავზარდოთ Email გამომწერთა სია

ალბათ იცით, რომ ელ.ფოსტის დიდი სიის არსებობამ შეიძლება გამოიწვიოს მეტი გაყიდვები, მიმდევრები და ბაზრის კვლევა. დიდი კონკურენციის პირობებში, რთულია, ხალხი აიძულო, დაგიტოვონ საკუთარი ელ.ფოსტა. თუმცა, მეორე მხრივ, თუ გაქვთ უნარი, დაარწმუნოთ ისინი, რომ გამოიწერონ თქვენი არხები საკუთარი მეილით, ჩათვალეთ, რომ მიიღებთ მომხმარებლებისა და მიმდევრების დიდ რაოდენობას.

მარკეტინგში ელ.ფოსტას ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ROI აქვს შეგიძლიათ თქვენი სია გამოიყენოთ ბაზრის კვლევის ჩასატარებლად, უკეთესი შინაარსისა და პროდუქტების შეთავაზებისთვის.

თუ გსურთ გაიზარდოთ თქვენი ელ.ფოსტის სია, თქვენ უნდა დაიწყოთ ელექტრონული ფოსტის მარკეტინგის შესანიშნავი სერვისით, რომელიც დაგეხმარებათ მართოთ თქვენი აბონენტები. არსებობს რამდენიმე ასეთი პლატფორმა.

Constant Contact, Sendinblue, MailerLite, Omnisend, HubSpot და სხვა. 

შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ ელ.ფოსტის სიის გაზრდის უმარტივესი ნაწილი თვითონ ელ.ფოსტის გაგზავნაა.

ხშირად ადამიანები ნერვიულობენ, თუ რა დაწერონ ასეთ მეილში. არადა, არსებობს უამრავი შაბლონი, გზამკვლევი და ქოფირაითერებიც კი, რომლებიც დაგეხმარებათ. გარდა ამისა, კარგი ელ. ფოსტის გასაღები არის ადვილად წასაკითხი შინაარსის დაწერა, რომელიც სასაუბროდ ჟღერს და არ არის დატვირთული.

ასევე ფიქრობენ, რომ ელ.ფოსტის გასაგზავნად აუცილებელია დიზაინის კარგი უნარ-ჩვევები. თუმცა ელ.ფოსტის უმეტესობა უკეთესად მუშაობს, როდესაც ისინი უბრალოდ ტექსტურია და მოკლედ ინახება. თუ გსურთ, დაამატოთ სურათები ან თუნდაც gif ან meme, არსებობს ათობით შესანიშნავი ელექტრონული ფოსტის მარკეტინგის პლატფორმა, რომელიც მოიცავს შაბლონებს და რამდენიმე მათგანი უკვე ჩამოგითვალეთ. 

მაგალითისთვის ავიღოთ, Constant Contact, რომელსაც ასობით შაბლონი აქვს და მისი დახმარებით, შეძლებთ დაწეროთ კარგი ელექტრონული წერილი. ასევე, მას გააჩნია ავტომატიზაციისა და სეგმენტაციის მრავალი ფუნქცია, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი სიების ორგანიზებაში და თქვენი ელ.ფოსტის კამპანიების დაგეგმვაში.

სირთულეები

თქვენი ელ.ფოსტის სიის განვითარება ორი სირთულისგან შედგება: ხალხის სიაში გაწევრიანება და ხალხის შენარჩუნება. თუ გინდათ, რომ ადამიანებმა მარტივად მოგაწოდონ ელ.ფოსტა, მათ სანაცვლოდ რამეს უნდა დაჰპირდეთ. მაგალითად, უფასო ან ღირებული ინფორმაციის მიწოდებას.

იმის მერე, რაც უკვე თქვენი გამომწერი გახდება, უნდა ეცადოთ, არ გაუწბილოთ იმედი, რათა დარჩეს თქვენს სიებში. 

ყველაზე მარტივი გზა მაინც შინაარსის უფასო ნაწილის მიწოდებაა. ეს შეიძლება იყოს ბმული ექსკლუზიური ვიდეოსთვის, ჩამოსატვირთი სახელმძღვანელო ან ნებისმიერი საინტერესო რესურსი.

თქვენ მოგიწევთ ცოტა დრო დახარჯოთ ამ უფასო კონტენტის შესაქმნელად, როგორიცაა ვიდეოს ჩაწერა ან გრაფიკის შექმნა, მაგრამ გიღირთ. როცა მზად იქნებით, შეგიძლიათ, გამოაქვეყნოთ თქვენი უფასო სერვისის შესახებ სოციალურ მედიაში, დაამატოთ ის, როგორც ფანჯარა ვებსაიტზე, ან შესთავაზოთ მას ქსელურ ჯგუფებში.

ასევე, ბოლოს უნდა შევეხოთ ერთ პრობლემას, რომელსაც კომპანიები ხშირად აწყდებიან. მათ უჭირთ პოტენციურ გამომწერებს, სთხოვონ გამოწერა, რადგან ჰგონიათ, რომ ამით გააღიზიანებენ მათ. მარკეტერები გვეუბნებიან, რომ არსებობს აბონენტების მოპოვების ხელოვნება, თქვენ უბრალოდ სწორი გზით უნდა წახვიდეთ.

მოწვევის ფორმულირება ისე, თითქოს ადამიანებს რაიმე ღირებულზე ან ექსკლუზიურზე ეპატიჟებით, თქვენს სიაში შეერთების სურვილს გააჩენს. 

გამოიყენეთ სოციალური მედია

მას შემდეგ, რაც ზემოთ მოცემულ ნაბიჯებს გაივლით, აუცილებლად იფიქრეთ სოციალურ მედიაზეც. სოციალური მედია არის კიდევ ერთი შესანიშნავი გზა, რათა აცნობოთ ხალხს თქვენი სიის შესახებ და შემდეგ სთხოვოთ მათ გამოწერა. თქვენ შეგიძლიათ, დაამატოთ CTA-ები თქვენს პოსტებში, შეგიძლიათ თქვენი სიის პოპულარიზაცია თქვენს Instagram-ის სთორებში, ან მიამაგროთ თქვენი მოწვევა პროფილზე. იგივე მეთოდები მუშაობს Facebook, Pinterest და LinkedIn-ზეც. განსაკუთრებით კარგი გზა ახალი აბონენტების მოსაპოვებლად არის Twitter, რადგან შეგიძლიათ გააზიაროთ მოკლე ფრაგმენტები თქვენი საინფორმაციო კონტენტიდან და აქვე მოუწოდოთ ხალხს, გამოიწერონ თქვენი კონტენტი.

რა უნდა იცოდნენ მარკეტერებმა Facebook-ის ცვლილებების შესახებ?

იყავი SMART! – ისწავლე, გაერთე და განვითარდი „ალტას” მომავლის ტექნიკით