in

როგორ გავზარდოთ მარკეტინგულ კამპანიებში მომხმარებლის ჩართულობა სწრაფად?

Startauperi
Startauperi

თუ მარკეტერი ხართ, ალბათ თქვენთვისაც ნაცნობია ის იმედგაცრუება, რომელიც გულდასმით შექმნილ ციფრულ რეკლამებს მოსდევს. დღევანდელ რეალობაში უკვე ტრადიციად იქცა, რომ ნაცვლად ჩართულობისა, სამიზნე აუდიტორიაში რეკლამა გაღიზიანებას იწვევს. მაშინ, როდესაც მომხმარებელი დღეში 6000-ზე მეტ რეკლამას ხედავს, გასაკვირი აღარაა, რომ ციფრული სარეკლამო კამპანიები ეფექტურობას კარგავს და მომხმარებლის მხრიდან იგნორდება ან იბლოკება. ის ფენომენი სტატისტიკაშიც ისახება და მარკეტინგულ ინდუსტრიას ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს აკარგვინებს. 

შესაბამისად, ჩნდება კითხვა: როგორ მოვარგოთ მარკეტინგული კამპანიები თანამედროვე მომხმარებლის სურვილებს, დავაინტერესოთ და მივაღწიოთ კამპანიებში ფართო აუდიტორიის ჩართულობას? 

პრობლემის ანალიზი: რატომ ვმარცხდებით ტრადიციული კამპანიებით?

დღევანდელ რეალობაში თანამედროვე მომხმარებლის პრეფერენციები შეცვლილია. ინტერნეტ მომხმარებელს ინტერესი გაუქრა ბრენდის რეკლამისადმი და მას მხოლოდ დისტრაქციად და ხელის შემშლელ ფაქტორად აღიქვამს. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ ინტერნეტ სივრცეში ერთ-ერთ ყველაზე მოხმარებად ღილაკად ‘Skip’ იქცა. ამ ფენომენს რამდენიმე ახსნა აქვს: 

  • ყურადღების დიაპაზონის შემცირება: ბოლო დროინდელი კვლევები აჩვენებს, რომ ინტერნეტ მომხმარებლის საშუალო ყურადღების დიაპაზონი დაახლოებით 2 წამამდეა შემცირებული. ფოკუსირების უნარის შემცირების ფონზე მომხმარებელი პრიორიტეტს ავთენტურ კონტენტს ანიჭებს, ხოლო ტრადიციულ რეკლამებს მიიჩნევს ბარიერად, რომელიც აფერხებს გასართობი ან შემეცნებითი კონტენტის დინებას.
  • რეკლამებისგან გადაღლა: ყოველდღიურად, სხვადასხვა არხზე, მომხმარებელი ათასობით რეკლამით იბომბება. შესაბამისად, სარეკლამო კონტენტი მისთვის ფაქტობრივად უხილავია და ბრენდისთვის მომხმარებლის ყურადღების მიპყრობა რთულად მისაღწევია. 
  • იმიტირებული ინტერაქციულობა, ჩართულობის სურვილის ნაკლებობა: ტრადიციული კამპანიები ძირითად შემთხვევაში არაინტერაქციულია და აქტიური მონაწილეობის ნაცვლად მომხმარებელს პასიური დამკვირვებლის როლში ყოფნას სთავაზობს. ამ პირობებში, ნაკლებია მომხმარებლის მხრიდან ჩართულობის სურვილი და რეკლამებზე დაწკაპუნების 1/3 უბრალოდ შემთხვევითია.

გაიცანით ARtttify: იმერსიული გამოწვევა-გათამაშებების პლატფორმა, ვირუსული კამპანიები შესაქმნელად და მომხმარებლის ჩართულობის გასაზრდელად

ARtttify მარკეტინგული პლატფორმაა, რომელიც ახალ მიდგომას გვთავაზობს კამპანიების ეფექტურობის გასაზრდელად და შედეგების გასაუმჯობესებლად. Ნაცვლად ტრადიციული ხასიათის კამპანიებისა, ARtttify მარკეტერებს შესაძლებლობას გვაძლევს AI-ის დახმარებით, რამდენიმე წუთში შევქმნათ და გამოვაქვეყნოთ უნიკალური, იმერსიული ხასიათის გამოწვევა-გათამაშებები და დავაჯილდოვოთ მომხმარებლები კამპანიაში აქტიური ჩართულობის სანაცვლოდ. 

აი, როგორ ეხმარება ბრენდებს ARtttify , რომ უხილავი კამპანიები მაღალი ჩართულობის მქონე კამპანიებად გარდაქმნან:

  • იმერსიული გამოცდილება: აუგმენტური რეალობის დახმარებით ARtttify აცოცხლებს და სახალისოს ხდის კამპანიასთან ინტერაქციას, რაც ფაქტობრივად შეუძლებელია ტრადიციული ციფრული სარეკლამო კამპანიების შემთხვევაში.
  • ჩართულობის მოტივაცია: ARtttify-ის დახმარებით ბრენდები მომხმარებელს გამოწვევა-გათამაშებებს სთავაზობენ, მათ კამპანიის მთავარ გმირად აქცევენ და აქტიურ მონაწილეობას განაპირობებენ.
  • სოციალური გაზიარება: გამოწვევა-გათამაშებების ფარგლებში მომხმარებლები დაბრენდილი აუგმენტური რეალობის ფილტრების გამოყენებით ქმნიან ვიდეო კონტენტს და მას სოც ქსელებში აზიარებენ. ამგვარად,  ბრენდი ხმას აწვდენს უფრო ფართო აუდიტორიას ავთენტური კონტენტის მეშვეობით და კამპანიას ხდის ვირუსულს.
  • გაზომვადი შედეგები: კამპანიის დეტალური ანალიტიკითა და კონკრეტულ შედეგებზე წვდომით ბრენდები თვალყურს ადევნებენ რეალურ დროში ჩართულობის ხარისხს, ზომავენ ROI-ის და ახდენენ მარკეტინგული სტრატეგიების ოპტიმიზაციას.

რას იღებენ ბრენდები შედეგად?

  • გაზრდილ წვდომას სამიზნე აუდიტორიაზე
  • პოპულარიზაციას ათასობით UGC-ის მეშვეობით
  • ვირუსული ბუნების კამპანიებს
  • ლოალურ მომხმარებელს
  • სხვადასხვა არხზე მიმოფანტული მონაცემების ნაცვლად ერთ სივრცეში ინტეგრირებულ ანალიტიკას

რატომ უნდა დაინტერესდნენ მარკეტერები?

ARtttify-ის დამფუძნებელმა გაგვიზიარა  რამდენიმე შთამბეჭდავი შედეგი მათი ადრეული კამპანიებიდან. „ჩვენ ჩავუშვით 32 სატესტო კამპანია მოდის, კვებისა და სასმლის, ჯანსაღი ცხოვრების, სილამაზის, კოსმეტიკისა და სხვა ინდუსტრიებისთვის, სადაც ჩართულობის მაჩვენებლები ფენომენალური იყო. საუბარია მომხმარებელთა ჩართულობის 90%-იან ზრდაზე ტრადიციულ კამპანიებთან შედარებით“, – მარიამ ხარაზიშვილი, ARtttify-ს დამფუძნებელი.

ამ კამპანიებმა შექმნა მომხმარებლის მიერ ბრენდებისთვის გენერირებული ათასობით კონტენტი, რაც ხაზს უსვამს პლატფორმის უნარს შექმნას ვირუსული, ავთენტური ჩართულობა. გარდა ამისა, კამპანიებმა აჩვენა ერთი მომხმარებლის შეძენის ხარჯის საშუალოდ $20-იდან $2-მდე შემცირება – რაც ვალიდური მიზეზია, რომ თქვენც სცადოთ ARtttify.

სამუდამო ფასდაკლება ქართული ბრენდებისთვის: როგორ მივიღოთ ის?

ეწვიეთ ARtttify-ის რათა გაიგოთ როგორ გარდაქმნის თქვენს მარკეტინგულ სტრატეგიასა და შედეგებს ეს ინოვაციური პლატფორმა. შემოუერთდით მომლოდინეთა სიას და გუნდი დაგიკავშირდებათ 24 საათის განმავლობაში. პირველი 20 ბრენდი მიიღებს სამუდამო 50%-იან ფასდაკლებას.

[პარტნიორის კონტენტი]

პრემია „ელისომ“ გამარჯვებულები გამოავლინა

ტოპ|ქარდის პორტფელის ლიბერთიში მიგრაცია დასრულებულია