ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ ბრენდის ძალაზე, მაგრამ ძალიან ხშირად, ბრენდის შენების ღირებულება დადის კეთილ სურვილებსა და ფანტაზიებამდე დადის. მაინც, როგორ გავზომოთ, რამდენად გამორჩეული და ავტორიტეტულია ბრენდი?
Moz ბრენდის მეტრიკის შესწავლითა და შესაბამისი ინსტრუმენტების შექმნითაა დაკავებული. ბრენდის ავტორიტეტის გაზომვა (ანუ მარტივად რომ ვთქვათ, „გაუზომვადი“ ინფორმაციის „გაზომვად“ მონაცემად ქცევვა) მისი ერთ-ერთი როლია.
Moz-ის მეტრიკაში ახალი ვიზუალიზაცაა დამატებული. ეს ბადე თქვენი ბრენდის ავტორიტეტს კონკურენტებისას ადარებს. მაგალითის სახით, აქ წარმოდგენილია ელექტრომობილების მწარმოებელ Lucid Motors-ის მონაცემები.
ადვილია იმაზე დაკვირვება, თუ როგორია Lucid-ის მონაცემები, კონკურენტებთან შედარებით და სად საჭიროებს მისი ავტორიტეტი გაუმჯობესებას.
რა არის ბრენდის ავტორიტეტი?
ბრენდის ავტორიტეტი არის Moz-ის მიერ შემუშავებული მაჩვენებელი, რომელიც ზომავს ბრენდის სიძლიერეს. თუ დომენის ავტორიტეტი ზომავს საძიებო სისტემებში არსებულ რეიტინგს, ბრენდის ავტორიტეტი ზომავს თქვენს ფართო გავლენას მარკეტინგულ არხებზე.
რატომ არის საჭირო ბრენდის ავტორიტეტის გაზომვა?
ჩვენ ვიცით, რომ ბრენდებს აქვთ წონა მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვხედავთ ბრენდების გავლენას ძიების შედეგების შესწავლისას, მაშინაც კი, თუ ამ გავლენის დეტალების დადგენა რთულია. შეგვიძლია განვიხილოთ ეს ილუსტრაცია, რომელიც Google-ის ხარისხის შეფასების გაიდლაინიდანაა:
როდესაც დღეს, 2023 წელს, ვინმე Google-ში Apple-ს ეძებს, გუგლი ფიქრობს, რომ ბრენდს გულისხმობენ. ესაა დომინანტური ინტერპრეტაცია. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი Apple.com-ს საკმარისად გამართული SEO არ აქვს, აუდიტორია მოელის, რომ Apple ძიებაში მოწინავე პოზიციაზე აღმოჩნდება.
ასევე, ვიცით, რომ Google-ს რეალურ სამყაროში არსებული ცნებები ესმის და ცდილობს შესაბამისად დაალაგოს ძიების რეზულტატი, რაც ცოდნის გრაფის შედეგებში აისახება. Google-ის ამოცანაა რეალური სამყაროს მოდელირება და ცხადია, ბრენდები ამ სამყაროს უზარმაზარი ნაწილია.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველას ინტუიციურად გვესმის, რა არის „ბრენდი“ და გვაქვს საკუთარი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რომელი ბრენდებია მნიშვნელოვანი, ხშირად ვერ ვუმკლავდებით ბრენდის სიძლიერის გაზომვას. ასევე ხშირად, ჩვენი საკუთარი მიკერძოებითა და წარმოდგენებით ვართ შეზღუდულები.
როგორ მუშაობს ეს ყველაფერი?
როდესაც ვინმე შედის Google-ში და ეძებს “apple”-ს, “apple store”-ს ან “apple-ის მომხმარებელთა მომსახურებას”, მათ უკვე აქვთ ინფორმაცია Apple-ის ბრენდის შესახებ. ანალოგიურად, თუ ისინი ეძებენ ტერმინებს, როგორიცაა iPad, MacBook ან AirPods Pro, ე.ი. ისინი არიან Apple-ის ბრენდის გავლენის ქვეშ, მაშინაც კი, თუ ისინი არასოდეს იყენებდნენ სიტყვა „ვაშლს“.
ბრენდის ავტორიტეტის საზომი იყენებს Moz-ის ორ ძირითად უპირატესობას: (1) ერთი მხრივ, ესაა ჩვენი ღრმა ცოდნა ძიების შედეგებისა და ძიების მდიდარი ფუნქციების შესახებ და (2) ძიების მოცულობის ინფორმაციის მონაცემთა ვრცელი ბაზა. Google-ის მრავალფეროვანი შედეგებისა და ბრენდის პოზიციონირების გამოყენებით, შეგვიძლია აღმოვაჩინოთ ბრენდის ტერმინების ფართო არჩევანი, რათა გავიგოთ, რამდენად ხშირად ეძებენ ადამიანები ამ ბრენდს და გამოვთვალოთ შესაბამისი მეტრიკა.
რაში გამოვიყენოთ ეს ყველაფერი?
ნებისმიერ დროს, როდესაც ვებგვერდის ბრენდთან დაკავშირება და მისი ფართო გავლენის გაგება გჭირდებათ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ბრენდის ავტორიტეტი. გამოყენების რამდენიმე ძირითადი ვარიანტია:
სიძლიერისა და ხარვეზების ანალიზი
ბრენდის ავტორიტეტის გამოთვლა დაგეხმარებათ უკეთ შეაფასოთ თქვენი, როგორც ბრენდის ძალა და გამოავლინოთ განვითარების შესაძლებლობები. თქვენი ვებგვერდის სუპეროპტიმიზაციამ შეიძლება გამოიწვიოს შემოსავლის შემცირება (და ცუდი ROI), თუ არავინ იცის, რას წარმოადგენთ. მეორე მხრივ, თუ უფრო ცნობილი ბრენდი ხართ, მაგრამ ნაკლებად გაქვთ კომუნიკაცია ონლაინში, თქვენს SEO და კონტენტ მიმართულებით ინვესტიცია შეიძლება ბევრად უკეთესი გზა იყოს, ვიდრე მეტი ოფლაინ რეკლამა.
ბრენდის ღირებულების/პოტენციალის შეფასება
ბრენდის ავტორიტეტი საშუალებას გაძლევთ გაზომოთ ბრენდის უფრო ფართო გავლენა და დაგეხმაროთ განსაზღვროთ, რომელია თქვენთვის უკეთესი შესაძლებლობა. საკმაოდ სოლიდურ ბრენდებსაც შეუძლიათ არაეფექტური ვებგვერდის შექმნა და უცნობ კომპანიებსაც შეუძლიათ ეფექტური ვებგვერდის შემუშავება.
ციფრული კომუნიკაციის გავლენის გაზომვა
PR-ის წარმატების საიდუმლო ციფრულ სივრცეში მოხსენიების ინტენსივობაა. ბრენდის ავტორიტეტის მეტრიკა საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტოებს ეხმარება, იპოვონ სწრაფი და მარტივი გზა, PR კამპანიების ფართო გავლენის განსაზღვრისთვის.
წყარო: moz