in ,

რას ნიშნავს რიცხვი “76” Soweto-ს ლუდზე და როგორ გახდა ის განათლებისა და პატრიოტიზმის მხარდამჭერი?

რეკლამა, რომელსაც ქვემოთ იხილავთ, შეიძლება არ არის ხელოვნების ნიმუში, მაგრამ ის პატრიოტიზმსა და ისტორიის პატივისცემას ეხება. მართალია, საუბარი ლუდზეა, რომლსაც აფრიკაში აწარმოებენ, მაგრამ მისი სახელი სამხრეთ აფრიკის ერთ–ერთ ისტორიულ მომენტთან არის დაკავშირებული.

BOG

ლუდსახარშმა Soweto–მ საიუბილეო ლუდი გამოუშვა – Soweto Gold “76”ამ ლუდის წარმოებაში ყველაფერი 76 წელთან არის დაკავშირებული: ლუდს 76 დღის მანძილზე აჩერებენ კასრებში იმისთვის, რომ ალკოჰოლის დონემ 7,6 % მიაღწიოს. ლუდის წარმოებაში ირლანდიური ვისკის Jameson–ის ტექნოლოგიაა გამოყენებული. ლუდსახარშმა Soweto–მ Jameson–თან პარტნიორობა ერთი მიზეზით გადაწყვიტა, Jameson–ის ყველა ბოთლზე არის წარწერა “Sine Metu” – შიშის გარეშე, რაც მათ ფასეულობებთან არის კავშირში.

 

 

მოგეხსენებათ, 1976 წლის 16 ივნისს მომხდარ საპროტესტო აქციას უამრავი ახალგაზრდა შეეწირა. ისინი განათლების სისტემაში ცვლილებას და ენობრივ დამოუკიდებლობას მოითხოვდნენ. დღეს იმ ახალგაზრდების ხელმოწერა, რომლებიც უკვე ასაკში არიან, ამშვენებს ლუდის 76 განსაკუთრებულ ბოთლს და პოსტერს, რომელიც ონლაინ აუქციონზე გაიტანეს. შემოსული თანხები Dr. Nthato Motlana Foundation’s “Spirit of Youth”–ს გადაეცემა, განათლების განვითარებისთვის.

ასე გადაიქცა ალკოჰოლური სასმელი Soweto თავისუფლების, პატრიოტიზმისა და ცოდნის გაღრმავების მხარდამჭერად.

“Cannes Lions 2016 | Award Show | Tuesday 21 June | LIVE “

როგორ დავისვირინგოთ კანის ნამდვილი ბრინჯაოს ლომი?! – Bubbles Film-ის უცნაური ექსპერიმენტი