in

როგორ გეგმავენ კარგი მენეჯერები დასვენების სეზონს?

საზაფხულო არდადეგების დროს მცირე ბიზნესის მართვა რთულია. ბევრი თანამშრომელი იყენებს კუთვნილ შვებულებას და ბიზნესის აქტივობაც მცირდება. აქედან გამომდინარე, პროდუქტიულობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ ძირითადი ამოცანები შესრულებული იყოს. ზაფხულის თვეებში თქვენი ბიზნესის შეუფერხებლად მუშაობისთვის აქ მოცემული ხუთი სტრატეგია დაგეხმარებათ.

დაგეგმეთ და დაალაგეთ პრიორიტეტები

ეფექტური დაგეგმვა და პრიორიტეტების განსაზღვრა აუცილებელია ზაფხულის არდადეგების დროს კრიტიკულად მნიშვნელოვანი საქმეების შესასრულებლად. დაიწყეთ ძირითადი ამოცანების იდენტიფიცირებით და დაალაგეთ ისინი მნიშვნელობებისა და ვადების მიხედვით. 

შექმენით დეტალური გრაფიკი, რომელშიც ასახული იქნება ვინ არის პასუხისმგებელი თითოეულ დავალებაზე და დანიშნეთ რეალური ვადები. ამასთანავე, რეგულარულად გადახედეთ და საჭიროების მიხედვით შეცვალეთ გეგმები. ამგვარი მოქნილობა ხელს შეუწყობს ძირითადი ამოცანების დროულად შესრულებას.  

მოვალეობის დელეგირება

პასუხისმგებლობის დელეგირება გადამწყვეტი ფაქტორია ზაფხულის არდადეგების დროს, როდესაც გუნდის ზოგიერთი წევრი, შესაძლოა, მიუწვდომელი იყოს. დაიწყეთ იმ თანამშრომლების იდენტიფიცირებით, რომლებსაც დამატებითი პასუხისმგებლობების აღება შეუძლიათ და დარწმუნდით, რომ სათანადოდ არიან მომზადებულნი დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.

მკაფიოდ გააცანით შესასრულებელი ამოცანები და მიაწოდეთ ყველა საჭირო ინფორმაცია და რესურსი. ეს თქვენს თანამშრომლებს დაეხმარება, რომ თავიანთ მოვალეობებს ეფექტურად გაუმკლავდნენ. მათთან რეგულარული კონტაქტი შეინარჩუნეთ, რათა იგრძნონ მხარდაჭერა. მუდმივი კომუნიკაცია ხელს შეუწყობს პროდუქტიულობას და თავიდან აგაცილებთ პოტენციურ შეფერხებებს.

გამოიყენეთ ტექნოლოგიები

ტექნოლოგიების გამოყენება ხელს შეუწყობს პროდუქტიულობას და ბიზნესის შეუფერხებლად მუშაობას. გამოიყენეთ საკომუნიკაციო ხელსაწყოები, როგორიცაა, მაგალითად, ვიდეო კონფერენცია, რათა დარჩეთ თქვენს გუნდთან ერთად, მაშინაც კი, როცა ისინი ოფისში არ არის. 

დანერგეთ პროექტის მართვის პროგრამული უზრუნველყოფა, რათა თვალყური ადევნოთ ამოცანებსა და ვადებს. ეს დაგეხმარებათ დატვირთვის სამართავად. გარდა ამისა, განიხილეთ ავტომატიზაციის ხელსაწყოების გამოყენება განმეორებადი ამოცანების შესასრულებლად, რითაც თქვენს თანამშრომლებს საკმაო დრო გამოუთავისუფლდებათ უფრო კრიტიკულ საკითხებზე ფოკუსირებისთვის. 

წაახალისეთ მოქნილობა

განიხილეთ მოქნილი სამუშაო გრაფიკის დანერგვა, რაც თქვენი თანამშრომლებისთვის ბევრად კომფორტულ იქნება. ეს მიდგომა ბევრად მეტ კმაყოფილებასა და პროდუქტიულობას გამოიწვევს.

შესთავაზეთ დისტანციური მუშაობის ვარიანტები იმ თანამშრომლებს, რომლებიც, შესაძლოა, მოგზაურობდნენ ან სახლიდან მუშაობა ურჩევნიათ. გახსოვდეთ, სავალდებულო არაა ყველა თანამშრომელი ოფისში იყოს. რეგულარულად დაუკავშირდით გუნდის წევრებს, რათა გაიგოთ მათი საჭიროებები და გამოუცხადეთ მხარდაჭერა. ამგვარი მიდგომა მათ მოტივაციას საგრძნობლად გაზრდის. 

თვალყური ადევნეთ პროგრესს

პროგრესის მონიტორინგი აუცილებელია. დაგეგმეთ შემოწმებები, რათა მოაგვაროთ ნებისმიერი პრობლემა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას. გამოიყენეთ პროექტის მართვის ინსტრუმენტები ამოცანებსა და ვადებს თვალყური რომ მიადევნოთ. ეს მოგცემთ სრულ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა დასრულდა და კიდევ რა არის გასაკეთებელი. 

შეჯამების სახით რომ ვთქვათ, ზაფხულის არდადეგების დროს ძირითადი ამოცანების შესრულება მოითხოვს ეფექტურ დაგეგმვას, დელეგირებასა და ტექნოლოგიების გამოყენებას. ამოცანებისთვის პრიორიტეტების მინიჭებით, ტექნოლოგიების გამოყენებითა და მოქნილობის შენარჩუნებით, შეგიძლიათ უზრუნველყოთ, რომ თქვენმა ბიზნესმა შეუფერხებლად განაგრძოს მუშაობა შვებულების სეზონზე.

ფედერერი ბილბორდზე თავის ახალგაზრდა ვერსიას ეთამაშება

რესტორან LUMI-ის ახალი ერა ბათუმში — გიორგი ჟორჟოლიანი რესტორნის მმართველი და პარტნიორი გახდა